იისფერი
19.95
ავტორი: ელის უოლერი
სერია: აკრძალული წიგნების თარო
მთარგმნელი: გია ბერაძე
ელის უოკერის იისფერს ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში...
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 19.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 1085
მსგავსი პროდუქტები
მზის დაბნელება
ავტორი: არტურ კოესტლერი
მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი
სერია: აკრძალული წიგნების თარო
ძნელად თუ მოიძებნება მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც არტურ კოესტლერივით ხიფათებით აღსავსე ცხოვრებით ეცხოვროს. სრულიად ახალგაზრდა პალესტინაში წავიდა სიონისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად; 1931 წელს, ბერლინში ცხოვრებისას გახდა კომუნისტური პარტიის წევრი და წლების განმავლობაში იზიარებდა კომუნიზმის ილუზიებს; როგორც რეპორტიორი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ფრანკისტებს, რომელთაც სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ წლებში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული იყო საფრანგეთსა და ინგლისში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჰოლოკოსტის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდა. ყველა განსაცდელს უვნებლად გადაურჩა და 1983 წელს მეუღლესთან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ - იმას, თუ როგორ სჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ. ეს არის ფსიქოგრამა ტოტალიტარიზმისა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის მიერ ჩაუდენელი, გამოგონილი ბრალდებები აღიაროს და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწეროს ხელი.
ისევე როგორც ავტორს, იმ ეპოქის პოლიტიკური კატასტროფების შედეგად, „მზის დაბნელებასაც“, რომელიც ავტორმა 1940 წელს დაწერა, საოცარი ბედი ხვდა წილად. კოესტლერი ნაცისტებისაგან გაქცევისას იძულებული გახდა მთელი თავისი არქივი და მათ შორის ამ რომანის ხელნაწერიც პარიზში დაეტოვებინა, რომლის კონფისკაციაც საფრანგეთის ჟანდარმერიამ მოახდინა, რის მერეც ეს ხელნაწერი უკვალოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი, საიდანაც ითარგმნა და გავრცელდა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავტორისეული უკუთარგმნით გერმანულ ენაზეც. წიგნმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ბევრ ქვეყანაში ბესტსელერადაც იქცა. რომანის უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ავტორისეული ვარიანტი მხოლოდ 2015 წელს აღმოაჩინეს ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქართული თარგმანი სწორედ ამ თავდაპირველი, ორიგინალური ტექსტიდან არის შესრულებული.
19.95
1984
ავტორი: ჯორჯ ორუელი
სერია: აკრძალული წიგნების თარო
მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი
ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს.
პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა.
უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან... გიცქერდა და ჩაგძახოდა – ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში – მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს – საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა – „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა... ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა...“.
ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.
19.95