მზის იმპერია
27.9
ავტორი: ჯეიმს ბალარდი
მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე
ჯეიმი გრემი თერთმეტი წლის ბიჭია, მშობლებთან ერთად უზრუნველად ცხოვრობს ჩინეთში, შანხაის მდიდრულ უბანში და პირადი მძღოლი დაატარებს კინოთეატრებში. მაგრამ 1941 წელს იაპონელები თავს ესხმიან ჩინეთს და იწყება საშინელი ომი. ქუჩის არეულობაში ხალხის ტალღა ჯეიმის გაიტაცებს და დედას დააშორებს. პატარა ბიჭი მარტოდმარტო აღმოჩნდება მრავალმილიონიან ქალაქში… შემდეგ კი ის სამ წელს ატარებს იაპონელების სამოქალაქო პირთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მეფობს შიმშილი, წყურვილი, სიკვდილი, სისხლი… და იქ, სადაც უფროსები არ ინდობენ ერთმანეთს, ეს პატარა ბიჭი, რომელმაც თავის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, არ კარგავს საუკეთესო თვისებებს: ადამიანობას, თანალმობას, მოყვასის სიყვარულს…
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 27.9
- წონა
- 0.489
- ნანახია
- 866
მსგავსი პროდუქტები
იესოს სახარება
ავტორი: ჟოზე სარამაგუ
მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე
სერია: ლიტერატურული ოდისეა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.
14.9
მიწის მადლი
ავტორი: კნუტ ჰამსუნი
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
სერია: ლიტერატული ოდისეა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის (1859-1952) „მიწის მადლი“ პირველად 1917 წელს გამოქვეყნდა. 1920 წელს მწერალმა ნობელის პრემია სწორედ ამ რომანისთვის მიიღო.
მშრომელი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების რეალისტური აღწერით, ბუნების მკაცრი სილამაზისა და ადამიანთან ჰარმონიულობის ჩვენებით და პერსონაჟების მიმართ უდიდესი კეთილგანწყობით მწერალი სოფლად მცხოვრები გლეხების ყოფას ცხოვრების თანამედროვე სტილს უპირისპირებს.
15.9
ზიდჰარტა
ავტორი: ჰერმან ჰესე
მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი
„ზიდჰარტა“ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრებისგზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას.
სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიკეთე და ბოროტება მარადიული ერთიანობის ნაწილია და ეს ყველაფერი აუცილებელია ცხოვრების მნიშვნელობის გასაგებად, ასე ჭვრეტს ცხოვრების ერთიანობას ზიდჰარტა. საბოლოოდ ის მიაღწევს სრულყოფილებას, ნირვანას, რომლის მოპოვებაც ახალგაზრდობაში სურდა.
10.9
ფუტკრების ამბავი
ავტორი: მაია ლუნდე
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს.
აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია.
ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.
16.9
სხვისი სახე
ავტორი: კობო აბე
მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს?
ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს წიგნში „სხვისი სახე“.
ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა.
ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს.
კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ
13.9
ბარბაროსების მოლოდინში
ავტორი: ჟ. მ. კუტზეე
მთარგმნელი: მეგი გავისონია
მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. იმპერიის გასაძლიერებლად ყველა ხილული თუ გამოგონილი საფრთხე უნდა განადგურდეს, აღიგავოს მიწისაგან და ისევე მიეცეს დავიწყებას, როგორც იმის ხსოვნა, რომ ოდესღაც, ეს ქვიშის კუბოში ჩაწოლილი უდაბნო, უკიდეგანოდ გადაჭიმული ოკეანის სანაპირო იყო.
ნობელის პრემიის ლაურეატ ჯ. მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ გამომცემლობა „პინგვინის“ სერია „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების“ ოცეულშია შეტანილი. 1982 წელს ნაწარმოები ნომინირებული იყო ფილიპ დიკის პრემიაზე, ხოლო ნობელის პრემიის კომიტეტის კომენტარი ამგვარი გახლდათ: „ჯოზეფ კონრადის საუკეთესო ტრადიციით შექმნილი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მიამიტი იდეალისტი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შეაღებს“.
14.9