მასების ამბოხი
32
ავტორი: ხოსე ორტეგა ი გასეტი
მთარგმნელი : ბაჩანა ბრეგვაძე
ე ორტეგა ი გასეტი (1883-1955) კულტურის, ისტორიის ფილოსოფიის, კერძოდ, მისი რადიკალურ-არისტოკრატიული მიმართულების კოლორიტული წარმომადგენელია. ყველა საკითხი, რასაც ის განიხილავს, უშუალოდ ადამიანის ცხოვრებას ეხმაურება, მის ფოკუსშია გადატეხილი. ისტორიაც მისი ძირითადი სააზროვნო ობიექტია და ადამიანის მოღვაწეობად არის განხილული. ძირითადი ცნება, რითაც გასეტი ახასიათებს ადამიანისა და ისტორიის თანამედროვე ვითარებას, არის კრიზისის ცნება. |
- გამომცემლობა
- CARPE DIEM
- ფასი
- 32
- ნანახია
- 126
მსგავსი პროდუქტები
საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე
ავტორი: ლევან გიგინეიშვილი
გამომცემლობა: აზროვნების აკადემია
წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.
30
სპინოზას ფილოსოფია
ავტორი: მოსე გოგიბერიძე; სერგი დანელია; პეტრე შარია; დავით გალაშვილი
წიგნი – „სპინოზას ფილოსოფია“ შედგენილია რამდენიმე ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში სპინოზას ფილოსოფიის შესახებ შექმნილი ტექსტებისგან.
მოსე გოგიბერიძის მცირე ზომის ტექსტი „ბენედიკტუს სპინოზა“-სგან რომელიც პირველად „სახელგამში“ 1927 წელს გამოქვეყნდა. სერგი დანელიას ტექსტი – „მიზეზობრიობის პრობლემა სპინოზას ფილოსოფიაში“ გახლავთ ერთ-ერთი თავი მისი წიგნიდან – „ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში“. პეტრე შარიას ტექსტი – „სპინოზას ფილოსოფიისათვის (ნარკვევი)“ გახლავთ „სახელგამში“ 1933 წელს გამოქვეყნებული წერილი რომელიც წარმოადგენს ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზას დაბადების 300 წლის შესრულების გამო საქართველოს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში წაკითხული მოხსენების სტენოგრამას. დავით გალაშვილი ტექსტი – „სპინოზა და ჰეგელი: გამიჯვნა, როგორც თვითდადგენა“ პირველად გამოქვეყნდა კრებულში: „კულტურა, რელიგია, ფილოსოფია“, გამომცემლობა მერიდიანი, 2019 წელს.
წიგნისთვის თანდართული წინასიტყვაობა ეკუთვნის დავით გალაშვილს.
22
კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე
მთარგმნელი: გიორგი თავაძე
„ეს თხზულება ჩემი ფილოსოფიის შემოკლებული ვერსიაა: თვით დანაშაულამდე რადიკალური“, – ასე ახასიათებდა ერთ-ერთ წერილში ნიცშე „კერპების მწუხრს“. ამ ნაწარმოებში გერმანელი ფილოსოფოსი მთელ თავის სტილისტიკურ არსენალს იყენებს: აქ ვხვდებით ეპიგრამებს, სენტენციებს, აფორიზმებს, ესეებს, ავტობიოგრაფიულ პასაჟებს, ფილოსოფიურ-კულტუროლოგიურ ანალიზს... „კერპების მწუხრის“ სტრუქტურა, შესაძლოა ლაბირინთს შევადაროთ. აქ, რა თქმა უნდა, არის შესასვლელი, მაგრამ შესვლისთანავე ანუ კითხვის დაწყების შემდეგ მკითხველი უკვე ახალ გზაგასაყარზე დგას. ავტორს მიხვეულ-მოხვეული გზებით მივყავართ და ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ ისევ ლაბირინთის შესასვლელთან დავბრუნდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მკითხველმა შესაძლოა, ლაბირინთის შუაგულში ამოყოს თავი, საიდანაც უკვე სრულიად გაურკვეველია, თუ სად არის ბოლო და სად – დასაწყისი. ამ დაბნეულობის ეფექტს ნიცშე სტილის სწრაფი მონაცვლეობითა და მკვეთრი განცხადებებით ახდენს. ნიცშე ცდილობს, განუწყვეტლივ გადაანაცვლოს პერსპექტივები და ამით მოცემული საკითხი უფრო ფართო ჭრილში განიხილოს. იგი არ ერიდება ალტერნატიული გზების ძიებას, იმის ეჭვქვეშ დაყენებას, რაც ცოტა ხნის წინ თავად თქვა. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მეთოდითაა შესაძლებელი „გაქვავებული“ ჭეშმარიტებების თავიდან აცილება და საკითხის მრავალგანზომილებიან ჭრილში გააზრება. ყოველივე ეს „კერპების მწუხრს“ აქცევს უაღრესად საიტერესო ფილოსოფიურ ნაშრომად, რომელსაც ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად უნდა გაეცნოს.
