ზელენსკი უგრიმოდ
29
ავტორი: სერგი რუდენკო
ცნობილი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის,სერგი რუდენკოს წიგნი „ზელენსკი უგრიმოდ“ უკრაინის პრეზიდენტის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური ბიოგრაფიაა.წიგნის ავტორი უაღრესად საინტერესოდ,გულახდილად გვიყვება ხელისუფლების სათავეში პოლიტიკისგან თითქოს შორს მდგომი ადამიანის მოსვლის ამბავს,მოგვითხრობს არა მხოლოდ ზელენსკის 2019 წლის ტრიუმფზე,არამედ მის არაერთ მარცხზეც.ეს არის ამბავი ადამიანისა,რომელიც ყოველგვარი სათანადო გამოცდილებისა და შესაბამისი ცოდნის გარეშე,უკრაინელებს ქვეყნის შეცვლას დაჰპირდა.
- გამომცემლობა
- სიესტა
- ფასი
- 29
- წონა
- 0.495
- ნანახია
- 404
მსგავსი პროდუქტები
უკრაინული დღეები
ავტორი: ბექა ქურხული
„ბექა ქურხულის „უკრაინული დღეები“ ომის დღიურია, სრულიად ახალი, ძალიან ვრცელი, აღსავსე შთაბეჭდილებებით, პეიზაჟებით, მოვლენებებითა და ადამიანებით. გამაოგნებელია, რომ ეს ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში გვერდიგვერდ თანაარსებობს – ჩემი შვილების წალკოტი ლვოვში და ბომბსაფარები დნეპრში, მარადიული სიწმინდეები კიევში და დაბომბილი მარიუპოლი...
კითხულობ და ტკივილამდე გეცოდება ყველა და ყველაფერი: ადამიანთა განადგურებული სახლები, დასახიჩრებული სიცოცხლეები, დამახინჯებული მეხსიერება... თავად მიწაც გეცოდება, ღრმა ღრმულებისგან შელახული. აცნობიერებ, რომ სხვა გამოსავალი არაა, აქ და ახლა უნდა იომო, რადგან, როგორც ავტორი წერს, „მონსტრისგან თავის დაღწევის ასეთი შანსი არც საქართველოს და შეიძლება არც მთელ მსოფლიოს აღარც ჰქონდეს“. აუცილებელია ბრძოლა – ყველასი ერთად, მთელი მსოფლიოსი, შეთანხმებულად. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლე ჩვენს ომზე. გმადლობ, მეგობარო, მართალი და გულიდან წამოსული სიტყვისთვის“, – ნატალია ტროხიმი.
„წიგნი ეძღვნება უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულ (ჯაბა) ხოფერიას (1997-2022) და ყველა ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას“.
20.9
გზავნილი უკრაინიდან
ავტორი: ვოლოდიმირ ზელენსკი
ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ
ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთისთვის საყვარელი ადამიანები კვლავაც ერთად იქნებიან. ჩვენი დროშა ისევ აღიმართება ოკუპირებულ ქალაქებში. ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდება და ისევ გვექნება მშვიდობა. სამყარო შავ-თეთრ ფერებში აღარ იოცნებებს. ის მხოლოდ ლურჯ და ყვითელ ფერებში იოცნებებს.“
ეს წიგნი, რომელიც აერთიანებს ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებოდ ამ წიგნისთვის შექმნილ წინათქმას და მის ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლებს, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი უკრაინის ისტორიაა. ეს იმ ერის ისტორიაა, რომელიც გმირულად იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან. და იმ ხალხის ამბავი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში წინ რომ მიუძღვის სამყაროს. ყველაზე მეტად კი ეს არის საბრძოლო ყიჟინა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ფეხზე წამოვდგეთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. როდისღა, თუ არა დღეს?
29.95
ვოლოდიმირ ზელენსკი გმირის ტყავში
ავტორი: რეჟის ჟანტე-სტეფან სიოანი
მთარგმნელი: მაკა კასრაძე
2022 წლის 24 თებერვალს დილის ექვსი საათიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ხაკისფერ მაისურში, ტაქტიკურ შარვალსა და ქურთუკში ვხედავთ. განადგურების საფრთხის მიუხედავად, ის ბანკოვაზე, უკრაინის დედაქალაქის, კიივის შუაგულში პრეზიდენტის რეზიდენციაში რჩება. ამ შენობის პომპეზური ელფერი სიურრეალისტური გახდა - ფანჯრებზე აფარებულია ქვიშით სავსე ტომრები, დაცვის ბიჭებმა კი კოსტიუმები ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით შეცვალეს.
შენობის ჰოლში წვერგაუპარსავი პრეზიდენტი ზელენსკი საერთაშორისო პრესას ინტერვიუებს კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი აძლევს. კაცი, რომელიც ქვეყანას 2019 წლიდან ჩაუდგა სათავეში, სწორედ ამ შენობაში გადაიქცა მხედარმთავრად, მთელი ერის გმირობისა და წინააღმდეგობის განსახიერებად; ერისა, რომელიც საკუთარი თავისუფლებისათვის ულმობელ ბრძოლაში ჩაება და სასიკვდილოდ გადადო თავი.
თუმცა ყოფილი მსახიობი და ტელეწამყავანი ამ როლისთვის არ იყო განკუთვნილი. ვინ არის კაცი, რომელიც პოლიტიკაში შეიჭრა და რომელზეც ნაწილობრივ დამოკიდებულია ევროპის ბედი? ამ წიგნის ორივე ავტორი შესაძლებლობას გვიქმნის, გავიცნოთ უშუალოდ ადგილზე, ახლო მანძლიდან დანახული ეს უჩვეულო პერსონაჟი.
რეჟის ჟანტე - პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტი, RFI-ის, France 24-ისა და Le Figaro-ს კორესპონდენტი. იგი 20 წელიწადზე მეტია საქართველოში ცხოვრობს.
სტეფან სიოანი - 2013 წლიდან Libération-ის, Le Temp-ისა და RFI-ის კორესპონდენტი, იკვლევს ზელენსკის ფენომენის აღმასვლას და აშუქებს რუსულ-უკრაინულ ომს.
17.95