მამები და შვილები
8.95
ავტორი: ივან ტურგევი
მთარგმნელი: გივი დოლიძე
სერია: იკითხე კლასიკა
როგორ შეიძლება ინტელექტუალურმა კამათმა საქმე დუელამდე მიიყვანოს? ან კიდევ,კაცი, რომელიც ყოველივე "რომანტიკულს" ზიზღით უარყოფს, უეცრად წრფელმა გრძნობამ გაიტაცოს, მერე კი, ამ გრძნობით შეპყრობილი, გაერიდოს, ოღონდაც საყვარელი ქალის ტყვედ არ იქცეს? დამწყები ექიმი, მუდამ თავდაჯერებული ევგენი ბაზაროვი "ნიჰილიზმის" მიმდევარია, რომელმაც ფართოდ მოიცვა მეცხრამეტე საუკუნის რუსი საზოგადოება. მდაბიური წარმოშობის ინტელექტუალი ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მაგრამ პოლემიკაზე, სხვათა დამოძღვრაზე...შორს ვერ მიდის...
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 8.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 472
მსგავსი პროდუქტები
მარტინ იდენი
ავტორი: ჯეკ ლონდონი
სერია: იკითხე კლასიკა
მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე
ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს,ეს ოცნება რეალობად აქციოს.მოტივაციაც დიდი აქვს - უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი.გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება.დიდი მცდელობის შემდეგ,მარტინ იდენთან წარმატება მოდის - ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა...სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის?რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..
12.95
მარია სტიუარტი
ავტორი: შტეფან ცვაიგი
მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი
სერია: იკითხე კლასიკა
ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის, ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის, მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
13
მოთამაშე
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი
მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე
სერია: იკითხე კლასიკა
,,მოთამაშე" აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ფსიქოლოგიური პორტრეტია,თანაც სრულყოფილი პორტრეტი.რომანს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებადაც მიიჩნევენ,რადგან დოსტოევსკის თამაშისადმი თუ თუმაშზე დამოკიდებულება საყოველთაოდ იყო ცნობილი - მწერალმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბანქოში წააგო.
12.95
ომერტა
ავტორი: მარიო პიუზო
მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე
სერია: იკითხე კლასიკა
ეს ამბავი მრავალი წლის წინ სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; ვერავინ ხვდებოდა, რატომ წვრთნიდა და რისთვის ამზადებდა მას. მაშინ, როცა დონის შვილები ამერიკაში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდნენ, ასტორე ვაიოლა თავის დროს ელოდა.
12.95
აივენჰო
ავტორი: უოლტერ სკოტი
მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე
სერიაი: კითხე კლასიკა
ეს დაუვიწყარი ამბავი რიჩარდ ლომგულის ეპოქაში მოხდა, როცა ღირსეული რაინდები მათი გულთამპყრობელი ქალბატონების გამო საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ და სიყვარულისთვის წირავდნენ თავს. აი გამოჩნდა კეთილშობილი რაინდი აივენჰო! ახლა მთელი სამეფოს ბედი მის ხელშია - მეფე ლომგული ტყვეობიდან თუ ვერ დაიხსნა, ალბათ არც უნდა იოცნებოს მშვენიერი როვენას საპასუხო სიყვარულზე. ჯვაროსნული ლაშქრობიდან ახალდაბრუნებულ გმირს ისღა დარჩენია, შეებას მტერს, იბრძოლოს მემკვიდრეობისთვის და მოიგოს ლედი როვენას გული.
12.95
ქალთა ბედნიერება
ავტორი: ემილ ზოლა
მთარგმნელი: ნუნუ ქადაგიშვილი
სერია: იკითხე კლასიკა
პროვინციელი ქალიშვილი ორ უმცროს ძმასთან ერთად,ბედის საძებნელად,უფრო სწორად,თავისა და ბიჭების გადასარჩენად,პარიზში ჩადის.ბიძის ოჯახში თავშესაფრის პოვნის იმედი უცრუვდება და ცხოვრებასთან დამოუკიდებლად შეჭიდება უწევს.დენიზ ბოდიუ დიდ უნივერსალურ მაღაზია "ქალთა ბედნიერებაში" იწყებს მუშაობას.ღარიბი,მაგრამ ღირსებით სავსე დენიზი უკიდურეს გაჭირვებას,ათასგვარ დაბრკოლებას,მოქიშპეკოლეგების ვერაგობას,ინტრიგებს,აბეზარი მამაკაცების ქედმაღლობას ებრძვის და მრავალჯერ დგება ზნეობრივი არჩევანის წინაშე...
16.95
ენ ვერონიკა
ავტორი: ჰერბერტ უელსი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
სერია: იკითხე კლასიკა
ცნობილი ინგლისელი ფანტასტის რომანი ,, ენ ვერონიკა" 1909 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი იყო მთავარი გმირის ფემინისტური მიდრეკილებები და ასევე, ის, რომ ჰერბერტ უელსს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფემინისტთან, ქალთა მოძრაობის სულისჩამდგმელ ემბერ რივსთან, რაც რომანის წერისას მწერლის შთაგონების წყარო გახდა.
11.95