მსგავსი პროდუქტები
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: TOP თრილერი
გამომცემლობა: პალიტრა L
თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
13.95
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: TOP თრილერი
გამომცემლობა: პალიტრა L
თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
13.95
გაუჩინარებული ქალი
ავტორი: გილიან ფლინი
მთარგმნელი: ირაკლი ლომოური
სერია: TOP თრილერი
ჩარლზ ლინდბერგის გაჩახჩახებული სახლი ნიუ-ჯერსის დაბურული ნაძვნარების ფონზე ზღაპრული მოჩანდა. ნისლიან ბინდბუნდში შენობისკენ ყმაწვილი მიემართებოდა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა რეალურ დიდებას - თავის პირველ მკვლელობას. სიბნელესა და წვიმებისგან გაჩენილ გუბეებს არაფრად აგდებდა. ყველაფერი გაეთვალისწინებინა, ამინდიცვ კი. გამხდარ ფეხებზე ორმოცდახუთი ზომის უხეში ფეხსაცმელი ეცვა, რომლებშიც წინდახედული კაცივით ჩატენა ქსოვილის ნაჭრები და გაზეთ "ფილადელფია ინქვაიერის" ნაგლეჯები. ცდილობდა, კვალი დაეტოვებინა, ბევრიო კვალი. თანაც, თორმეტი წლის ბიჭის კი არა, არამედ ზრდასრული მამაკაცის, სტაუტსბერგვესტვილის გზატკეცილიდან მდებარე სახლამდე და უკან. ჯეიმზ პეტერსონი ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორია (300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით). ის დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, "ედგარ ალან პოს პრემიის" მფლობელი გახლავთ.
14
ბნელი ადგილები
ავტორი: გილიან ფლინი
მთარგმნელი: ირაკლი ლომოური
„ბნელი ადგილები“ გილიან ფლინის მეორე რომანია, რომელმაც მკითხველთა დიდი ყურადღება და საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. 2015 წელს წიგნის, „ბნელი ადგილების“ მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლს შარლიზ თერონი ასრულებს. ოცდაოთხი წლის წინ... – კანზასის პატარა ქალაქი კინაკი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა: 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასწაულით გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – 7 წლის ლიბი, რომელსაც ამ ტრაგედიამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა... ახლა... – მრავალი წლის შემდეგ ლიბი დეი, რომელიც ძმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო, გადაწყვეტს, პირადად შეხვდეს მას და პასუხი მიიღოს იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მოსვენებას არ აძლევენ. არადა, წარსულში დაბრუნება ძალიან საშიშია! იქ ბევრი სისხლიანი საიდუმლო იმალება!
14
კონკიას მკვლელობა
ავტორი: მერი ჰიგინს კლარკი ალაფეა ბერკი
მთარგმნელი: ლალი გოგაძე
სერია: TOP თრილერი
სკანდალური სატელევიზიო შოუ „ეჭვქვეშ“ დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობლად პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს. იმ საბედისწერო საღამოს გოგონა იმ რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, მაგრამ ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა. სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა… როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ საქმეს „კონკიას მკვლელობა“ შეარქვეს. ვინ მოკლა კონკია? რისთვის? რატომ აღმოჩნდა მისი მანქანა დანაშაულის ადგილიდან შორს? ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?! ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს! მაგრამ, რა იცის ლორი მორენმა, რომ საზოგადოებისთვის ამ საქმის შეხსენებით იმ ოთახის კარი გამოაღო, სადაც სიკვდილია დამალული!.. მერი ჰიგინს კლარკი 34 დეტექტიური რომანისა და მოთხრობების 3 კრებულის ავტორია. მხოლოდ აშშ-ში მისი წიგნების 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. სხვა პრესტიჟულ ჯილდოებთან ერთად, 1980 წლის პულიცერის პრემიის მფლობელია. 2000 წელს კი ედგარ პოს სახელობის დაჯილდოებაზე მისტიკური ჟანრის საუკეთესო მწერლად დასახელდა. ალაფეა ბერკი ასევე NYT-ის ბესტსელერი რომანების ავტორია. ის ყოფილი პროკურორია. ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სისხლის სამართალს ასწავლის. „კონკიას მკვლელობა“, მათი ერთობლივი ნაწარმოებია. თრილერმა მალევე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და მსოფლიო ბესტსელერთა სათავეში მოექცა.
14