მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა (7-9) წელი
10.9
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ონავარი, ანცი, მაგრამ ძალიან კეთილი და გამბედავი გოგონა მადიკენი უმცროს დაიკოსთან, ოქროსფერკულულა ლისაბეტთან ერთად თავის საყვარელ იუნიბაკენში დროს მხიარულად ატარებს. აქ ხომ ყოველთვის საოცარი ამბები ხდება, ამიტომ მადიკენსა და ლისაბეტს უამრავი სახიფათო თუ სასაცილო თავგადასავალი გადახდებათ და ბოლოს ნანატრ საჩუქარსაც მიიღებენ. მათ საოცარ თავგადასავალს უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, თუ ამ მხიარულ, ილონ ვიკლანდის ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს წაიკითხავთ.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 10.9
- წონა
- 0.304
- ნანახია
- 1002
მსგავსი პროდუქტები
დესპეროს თავგადასავალი
ავტორი: კეიტ დიკამილო
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ეს წიგნი დესპერო ტილინგის ამბავს მოგვითხრობს. დესპერო წრუწუნაა, რომელსაც მუსიკა, ზღაპრები და მეფის ასული, სახელად ცერცვა უყვარს. აქვეა ვირთხა, სახელად როსკურო. იგი სიბნელეში ცხოვრობს, მაგრამ სინათლით სავსე სამყაროზე ოცნებობს… და კიდევ მიგერი სოუ – მოახლე გოგო, რომელსაც ერთადერთი აუხდენელი ნატვრა აქვს – უნდა, რომ მეფის ასული გახდეს.
ეს პერსონაჟები სადაცაა დაადგებიან გზას, რომელიც ჯერ შემზარავ მიწისქვეშეთში ჩაიყვანს მათ, შემდეგ კი გაბრწყინებულ სასახლეში შეაბრძანებს.
მერე რაღა მოხდება? ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდვია, მკითხველო!
10.9
მადიკენი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია
სერია: მოსწავლის
მადიკენი დიდ წითელ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და უმცროს დაიკო ლისაბეტთან ერთად. ლისაბეტი ყველაფერში მადიკენს ჰბაძავს და უფროს დას ყველგან თან დასდევს. მოკლედ, ისინი განუყრელები არიან და სხვაგვარად არც შეიძლება! აბა, ლისაბეტი იქ რომ არ ყოფილიყო, ვინ გააგებინებდა ძია ნილსონს, მადიკენი სახურავიდან ქოლგით რომ გადმოფრინდა და მიწაზე დაენარცხა; ხოლო როცა ლისაბეტმა ბარდის მარცვალი შეიტენა ცხვირში, სწორედ მადიკენი გაჰყვა მას ქალაქის ცენტრში, ექიმ ბერგლუნდთან.
მადიკენს ძალიანაც უნდა, წყნარი და დამჯერი ბავშვი იყოს, მაგრამ არაფრით გამოსდის. აბა, როგორ გამოუვა, როცა ამქვეყნად ამდენი საინტერესო გასართობია. ამიტომაცაა მისი ცხოვრება ნაირ-ნაირი თავგადასავლებით სავსე. ამათგან ზოგი მათგანი ისეთი სახიფათოა,
თუ არ წაიკითხავთ, ვერც კი წარმოიდგენთ.
9.9
ყვითელი კოდალას ორდენი (7-9) წელი
ავტორი: მონტერუ ლობატუ
მტარგმნელი: ელენე ჭავჭავაძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
“ყვითელი კოდალას ორდენი” საკულტო საბავშვო ნაწარმოებია. მისი ავტორი ბრაზილიელი მწერალი, მონტეირუ ლობატუა. ის პატარა მკითხველს დაუჯერებელ ისტორიებს უყვება. ამასთან ერთად, წიგნი წარმოსახვის გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაცაა.
ბავშვობაში ვის არ უოცნებია მოლაპარაკე თოჯინასთან ერთად ზღვის ფსკერზე მოგზაურობაზე.
ვის არ უფიქრია ზღაპრული სამყაროს ბინადრებთან შეხვედრაზე.
ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული თანატოლებთან ერთად თავგადასავლებით სავსე ისტორიების მოყოლაში.
სწორედ ასე ატარებენ ზაფხულის არდადეგებს ყვითელი კოდალას სახლის ბინადარი ცხვირპაჭუა და პედრინიო. მათ ამბავს ულამაზესი თოჯინა ემილია გვიყვება. ის მთელ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გონიერი და საუკეთესო იდეების ავტორია.
14.9