ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ (წიგნი I)
20
ავტორი : ოშო
მთარგმნელი : ოლიკო ცისკარიშვილი
ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“ საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. მთარგმნელის აზრით, ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს, მხოლოდ ის ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. „მხოლოდ მას შეუძლიათ ამ წიგნის გაგება, ისევე, როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნსაც ბევრი, თუმცა რომ გაიგოს და გაიაზროს ამ წიგნის შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია: ძალიან ნაკითხი უნდა იყოს. – ამბობს წიგნის მთარგმნელი ოლიკო ცისკარიშვილი.
- გამომცემლობა
- ჩემი გამომცემლობა
- ფასი
- 20
- წონა
- 0.369
- ნანახია
- 285
მსგავსი პროდუქტები
სიყვარულის ძალა
ავტორი: ოშო
მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე
ავტორი, თავის წიგნში – „სიყვარულის ძალა“ განიხილავს სიყვარულის მნიშვნელობას, მის სხვადასხვა გამოვლინებას. ის მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა არის შეყვარება, მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ ცოდნა არ აქვთ. სახელმწიფო, საზოგადოება, რელიგია ადამიანს იძულებულს ხდის ჩარჩოში მოაქციოს როგორც აზროვნება, ასევე გრძნობები, რის შედეგადაც, სიყვარული გახდა ინსტიტუციონალური.
ადამიანს სიყვარულის უნარი დაბადებიდან გააჩნია, მაგრამ ის სახელმწიფოსა და რელიგიური ჯგუფების უარყოფითი გავლენის მეშვეობით, თავის ნამდვილ არსს ჩამოშორდა, რის გამოც, ის არა სასიამოვნო გრძნობა, არამედ მტკივნეული და მტანჯველი გახდა.
ამ წიგნით, ოშო გვასწავლის თუ როგორ ვიპოვოთ სიყვარული და რა გზებს უნდა მივმართოთ ამისთვის; რა უნდა გააკეთონ ქორწინებაში მყოფმა ადამიანებმა იმისათვის, რომ გადალახონ ურთიერთობაში არსებული დაბრკოლებები; როგორ უნდა მივაღწიოთ ჰარმონიას და როგორ უნდა აყვავდეს ნამდვილი სიყვარული საკუთარ თავთან, ან სხვათა ურთიერთობებთან მიმართებაში.
26
ოშო ძენ ტარო
ძენის ფრანსცენდენტური თამაში
როდესაც ეჭვები გვიჩნდება და ბევრი ცხოვრებისეული მოვლენა გაურკვეველია. წყაროს ვეძებთ. ვკითხულობთ რა მოხდება მომავალში? როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქვს როგორ იცხოვრებენ ჩემი შვილები? რა მოხდება თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ და არა სხვას? ტრადიციული ტარო ხშირად ამ კითხვების საპასუხოდ გამოიყენება - იმისთვის, რომ დავიკმაყოფილოთ წარსულისა და მომავლის გაგების მოთხოვნილება. ოშო ძენ ტაროს კარტი ამის ნაცვლად გთავაზობთ აქ და ახლა მომენტის გასაღებს. ეს სისტემა ძენის უნიკალურ სიბრძენს ეფუძნება - რომელიც გადმოგვცემს, რომ გარეგნული სამყაროს მოვლენები ჩვენი შინაგანი ფიქრებისა და შეგრძნებების ანარეკლია ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვერ ვაცნობიერებდეთ ამ ფიქრებისა და ემოციების ბუნებას. მაგრამ ეს დასტა გვეხმარება ხედვა გარესამყაროდან შინაგან სამყაროზე გადავიტანოთ, რომ გავიგოთ და ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ჩვენს გულში ხდება. კარტებზე დატანილი გონების სხვადასხვა მდგომარეობებისა და განპირობებების თანამედროვე გამოსახულებები შესაძლებლობას მოგცემენ განიცადოთ სიღრმისეული ტრანსოფრმაციები, ხოლო თანდართული წიგნი, რომელიც შედგენილია ძენისთვის დამახასიათებელი, მარტივი, პირდაპირი, დამიწებული და უბრალო ენით. შესაძლებლობას მოგცემთ გაიგოთ და განმარტოთ თითოეული გამოსა- ხულება. დასურათებულია დევა პადმას მიერ
69
ბუდა: გულის სიცარიელე
ავტორი:ოშო
მთარგმნელი : ოლიკო ცისკარიშვილი
ოშო რაჯნიშის წიგნი „ბუდა: გულის სიცარიელე“ თარგმნა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა, მისი რედაქტორია ინგა გამსახურდიშვილი. „ბუდა: გულის სიცარიელე“ საუბრები ჩატარდა რაჯნიშის საერთაშორისო მისტიციზმის უნივერსიტეტის მიერ გაუტამა ბუდას აუდიტორიაში.
პუნაში, ინდოეთი 8-15 სექტემბერი, 1988 წელს. რედაქტორი კი ამ წიგნზე წერს: „ვინ ხარ შენ, ადამიანო, რას წარმოადგენ ამ უკიდეგანო და ამოუცნობ სამყაროში, რა ფუნქცია გაკისრია და ხარ თუ არა თავისუფალი... ამ ურთულეს კითხვებზე პასუხი ინდივიდუალური და აბსოლუტურად განსხვავებულია. ძალიან რთული აღმოჩნდა წიგნზე მუშაობა, თუმცა რთულზე მეტად – საინტერესო. მან სულ სხვაგვარად დამანახა პიროვნული სრულყოფის გზა. იმედია, საკუთარი არსის შეცნობასა და აღმოჩენაში ეს წიგნი მკითხველსაც დაეხმარება“.
20
ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ (წიგნი I)
ავტორი : ოშო
მთარგმნელი : ოლიკო ცისკარიშვილი
ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“ საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. მთარგმნელის აზრით, ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს, მხოლოდ ის ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. „მხოლოდ მას შეუძლიათ ამ წიგნის გაგება, ისევე, როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნსაც ბევრი, თუმცა რომ გაიგოს და გაიაზროს ამ წიგნის შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია: ძალიან ნაკითხი უნდა იყოს. – ამბობს წიგნის მთარგმნელი ოლიკო ცისკარიშვილი.
20