santaesperanza
ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ
ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ

ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ


16

ავტორი: ენტონი დოერი

მთარგმნელი: გია ბერაძე

სერია: ომებსა და ადამიანებზე

 

 

მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე. და რადიო. ტალღებით, ბგერებით გაცოცხლებული ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება, ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად და ცალ-ცალკე... თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან. „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2014 წლის Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული ნაწარმოებია, რომლისთვისაც ამერიკელმა მწერალმა ენდონი დოერმა 2015 წელს პულიცერის პრემია მიიღო.


გამომცემლობა
პალიტრა
ფასი
16
წონა
0.599
ნანახია
325
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები