santaesperanza
ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები
ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები

ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები


21

ავტოირი: მირჩა ელიადე

ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ

 

ინიციაციები - საკაცობრიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რაზეც ეს წიგნი მოგვითხრობს, ისეთივე ძველია როგორც თავად კაცობრიობა. აქაც, ისევე როგორც დანარჩენ ნაშრომებში, სახელგანთქმული რელიგიათმცოდნე და ანთროპოლოგი მირჩა ელიადე გვთავაზობს არქაულ კულტურებსა და მაღალ ცივილიზაციებში დაცული ინიციაციებისა და მასთან დაკავშირებული რიტუალების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების წარმოჩენის ფართო ჰორიზონტს და მისთვის დამახასიათებელ ძალიან ღრმა, კომპარატივისტულ, ინტერპრეტაციულ ანალიზს. ,,ზოგადად ინიციაციაში იგულისხმება რიტუალებისა და ზეპირი მითითებების ერთობლიობა,“ - წერს ელიადე, - ,,რომლის მიზანი ინიციაციის ობიექტის რელიგიური და სოციალური სტატუსის რადიკალური ცვლილება გახლავთ. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ინიციაცია ეგზისტენციალური რეჟიმის ონტოლოგიურ ცვლილებას უტოლდება. ამ განსაცდელების ბოლოს ნეოფიტს სრულიად განსხვავებული არსებობა აქვს, ვიდრე დასაწყისში ჰქონდა: იგი სხვა გახდა.“ ახლად განდობილი რომელმაც შეიცნო მისტერიები, არის ,,ის ვინც იცის“. მას ერთსა და იმავე დროს გაუცხადდა სამი უმნიშვნელოვანესი ფენომენი: საკრალური, სიკვდილი და სექსუალობა - წერს ელიადე.


გამომცემლობა
ალეფი
ფასი
21
წონა
0.299
ნანახია
579
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები