ზღვასთან
სიახლე
27.95
ავტორი: აბდულრაზაკ გურნა
მთარგმნელი: მართა ურუშაძე
აბდულრაზაკ გურნას ეს რომანი თავისი მარადიული თემებით ქართველი მკითხველისთვისაც მშობლიური გახდება.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 27.95
- ნანახია
- 72
მსგავსი პროდუქტები
დაუდგომელნი
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი
რთულია, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, ამ წიგნს რომანი უწოდო. ეს, ალბათ, ნოველებისა და ესეების კოლაჟი უფროა, რომელშიც ავტორი ერთი და იმავე თემის – მოგზაურობის – გარშემო ტრიალებს, უამრავი ჭრილიდან თუ გადასახედიდან სიღრმისეულად განიხილავს მას, ფილოსოფიურად აანალიზებს და ისე აწვდის მკითხველს. ავტორთან და პერსონაჟებთან ერთად რომანში მკითხველიც თავისდაუნებურად ხდება მოძრაობის – დაუსრულებელი მარათონის – მონაწილე, დაუდგომელი, დროსა და სივრცეში მოხეტიალე. ის ხან თვითმფრინავით სერავს ცას, ხან გემითა თუ მატარებლით გადაადგილდება წყალსა და ხმელეთზე; ხან სლავური მართლმადიდებლური სექტის წევრს აედევნება და მასთან ერთად გაურბის „ბოროტს“, ხან ფრედერიკ შოპენის დასთან ერთან პარიზიდან ვარშავაში ეტლით მიჯაყჯაყებს და ყოვლად წარმოუდგენელი ხრიკებით ცდილობს გარდაცვლილი კომპოზიტორის გულის სამშობლოში ჩატანას; როცა მრავალფეროვანი გარესამყაროს თვალიერება მოსწყინდება, მაშინ ან საკუთარი ფესვების ძიებას იწყებს, ან მე-17 საუკუნის ფლამანდიელ ანატომთან ერთად თავისი ორგანიზმის შიგნით მოგზაურობს და აქაც სრულიად ახალ, ძალზე საინტერესო და აუთვისებელ ტერიტორიებს ეცნობა.
რას დაეძებდა აქილევსის მყესისა და ფანტომური ტკივილის ნათლია ფილიპ ვან ვერჰაიენი? რა არის კონტუიცია? რას ნიშნავს ΚΑΙΡΙΌΣ? იქნებ ტკივილი ვინმესთვის ღმერთია? ამ და სხვა მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს რომანში იპოვით,
თუკი მასში იმოგზაურებთ. ვფიქრობთ, ის საუკეთესო გზამკვლევია.
რომანისთვის „დაუდგომელნი“ 2008 წელს ავტორს გადაეცა ლიტერატურული პრემია „ნიკე“, ხოლო 2018 წელს – „ბუკერი“.
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
35.95
ომის ლექსიკონი
ავტორი: ოსტაპ სლივინსკი
როდესაც ომი იწყება, სიტყვები ზედმეტი ხდება – მოქმედებაა საჭირო. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სიტყვებიც შეიცვალა, დაიშალა, ახალი მნიშვნელობა და ჟღერადობა შეიძინა. #словниквійни მოსმენილი და განცდილი ისტორიების ფრაგმენტებით დაიწყო და გახდა გზა მძიმე დანაკარგებისა და შეუქცევადობის, ტკივილისა და გამარჯვების რწმენის აღსაბეჭდად.
ოსტაპ სლივინსკიმ გულმოდგინედ შეაგროვა დოკუმენტური მასალა და ახალი ფორმა მისცა მას. იმ ადამიანთა შორის, ვისი ხმაც ისმის „ომის ლექსიკონში“, არიან ისინი, ვინც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გაურკვევლობის წყვდიადში გადასულიყვნენ; მოხალისეები და მედიკოსები; ჯარისკაცები; სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვანები – ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ საერთო განცდებით და ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ომმა შეცვალა.
წიგნი გაფორმებულია კატერინა ჰორდიენკოს ილუსტრაციებით.
უკრაინულიდან თარგმნა თამთა გუგუშვილმა
წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.
29.95
პინგვინი
ავტორი: ანდრეი კურკოვი
ანდრეი კურკოვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე უკრაინელი ავტორია. მისი რომანი „პინგვინი“ 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
როცა ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ხარ და რომანების ნაცვლად ნეკროლოგებს აცხობ, რომლებშიც საკმაოდ სარფიანად გიხდიან, უნდა მიხვდე, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. შეუძლებელია, სიკვდილის შეტყობინების ტექსტებს წინასწარ, მათ სიცოცხლეშივე უთხზავდე ცნობილ და გავლენიან ადამიანებს, მერე ეს წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით ხდებოდეს და ისე არხეინად განაგრძობდე ცხოვრებას, თითქოს ამაში შავი ძალის, ჩრდილოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ყოვლისშემძლე არსებების ხელი არ ერიოს, თითქოს უწყინარი საქმით იყო გართული, არავისთან და არაფრით დაკავშირებული, და როცა მოგესურვება, საქმიდან ადვილად გასვლა შეგეძლოს...
როცა შენს გონებაში შეთხზულ თუ რეალურად არსებულ ძალებს ნიშანში ჰყავხართ ამოღებული და არ იცი, როდის და სად წამოგეწევა სიკვდილი, ალბათ ძნელი აღარ არის, საკუთარ ავატარად გარდაქმნილ პინგვინში აგერიოს თავი, და მარადიული ყინულებისა და გაუსაძლისი სიცივეების ქვეყანაში ცხოველი კი არ გაგზავნო დაჯავშნილი თვითმფრინავით, არამედ თავად იქცე პინგვინად და გაუყვე გზას, რომელიც უკან შეიძლება აღარც დაბრუნდეს...
ახალგაზრდა მწერლის, ვიქტორ ზოლოტარიოვის ამ უცნაურ დაპირისპირებას საკუთარ ბედთან, შავი იუმორისა და სატირის ელემენტებით გაჟღენთილს, დიდიხანია, ევროპელმა ლიტერატორებმა უწოდეს ტექსტი, რომელმაც რუსულენოვანი ლიტერატურა გამოაცოცხლა პოსტსაბჭოური ხანდაზმულობის შემდეგ.
რუსულიდან თარგმნა სერგო წურწუმიამ
27.95
ცის საფარქვეშ
ავტორი: პოლ ბოულზი
მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი
რადგანაც არ ვიცით, როდის მოვკვდებით, ცხოვრებას, როგორც უძირო ჭას, ისე ვუყურებთ. არადა ყველაფერი განსაზღვრული ოდენობით ხდება, და ძალიან მცირე ოდენობით, მართლა. კიდევ რამდენჯერ გაგახსენდება ის შუადღე ბავშვობიდან, რომელიც შენს არსებობაში ისე ღრმად ჩაბუდებულა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოგიდგენია? ოთხჯერ? ხუთჯერ? თუ მაგდენჯერაც არა? კიდევ რამდენჯერ შეძლებ უყურო სავსე მთვარის ამოსვლას? ალბათ ოცჯერ? და მაინც რა უსასრულოდ გვეჩვენება!"
„ცის საფარქვეშ“ ამერიკული ბიტ-თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის, პოლ ბოულზის პირველი რომანია. ეს არის ტექსტი გაუცხოებაზე, როდესაც ახალი ეგზისტენციალური რეალობა ისე ამძიმებს და ანადგურებს ადამიანს, რომ ის უუცხოვდება არა მხოლოდ გარემოს, არამედ თავის შინაგან სამყაროს, საყვარელ ადამიანებსა და სხეულსაც კი. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰარაში ვითარდება. სამი ახალგაზრდა ამერიკელის მოგზაურობა, რომელიც შთაგონებითა და ახალი კულტურის შეცნობით უნდა იყოს სავსე, უცნაურ გეზს იღებს – საჰარა მოგზაურებს მტრულად დაუხვდება და ისეთ თავგადასავალში ხვევს, რომლებთან გასამკლავებლადაც პერსონაჟებს უჭირთ საჭირო ძალის გამონახვა.
მიუხედავად იმ ბევრი სირთულისა რაც ბოულზსა და მის რომანს ხვდა წილად, „ცის საფარქვეშ" მაინც შემორჩა ლიტერატურის ისტორიას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი. TIME Magazine-მა ის ბოლო ასწლეულში დაწერილ ას საუკეთესო რომანის სიაში შეიყვანა.
მრავალწლიანი უარის შემდეგ, ბოულზი საბოლოოდ დათანხმდა რომანის კინო-ადაპტაციას, და ფილმის გადაღების უფლება ბერნარდო ბერტოლუჩის მისცა. ფილმისთვის მელოდიები რიუიჩი საკამოტომ დაწერა, რომელმაც წლების შემდეგაც გააგრძელა ბოულზის ამ რომანის გავლენით მუსიკის შექმნა
34.95