მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში
49.95
ავტორი: ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები – „მევენახეობა“ და „მეღვინეობა“ – მისივე მონოგრაფიის, „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“ ნაწილებია.
ნაშრომში დეტალურადაა მიმოხილული მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა სფერო:
ტერმინოლოგიური და თეორიული საკითხები, ვაზის ჯიშების სახეობები და მათი გავრცელების არეალი, მოვლა-პატრონობისა და ღვინის დაყენების სხვადასხვა პრაქტიკული ნიუანსი და სხვ. ამას გარდა, საისტორიო წყაროების შეჯერების საფუძველზე, წარმოდგენილია მეტად საინტერესო და ამ დრომდე აქტუალური საკითხი – „ტერმინი ღვინო, მისი რაობა და წარმოშობის ისტორია“.
გამოცემას დართული აქვს საძიებლები და მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, აგრეთვე, ძველი საილუსტრაციო მასალის გარდა, წიგნში წარმოდგენილია სფეროსთან დაკავშირებული თანამედროვე ფოტოები.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 49.95
- წონა
- 0.899
- ნანახია
- 332