ინგლისი, ჩემი ინგლისი
16
ავტორი: დევიდ ჰერბეტ ლორენსი
სერია: ომებსა და ადამიანებზე
მთარგმნელი: მაია ბოლაშვილი
მკითხველის წინაშეა ძალიან ემოციური, ფსიქოლოგიურად დატვირთული მოთხრობები, რომლებიც ლიტერატურის დამფასებლებისთვის საყვარელი ავტორის კალამს ეკუთვნის. ჭეშმარიტი ბრიტანული იუმორით დახატული პერსონაჟების გალერეა _ იქნება ეს საკუთარ ოჯახსა და მშობლიურ სოფელზე შეყვარებული ულამაზესი ჭაბუკი, ომში თვალისჩინდაკარგული კეთილშობილი ინგლისელი, თავდავიწყებით გატაცებული “მის გიჟი გოგო” თუ ქმრის ორგულობით გაბეზრებული ქალი _ სრულიად მოულოდნელ სიუჟეტურ განვითარებასთან ერთად, კითხვის პროცესში მრავალ სასიამოვნო წუთს გვპირდება.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16
- ნანახია
- 87
მსგავსი პროდუქტები
მოხეტიალე ვარსკვლავი
ავტორი: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
სერია: ომებსა და ადამიანებზე
თარგმანი: ვალერი ოთხოზორია
სანამ დედამიწაზე ადამიანები ომობენ, ნეჯმა და ესტერი მოხეტიალე ვარსკვლავებად რჩებიან. ვინ არიან ნეჯმა და ესტერი? არაბი და ებრაელი გოგონები, მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, ვარსკვლავები მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.
16
პიანისტი
ავტორივლადისლავ შპილმანი
სერია: ომებსა და ადამიანებზე
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
ვლადისლავ შპილმანმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით „პიანისტი: განსაცვიფრებელი ნამდვილი ისტორია კაცისა, რომელიც ვარშავაში გადარჩა“. წიგნში პიანისტი იხსენებს მის მოულოდნელ შეხვედრას გერმანელ ოფიცერთან, რომელმაც კითხა თუ როგორ გადაურჩა ის ამ ყველაფერს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ის პიანისტი იყო. ამის შემდეგ ოფიცერმა მოსთხოვა იმ შენობის ერთ-ერთ ოთახში მდგარ პიანინოზე დაეკრა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ოფიცერს პიანისტი არაებრაული წარმოშობის ეგონა, სიმართლის გაგების შემდეგ მაინც არ შეუწყვიტავს მასზე ზრუნვა. მისი უფრო საიმედო ადგილას გადამალვის შემდეგ, ოფიცერს პერიოდულად მიჰქონდა საკვები და გერმანული სამხედრო პალტო, რომელიც გაყინვისაგან იცავდა მას. შპილმანმა 1950 წლამდე არ იცოდა იმ ოფიცრის სახელი, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა. მკითხველის წინაშეა დაუჯერებელი, თუმცა ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ. მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს. სრულიად მოულოდნელად, გადარჩენაში შპილმანს დაეხმარა გერმანელი ოფიცერი - ჰოზენფელდი. სწორედ მისი დღიურიდან ამონარიდები ერთვის და ავსებს მუსიკოსის თხრობას. წიგნი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს, რომელიც რომან პოლანსკიმ გადაიღო.
16
იასამნის გოგონები
ავტორი: მართა ჰოლ კელი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: ომებსა და ადამიანებზე
არსებობს ბევრი რამ, რისი დავიწყებაც შეუძლებელია, განსაკუთრებით საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებათა. წამების სურათები გონებაში კინოფირივით ცოცხლდება და სიძულვილი, უმწეობა, შურისძების წყურვილი და შიში კვლავ გახრჩობს - შიში სულის დამღრღნელი, გამომფიტავი... თურმე ამის დაძლევა მწამებელთან შეხვედრასაც შეუძლია, ამ წუთებმა შეიძლება მიძინებული მიტევების უნარიც დაგიბრუნოს და იმასაც მიგახვედროს, რომ ის, ვინც ერთ დროს უძლეველი გეგონა და მისი ტყვე იყავი, ყველაზე სუსტი და მხდალი ყოფილა... და ძველებურად გულქვაც. რავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა პოლონელმა ტყვეებმა კასიამ და ზუზანამ ტყვეობის ოთხი წლის განმავლობაში დაკარგეს ძვირფასი ადამიანები, ჯანმრთელობა, მაგრამ ომის შემდგომ უფრო მეტი შეიძინეს - მსოფლიოს თანადგომა, ერთგული მეგობრები, ოჯახი, შვილები და მომავლის იმედი.
16
გეიშას მემუარები
ავტორი: ართურ გოლდენი
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
სერია: ომებსა და ადამიანებზე
ამომავალი მზის ქვეყნის შუქ-ჩრდილები. თეთრი ნიღბის ქვეშ მიმალული ვნებები. შეკავებული ცრემლი, გულებს შორის გაბმული იდუმალი ძაფები და ერთმანეთისკენ სავალი გზები. ტრადიციების საბრძანებელი - ფარვანას ფრთებივით თვალწარმტაცი ძველი კიოტო და ხის ქოშების ბაკუნით შემოვლილი მისი ლაბირინთები. მებადურის ქოხში გაზრდილი იაპონელი გოგონას დრამატული ცხოვრების ისტორია ართურ გოლდენის ბესტსელერში „გეიშას მემუარები“.
16
ხაფანგი-22 (1)
ავტორი:ჯოზეფ ჰელერი
მთარგმნელი: გია ბერაძე
სერია: ომებსა და ადამიანებზე
ჯოზეფ ჰელერის ამ რომანს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებს უწოდებენ. "ხაფანგი-22" ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს - აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი - მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, "ხაფანგი-22" სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა. ამიტომაც არის ის დღემდე სამხედროების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
16
ხაფანგი-22 (2)
ავტორი: ჯოზეფ ჰელერი
მთარგმნელი: გია ბერაძე
სერია: ომებსა და ადამიანებზე
ჯოზეფ ჰელერის ამ რომანს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებს უწოდებენ. "ხაფანგი-22" ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს - აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი - მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, "ხაფანგი-22" სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა. ამიტომაც არის ის დღემდე სამხედროების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
16
მე მომკლეს, დე...
ავტორი: სხვადასხვა
სერია: ომებსა და ადამიანებზე
როგორია „ომის პროზა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან? მარტივად თუ ვიტყვით, ბევრნაირი. ამ წიგნში 14 ავტორის ამდენივე მოთხრობაა შეკრებილი და ეს არის მხოლოდ ნაწილი მრავალგვარი რეაქციისა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილმა მოვლენებმა გამოიწვია უახლეს ქართულ მწერლობაში.
16