28
ილუზიის მომავალი; სიზმართხილვის შესახებ;მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი
მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი
გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის სამ ნაშრომი – „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, „სიზმართხილვის შესახებ“, „ილუზიის მომავალი“
„მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ – ნაშრომი რომელიც მასობრივ გაერთიანებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანალიზს ეძღვნება. აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოანალიზიდან, როგორც თერაპიული მეთოდოლოგიიდან, ფსიქოანალიზზე, როგორც ფილოსოფოსობის ფორმაზე გადასვლას. ასეთი გადასვლა ხორციელდება ფსიქოანალიზის დებულებათა გამოყენებით სოციალური მოვლენებისა და პროცესების ასახსნელად. ფროიდი ცდილობს ინდივიდუალურ-ფსიქიკური დონე დაუკავშიროს საზოგადოებრივ ფენომენთა სტრუქტურულ და დინამიურ ასპექტებს. ფროიდის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია ფართო გაგებით სოციალურ („მასობრივ“) ფსიქოლოგიასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მყოფობს „სხვა“. „მასების ფსიქოლოგია“ ადამიანს განიხილავს, როგორც სოციალური ერთობის ნაწილს, ანუ როგორც ბრბოს შემადგენელ ნაწილს.
„სიზმართხილვის შესახებ“ გახლავთ „სიზმართა განმარტების“ შემოკლებული ვერსია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს და სიზმრის წარმოქმნის ფსიქიკური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება.
„ილუზიის მომავალი“ ფროიდის გვიანდელი პერიოდის ნაშრომია, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მისი მოძღვრების განვითარების უკანასკნელ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდში ის ოდნავ შორდება ფსიქიკის ყველა ასპექტის განმარტებას სექსუალური ინსტინქტებით და შეავსებს მას სიკვდილისკენ ლტოლვის, განადგურების იდეებით.
ურყევი ათეისტი – ფროიდი, დარწმუნებულია, რომ რელიგია – ილუზიაა. ამაში ის ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს.
20
შემეცნების ფილოსოფია და თეორია
ლევ შესტოვი – უკრაინელი/რუსი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი.
მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი
შესტოვი დაიბადა ლევ ისააკის ძე შვარცმანის სახელით კიევში, ებრაულ ოჯახში. განათლების მიღება სხვადასხვა ადგილებში მოუხდა, რადგან ხშირად მოსდიოდა უთანხმოება სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან. შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამართალსა და მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ სტუდენტთა ინსპექტორთან შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა კიევში დაბრუნებულიყო და სწავლა იქ დაესრულებინა. დისერტაციის საფუძველზე შესტოვი სამართლის დოქტორი ვერ გახდა, რადგან მასში გამოსჭვიოდა მისი რევოლუციური ტენდენციები. 1898 წელს ის შევიდა მოწინავე რუს ინტელექტუალთა და ხელოვანთა წრეში, სადაც გაწევრიანებულნი იყვნენ ნიკოლოზ ბერდიაევი, სერგეი დიაგილევი, დიმიტრი მერეჟკოვსკი და ვასილი როზანოვი. შესტოვი წრის მიერ დაარსებული ჟურნალისთვის სტატიებს წერდა. ამ პერიოდში მან დაასრულა თავისი პირველი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომი – „სარგებელი ტოლსტოისა და ნიცშეს სწავლებაში: ფილოსოფია და ქადაგება.“ სათაურში მოხსენიებულმა ორივე ავტორმა შესტოვის აზროვნებაზე ძირეული გავლენა მოახდინა.
წიგნი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი დათმობილი აქვს 1905 წელს გამოქვეყნებული ტექსტს – „უსაფუძვლობის აპოთეოზი“, ხოლო მეორე – 1912 წელს გამოქვეყნებულ წიგნს, – „შემეცნების ფილოსოფია და თეორია“.
18.4
დიდი წიგნი ფილოსოფიაზე
რა არის ჭეშმარიტება? როგორ შეიძლება, ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ? მთელი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობის სიცოცხლისა და ყოფიერების არსის შესახებ ამ და სხვა საკითხვებს სვამდა. დიდი მოაზროვნეები კი გვთავაზობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც ჩვენი სამყაროს ჩამოყალიბება-განვითარებას ემსახურება.
წიგნში შესულია: ანტიკური სამყარო, შუასაუკუნეების სამყარო, რენესანსი და გონების ეპოქა, რევოლუციის ხანა, თანამედროვე სამყარო, თანამედროვე ფილოსოფია, ცნობარი, განმარტებითი ლექსიკონი, ფოტომასალა.
წიგნის გამოცემაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს: უილ ბუკინგემმა, დუგლას ბერნჰემმა, კლაივ ჰილმა, პიტერ ჯ.კინგმა, ჯონ მარებონმა, მარკუს უიკსიმ და ხვებმა.
60
ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე
ავტორი:ფრიდრიხ ჰეგელი
„ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე“ მიზანია გაარკვიოს რელიგიის ცნება და მისი განვითარების პროცესი ანუ, როგორ აღმოცენდება რელიგია, რა გზით აღწევს სუბსტანციური სული ხალხის ცნობიერებას. ჰეგელის მიზანია აჩვენოს, რომ თუმცა არსებობენ რწმენის სხვადასხვა ფორმები, რელიგიის უმაღლესი ფორმა არის ქრისტიანობა. ესაა აბსოლუტური რელიგია, სადაც რელიგიის ცნება სრულყოფილადაა წარმოდგენილი, ანუ ღმერთი აღარაა რაღაც მიღმური, უცნობი, ის ეცხადება ცნობიერებას, ის თვითცნობიერებაა, რომელსაც საგნად თავისი თავი აქვს.
55
ფილოსოფიის საწყისები
ავტორი: რენე დეკარტი
ახალი ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თვალსაჩინო წარმომადგენლის, რენე დეკარტის (1596-1650) ფილოსოფიურმა მოძღვრებამ უაღრესად დიდი ზეგავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის აზროვნებაზე. დეკარტი შეეცადა დაეჭვების გზით აღმოეჩინა ერთი ცხადი და უდავო ჭეშმარიტება და ამ უკანასკნელის საფუძველზე აეგო ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის დედააზრი გონების უზენაესობაა. დეკარტის იშვიათმა ნიჭმა წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერების მრავალ დარგში; დიდია მისი წვლილი მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის განვითარებაში. დეკარტის მექანიკური ფიზიკიდან მიეცა დასაბამი ფრანგულ მატერიალიზმს, ხოლო მისი მეტაფიზიკა XVII-XVIII საუკუნეების იდეალიზმის საფუძველი შეიქნა. წინამდებარე ნაშრომში დეკარტი ეძიებს ფილოსოფიის იმ უდავო საწყისებს, რომელთაც ფილოსოფიას უნდა დასესხებოდა ყველა ის მეცნიერება, რაზედაც კი თავად ხელი მიუწვდებოდა. რენე დეკარტის შრომები – „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური მედიტაციები“, „სულის ვნებანი“, „ფილოსოფიის საწყისები“ – მისი, როგორც ფილოსოფოსის უდიდესი გონიერებისა და განსჯითი ნიჭის ნაყოფი, ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშებად რჩება. მისასალმებელია, რომ მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილი რენე დეკარტის თხზულების „ფილოსოფიის საწყისების“ წინამდებარე პირველი ქართული თარგმანი შეემატება ჩვენი ეროვნული კულტურის საგანძურს.
11.9