santaesperanza
ჩვენი მეგობარი და მოკავშირე
ჩვენი მეგობარი და მოკავშირე

ჩვენი მეგობარი და მოკავშირე


12.9

ავტორი: ლევან ბერძენიშვილი , ლევან ბრეგაძე, მაია ჭოლაძე, მედეა იმერლიშვილი, ნესტან ნენე კვინიკაძე, ნინო სადღობელაშვილი, როსტომ ჩხეიძე, სოლომონ ცაიშვილი

 

„ძვირფასო მკითხველო, ეს გამოცემა ლოგიკური გაგრძელებაა პუბლიკაციების ციკლისა, რომელიც „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“ ინიციატივით, სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გამომცემლობა „არტანუჯთან“ თანამშრომლობით ბოლო წლების განმავლობაში დაიბეჭდა.

 

2019 წელს მოწადინებულები ვიყავით, ბერტა ფონ ზუტნერის ეპოქალური რომანი „ძირს იარაღი!“ პირველად ქართულ ენაზე თარგმნილიყო, მისი ორიგინალისეული გამოცემიდან საიუბილეო 130-ე წლისთავზე; შემდგომ წლებში ზედიზედ გამოიცა მშვიდობის პირველი ნობელიანტი ქალის მოგონებები „ქართველებთან და საქართველოში“ და მისივე თვალით დანახული და ევროპელებისთვის გაზიარებული „წერილები საქართველოდან“.

 

მოვიდა დრო, ბერტა ფონ ზუტნერის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით ქართული პერსპექტივიდან შეფასებულ და აღიარებულ ავსტრიელ მწერალზე ვისაუბროთ. ეს გამოცემა „ბერტა ფონ ზუტნერი – ჩვენი მეგობარი და მოკავშირე“ იმის მცდელობაა, რომ სრულად გაგვეერთიანებინა ბერტა ფონ ზუტნერზე სხვადასხვა დროს (ზოგიერთი კი საგანგებოდ ამ კრებულისთვის) შექმნილი წერილები და ესეები. ამიტომ წიგნში სრულყოფილად ჩანს ბარონესას პორტრეტი – მწერლის, ქალის, საქართველოს გულშემატკივრის, მშვიდობის მოძრაობის ლიდერის. მისი სიბრძნე და მკვეთრი ანალიზი ომისა და მშვიდობის შესახებ დღემდე აქტუალურია.

 

ეს წიგნი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ მღელვარე ჟამს ბერტა ფონ ზუტნერის ფილოსოფიას, რომ ომები ადამიანებისგან იქმნება, და მშვიდობაც.“ – სალომე ადამია, მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) თავმჯდომარე


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
12.9
ნანახია
132
გაზიარება: