ვეფხისტყაოსანი
70
ავტორი: შოთა რუსთაველი
წინამდებარე გამოცემა აბსტრაქციონისტი მხატვრის,გივი ვაშაკიძის ილუსტრაციებითაა დახუნძლული.მხატვარმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაამჟღავნა ნატვრა,რომ რუსთაველის შედევრი ოდესმე მისი ილუსტრაციებით დაბეჭდილიყო.სამწუხაროდ,გივი ვაშაკიძე ისე გარდაიცვალა,რომ არათუ გამოცემას,თავისი შედევრების გამოფენასაც ვერ მოესწრო.მხატვარს თითოეულ ილუსტრაციაზე თავისი ხელით აქვს მიწერილი პოემის ის სტროფები, რომლებიც ამ ილუსტრაცის განმარტავს.თუმცა არის ილუსტრაციები განმარტების გარეშეც.ისინი წიგნის ბოლოშია წარმოდგენილი.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 70
- ნანახია
- 46
მსგავსი პროდუქტები
ვეფხისტყაოსანი (საკოლექციო)
შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემის გამორჩეული საკოლექციო გამოცემა პალიტრა L- ის საკოლექციო გამოცემების სერიის ფარგლებში გამოიცა. ტექსტი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
14.95
ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი
ილუსტრატორი: ნინო ჩიტაიშვილი
რთულია ბავშვს სწორად დაანახო ორაზროვანი, ხატოვანი თხრობის მიღმა დამალული რეალური სათქმელი. თუმცა მნიშვნელოვანია, ბავშვი სწორედ ადრეული ასაკიდან ეზიაროს მთავარ ადამიანურ ღირებულებებს. ეს წიგნი არის მარტივი, საბავშვო ენით მოთხრობილი რუსთველისეული „ვეფხისტყაოსნის“ ამბავი. ამბავი ნამდვილი მეგობრობის, სიყვარულისა და გმირობის შესახებ, რომელიც გაფორმებულია ქართული, მინიატურების სტილში შესრულებული მშვენიერი ილუსტრაციებით, რაც მთელ ამ ამბავს ბავშვებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
14.9
ვეფხისტყაოსანზე
ყველა კულტურას თავისი ლიტერატურული ქვაკუთხედი გააჩნია. საქართველოსთვის ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომლის თითოეული სტროფი ცხოვრებისეულ გაკვეთილს წარმოადგენს. იგი გმირების თავგადასავალია, სადაც პერსონაჟები გვევლინებიან, როგორც სამაგალითო მეგობრები, მიჯნურები და ზოგადად, სამაგალითო ადამიანები.
წინამდებარე წიგნიც ერთგვარი თავგადასავალია – თავგადასავალი „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში. ამ წიგნში შეხვდებით რჩევებს, მაგალითად, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ეს პოემა (მანანა თანდაშვილის სტატია), რა ფსიქოლოგიური სიღრმეები იმალება პერსონაჟთა ქცევებსა თუ სიტყვებში (რეზო კორინთელის სტატია). ზურაბ კიკნაძის სტატიაში საშუალება გექნებათ გაიაზროთ თუ რა სიმბოლოები გვხვდება რუსთაველის პოემაში. ლევან გიგინეიშვილის, ნანა ჩაჩუასა და ანდრო დგებუაძის სტატიებში გაეცნობით ეპოსის ფილოსოფიურ მხარეებს.
„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების მსგავსად თანამედროვეობაშიც შეიძლება წერდნენ წერილებსა და დღიურებს, სწორედ ასეთია აკა მორჩილაძის დღიურები თავად „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. აგრეთვე, წიგნში ერთ-ერთი სტატიის სახით შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ დათო ტურაშვილის მიერ აღქმულ „ვეფხისტყაოსანს“.
დასასრულ, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ობიექტურად ღირებული ტექსტია, ყოველთვის შესაძლებელია აღიქმებოდეს სუბიექტურად, ყველას შეუძლია დაინახოს ეს პოემა თავისი გადმოსახედიდან. წინამდებარე წიგნში სწორედ რამდენიმე ავტორის თვალით დანახულ პოემას გაეცნობით.
კრებულის თემები და ავტორები:
ზურაბ კიკნაძე – „ვეფხისტყაოსნის“ ორი სამეფო და ისტორიის დასასრული
აკა მორჩილაძე – დღიურები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ
ლევან გიგინეიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ იერარქია
რეზო კორინთელი – სიღრმის ფსიქოლოგია „ვეფხისტყაოსანში“
ანდრო დგებუაძე – „ვეფხისტყაოსანი“, როგორც აზროვნების გზაჯვარედინი
დათო ტურაშვილი – ჩემი „ვეფხისტყაოსანი“
ნანა ჩაჩუა – სამყაროს უნივერსალური პრინციპი ანუ ფატმანი და…
მანანა თანდაშვილი – როგორ წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“
საგამომცემლო ჯგუფი:
დაჩი ფაჩულია, გურამ მეგრელიშვილი, მარიამ შუბლაძე
28