გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია
11.9
ავტორი:თამრი ფხაკაძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ერთ წვიმიან დღეს გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას ქოხთან თვით მეფე ბუთხუზ პირველმა ჩამოიარა ეტლით. მარსიამ ის შინ შეიპატიჟა, მაგრამ დაუდევარ ჯადოქარს წვიმაში გალუმპული მეფის გაშრობის წესი შეეშალა და…
ის დღე იყო და ის დღე – მეფე ბუთხუზი სამეფოში აღარავის უნახავს.
ამის შემდეგ ნამდვილად არნახული და საოცარი ამბები დატრიალდა ტყესა თუ სასახლეში. ვინღა არ ეძებს გაუჩინარებულ მეფეს: ვეზირები თუ მინისტრები, გუშაგები თუ ვარსკვლავთმრიცხველები, მზარეულები თუ დალაქები, მრჩევლები, დამნიავებლები, საიდუმლოთუხუცესი და კიდევ რაღაცათუხუცესები…
წაიკითხე მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს მხიარული ზღაპარი და გაერთე მის არაჩვეულებრივ გმირებთან ერთად.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 11.9
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 627
მსგავსი პროდუქტები
ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
ავტორი: ჯანი როდარი
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
„ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი.
ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ…~
ჯელსომინო-ბიჭი ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე გამეფებულა და უბრძანებია, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო! აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ. ამ ქვეყნის გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ერქვა, რომელშიც ყველა ახალი ამბავი იწერებოდა, ოღონდ – სულ პირიქით. ერთხელაც აქაურმა ხელმწიფემ სხვა ქვეყნის მეფეს ომი გამოუცხადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრძოლის ნაცვლად, საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. რას ვიზამთ, ეს ხომ ცრუთა ქვეყანა იყო!
11.9
ვაფლის გულები
ავტორი: მარია ფარი
მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…
9.9
ატუსა და მატუსა
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
აბა, თუ მიხვდები, ვინ არ არიან ატუსა და მატუსა?
ყველაზე ცელქი ტყუპები, რომლებსაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები – მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი – ცხენად, ხოლო კარადა – ციხესიმაგრედ; ასევე, შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ.
ონავარი ტყუპებისა და მათი საყვარელი ბებია-ბაბუის მხიარულ, კეთილ ამბებს თანამედროვე ქართველი ავტორის, ლელა ცუცქირიძის წიგნში წაიკითხავთ.
8.9
ლოტა აურზაურის ქუჩიდან
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
პატარა ლოტა თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად სინამდვილეში აურზაურის კი არა, მექოთნეების ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ქუჩას ასე ლოტას მამა ეძახის, რადგან მიაჩნია, რომ თავისი შვილების გამო აქ სულ აურზაურია. ლოტა მართლაც რომ ერთი `აურზაურა~ გოგოა – ჯერ სკოლაშიც არ დადის, მაგრამ უკვე მარტო ცხოვრებაზე ფიქრობს და ბინასაც კი პოულობს.
გაიცანით ჯიუტი და ონავარი ლოტა, რომელიც ხშირად და-ძმასაც და დედიკოსაც აბრაზებს, მაგრამ მაინც ძალიან გულკეთილი და საყვარელი გოგოა.
8.9