santaesperanza

მილი-მოლი-მენდი (6-7) წლიდან


8.9

ავტორი: ჯოის ლანკასტერ ბრისლი

მთარგმნელი: მაია წითაძე

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

 

ამ წიგნში გაიცნობ პატარა, ჭკვიან და ძალიან საქმიან გოგონას, მილისენტ მარგარეტ ამენდას, იგივე მილი-მოლი-მენდის, რომელიც სოფელში, ლერწმით დახურულ თეთრ კოპწია სახლში დედ-მამასთან, პაპა-ბებიასთან, ძიასა და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს.
კოპწია სახლში ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის მილი-მოლი-მენდისაც. ალბათ იკითხავ, ასეთ პატარა გოგონას თამაშის გარდა სხვა რა საქმე უნდა ჰქონდესო? გეტყვით: მილი-მოლი მენდის დედა, მამა, ბებია, პაპა, ძია თუ ბიცოლა მუდამ სადღაც გზავნიან ხოლმე. მასაც მიაქვს და მოაქვს ნივთები, ამბები და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც კი დაავალებენ, თანაც ნებისმიერ დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. საქმეებს რომ მორჩება, მერე თავის პატარა მეგობართან, სუზანთან ერთად თამაშობს. გოგონები ყოველდღე ნაირ-ნაირ გასართობს იგონებენ და მხიარულად ატარებენ დროს.

მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკური
ფასი
8.9
წონა
0.179
ნანახია
1108

მსგავსი პროდუქტები