ეს არის მარკეტინგი
16.95
ავტორი: სეთ გოდინი
შესაძლოა ასეთ შანსს ელოდი: რაღაც მნიშვნელოვანი შესთავაზო ადამიანებს - ის, რაც აინტერესებთ და რაშიც მზად არიან, ფულიც გადაიხადონ, მერე კი ამაზე სხვებსაც ელაპარაკონ. გამორჩეული მაშინ შეგიძლია გახდე, თუკი მიაგნებ და გაუგებ ადამიანებს, რომლებზეც გავლენის მოხდენა გსურს. როცა მათ მოზიდვას მოახერხებ, ისინი სიხარულით მოსდებენ ქვეყანას ამბავს შენზე.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 438
მსგავსი პროდუქტები
HBR-ის გზამკვლვევი-შენი ბიზნესკეისის ასაგებად
გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის ამაღლების წახალისება შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის გასახორციელებლად? როგორ და ისეთი ბიზნესკეისი უნდა შეადგინო, რომელიც შენი იდეის ღირებულებას სრულად წარმოაჩენს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები. ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს.
პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინის „HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად“ გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს. ისწავლი, როგორ:
ახსნა, როგორ წაადგება შენი იდეა ბიზნესს
მოარგო შენი კეისი სტრატეგიულ მიზნებს
შექმნა გუნდი, რომელიც წარმატებით შეძლებს შენი იდეის ფორმირებასა და გამოცდას
გამოითვალო უკუგება ინვესტიციაზე
გააანალიზო რისკები და პერსპექტივები
წარუდგინო შენი კეისი დაინტერესებულ მხარეებს
პროექტის მართვის პროფესიონალი რეიმონდ შინი საკონსულტაციო კომპანია „პროდაქტ ენდ პროცეს ინოვეიშენის“ პრეზიდენიტია, რომლის საქმიანობაც პროექტის მართვას, პროდუქტის განვითარებასა და პროცესის გაუმჯობესებას მოიცავს. ემი გალო „ჰარვარდის ბიზნეს რევიუს“ მოწვეული რედაქტორი და „HBR-ის გზამკვლევი სამუშაო სივრცეში კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ავტორია.
22.95
ბიზნესმოდელების ნავიგატორი
ავტორი: გასმანი ოლივერ; ფრანკერბერგერი კაროლინ; ცზიკი მიქაელა
სერია: ლურჯი ოკეანე
მსოფლიოში ძლიერი, სტაბილური და მაღალის დონის კომპანიების წარმატების განმსაზღვრელი, ძირითადად, ის 55 ბიზნესმოდელია, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი. კომპანიის ტრანსფორმაციის, წარმატებული ცვლილებებისა თუ სერიოზული შედეგების მიღწევის ძირითად პრინციპებს სწორედ "ბიზნესმოდელების ნავიგატორში" გაეცნობით.
17.95
გიყვარდეს ის, რაც არის
ავტორი: ბაირონ ქეითი
რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით.სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.
24.95
იდეიდან პირველ მილიონამდე
ავტორი: გაი კავასაკი
გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა.
14.95
REWork - ბიზნესი ცრურწმენების გარეშე
ავტორი:
ჯეისონ ფრაიდი
წაიკითხეთ ეს წიგნი და გაიგებთ, რატომაა გეგმები საქმისთვის საზიანო, რატომ არ გჭირდებათ გარეინვესტორები და რატომ უნდა უგულებელყოთ კონკურენცია. REWork-ი წარმოადგენს შესანიშნავ სახელმძღვანელოს მათთვის, ვისაც ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებაზე უოცნებია.
16.95