ბნელი კოშკი #7
32.95
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
სერია: პორტალი
"„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. მეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა. თავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს? „ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 32.95
- წონა
- 0.899
- ნანახია
- 534
მსგავსი პროდუქტები
ექიმი ძილი
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
გამომცემლობა: პალიტრა ლ
ეს დენი ტორანსის ამბავია. დენი „მანათობელი“ ბიჭუნაა სასტუმრო „ოვერლუკიდან“... ახლა ის ზრდასრულია და თითქოს უკან ჩამოუტოვებია სასტუმროსა და მამასთან დაკავშირებული უცნაური და უსიამოვნო წარსული, თუმცა, ბედის ირონიით, მამის გზის გამგრძელებლის „ტვირთი“ დასწოლია - სვამს და ლოთობის მორევში იძირება. მაგრამ უცებ რაღაც ხდება, კინგისეულად შთამბეჭდავი, მოულოდნელობის ეფექტებით გაჯერებული ამბავი, რომელიც ელვისებურად იჭრება დენის ცხოვრებაში. ამ მოულოდნელობის მიზეზი კი პატარა გოგონა აბრაა, რომელიც უცნაური თვისება-უნარებით გამორჩეული, კიდევ ერთი „მანათობელია“... აბრას კი „უკავშირდება“ სექტისებური უცნაური დაჯგუფება, რომელიც სწორედ „ნათების“ მქონე ბავშვების სულებით იკვებება. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო – „დიდი რბოლა“… „ექიმი ძილის“ მისტიკით, თრილერის, ფენტეზისა თუ საშინელაბათა ჟანრის ელემნტებით გაჯერებული შოკის მომგვრელი ამბავი.
23.95
ნათება
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ლალი გოგაძე
გამომცემლობა: პალიტრა ლ
"ჯეკ ტორანსი ახალ სამსახურს იწყებს სასტუმრო „ოვერლუკში“ - ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის შანსია ახალი ცხოვრების დასაწყებად და ასეც არის: ეს შესანიშნავი ადგილია... იდილიური გერემო მომავლის საინტერესო პერსპექტივით. მაგრამ იქნებ ეს იდილია მოჩვენებითია? იქნებ სასტუმროს კედლების მიღმა რაღაც იდუმალება იმალება? ასეც არის: იდილია ირღვევა; ნელ-ნელა რაღაც ხდება... ჯერ რაღაც გაურკვევლობა ჩნდება; მერე - გაუცხოება. ყველაფერი იცვლება... ჯეკიც იცვლება... ოჯახური ურთიერთობები საშიშ ზღვარს უახლოვდება... ახლა „ოვერლუკს“ უცნაური უფრო ეთქმის. ასეც არის: სასტუმროში ვიღაცები არიან. აქ ოდესღაც ბოროტი ძალა არსებობდა. ეს უკვე იყო. ახლა კი ყველაფერი მეორდება. მთავარ გმირებს წარსულის პერსონაჟები ეცხადებიან და... იწყება ნათება! "
23.95
ჩონჩხების გუნდი
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
"სანამ სტივენ კინგი გსტუმრობთ, თავგადასავლებისთვის იყავით მზად! დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გიმზადებთ _ ათას მახეს დაგიგებთ და ათას განსაცდელს დაგატეხთ თავს! ნისლიდან თუ გამოაღწევთ, არ იფიქროთ, რომ გადარჩით, ნურც ის გეგონებათ, რომ დასაქოქი მაიმუნი გაფუჭდა, რადგან ის მხოლოდ მაშინ არ მუშაობს, როცა თვითონ უნდა, რომ გაფუჭებული იყოს. მისის ტოდის მოკლე მარშრუტსაც ნუ აირჩევთ, ერიდეთ საჰაერო ხომალდსაც _ ის მალე ციდან ჩამოვარდება... მოკლედ, მშვიდად ვერ იქნებით, სანამ წიგნი გადაშლილია, სანამ ნისლი არ გაფანტულა და სანამ სუპერმარკეტში თავშეფარებულმა ხალხმა არ იცის, რა ელოდება!"
24.95