ბეტონების იქით
11.95
ავტორი: მათე ბაღაშვილი
"ბეტონების იქით" - „ბეტონების იქით“ ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები ნაწარმოებია და ის გარეუბნელი ბიჭის ამბავს გვიყვება _ მის მეხსიერებაში ჩარჩენილ ყველაზე მძაფრ და მნიშვნელოვან თავგადასავლებს. ამბავი გეტოში ცხოვრების თავისებურებებზე, იქ დამკვიდრებულ სოციალურ-კულტურულ ღირებულებებზეა. შეუცნობლისადმი შიშზეა, აკრძალულ სამყაროზეა, რომლისგანაც ბიჭს ბეტონის გრძელი კედელი ყოფს. და რა ხდება მაშინ, თუ ბუნდოვანების გაფანტვის, კითხვებზე პასუხების მიღების, შიშის დაძლევისა და წარსულის ტყვეობისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ბეტონის კედლის გადალახვას მიიჩნევ?
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.346
- ნანახია
- 169
მსგავსი პროდუქტები
არქიტექტორი
ავტორი: რუსუდან ტყემალაძე
სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი
"არქიტექტორი" - თუ ირღვევა კომბინაცია: არქიტექტურა, ქალი და როკი, ყველაფერი უაზრო ხდება. წიგნის მთავარი გმირი წარმატებული არქიტექტორი იყო; ქალი, „ვისი სახელის ხსენებაც აღარ შეიძლებოდა“, მთავარი გმირის ბედისწერას ცვლის - აჩი კარიერას, სტაბილურ, უშფოთველ ცხოვრებას ემშვიდობება; როკი? როკი რჩება, მაგრამ აჩის ტკივილის, იმედგაცრუების, დეპრესიის გრძელვადიან პერსპექტივას ვერ ცვლის, მხოლოდ ლაიტმოტივად გასდევს მის ცხოვრებას. მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაც „ზრუნავს“ ცვლილებებზე - დგება მომხდარის გადაფასების დრო და ჩნდება მეორე შანსიც. და თუ კომბინაცია - არქიტექტურა, ქალი და როკი - აღდგება, მაშინ ყველაფერი არქიტექტურული სიზუსტით „ამოშენდება“
12.95
ფსკერზე
ავტორი: ანი ბალიაშვილი
"ფსკერზე" - ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია _ მძიმე, ამაღელვებელი, დამაფიქრებელი. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც _ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს _ და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?.. როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს.
11.95