santaesperanza
ბიტლზი
ბიტლზი

ბიტლზი


22.9

ავტორი: ტერი ბაროუზი

ბიტლზი დღიდან დღემდე ასახავს ჯგუფის განუმეორებელ მიღწევებსა და თანამედროვე კულტურაში შეტანილ წვლილს. ზუსტი ქრონოლოგია მიჰყვება ლეგენდარული ოთხეულის ცხოვრების დეტალებს:  მათი ბავშვობიდან _ პირველ კონცერტებამდე, ბიტლომანიიდან _ გვიანდელ, სრულყოფილ ალბომებამდე.

 

წიგნი დასურათებულია ჯგუფის ნაკლებად ცნობილი ფოტოებით და თან ახლავს ჩანართები, რომლებიც „ბიტლზის“ გარემოცვის, მათი დროისა და იმ ხელოვანთა შესახებ მოგვითხრობს, გავლენა რომ იქონიეს ჯგუფზე. ამგვარად, წიგნში მუსიკის ისტორიის ამ ეპოქის  მრავალფეროვანი სურათი წარმოგვიდგება.

 

ტერი ბაროუზი 50-ზე მეტი წიგნის ავტორია, ბევრი მათგანი როკ-მუსიკის შესახებ მოგვითხრობს, მათ შორის ოთხი ცნობილი წიგნი „ბიტლზსა“ და ჯონ ლენონს მიეძღვნა. ბაროუზის ნაწარმოებები შვიდ ენაზე ითარგმნა და ათზე მეტ ქვეყანაში დაიბეჭდა. იგი აქტიურად მოღვაწეობს, როგორც მუსიკოსი, ატარებს აუდიო-ვიზუალურ მუსიკალურ კურსებს და გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი წარმატებული ჩანაწერი.


გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობა
ფასი
22.9
ნანახია
1269
გაზიარება: