ბელგრადის ბიოგრაფია
11.95
თარგმნა გურამ გოგიაშვილმა
რა არის ის, რაც ბელგრადს, ამ უძველეს ქალაქს, სხვა ქალაქთაგან გამოარჩევს, ან უფრო სწორედ – რის გამოა ის ასე საინტერესო მილორად პავიჩისათვის, გარდა იმისა, რომ მშობლიური ქალაქია და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდიც ამ ქალაქს უკავშირდება?
ამ წიგნში არის ისტორიაც, გროტესკიც, უფრო კი ფარული სევდა და სინანული, რომლითაც გამსჭვალულია თხრობის მანერაც და ცალკეული პასაჟებიც; ამ წიგნში ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია, „ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქისა“, რომელსაც წარსული უფრო აქვს, ვიდრე აწმყო, თუმცა მისი შეცნობა და დანახვა ადამიანურ ძალთა შინაგანი, უხილავი პლასტებითაა შესაძლებელი.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.099
- ნანახია
- 484
მსგავსი პროდუქტები
4 რომანი
ავტორი: მილორად პავიჩი
წიგნში მილორად პავიჩის ოთხი რომანია შესული:
„უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ – რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე.
მთარგმნელები: ელზა და გიორგი მეტრეველები
„შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ თავისებური ლიტერატურული თამაშია – მწერალი თამაშობს სიტყვებით, ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც.
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი.
განსხვავებულია პავიჩის 2004 წელს გამოცემული დეტექტიური რომანის – „უნიკალური ეგზემპლარის“ კომპოზიცია: წიგნს ასი დასასრული აქვს, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, მისთვის სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი გახდება.
მთარგმნელი: სალომე ბენიძე.
თავისი მეუღლისა და შთაგონების წყაროს – იასმინა მიხაილოვიჩისადმი მიძღვნილი „სხვა სხეულის“ მთავარი პერსონაჟი ანა თავის მიჯნურთან ერთად XVIII საუკუნის ვენეციაში ცხოვრობს. ისინი ფერისმცვალებელი ქვის ბეჭდისა და ფეხიანი სასმისის ძირზე წარწერილი უცნაური გამონათქვამის საიდუმლოს გამოცნობას ცდილობენ; თითქმის სამასი წლის შემდეგ სერბი მწერალი და მისი ცოლი ლიზა კვლავ წააწყდებიან ქვის ბეჭდის, გამონათქვამისა და „ღვთისმშობლის ცრემლთა“ გამოცანა-საიდუმლოს.
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი.
44.95
ხაზარული სიტყვის კონა
ავტორი: მილორად პავიჩი
თარგმნა გურამ გოგიაშვილმა
„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არახაზობრივი ტექნიკით დაიწერა ხაზარული სიტყვისკონა (1984), რომლის ქვესათაურიც – რომანი-ლექსიკონი – უმალ მიანიშნებს ამ ნაწარმოების ბუნებას. სიტყვისკონის წაკითხვა შეიძლება ისე, თითქოს ლექსიკონს იყენებდე. ბევრი ვეცადე თუ ცოტა, მაინც მივაღწიე იმას, რომ თითოეული სიტყვა-სტატია გინდ მეორე სიტყვა-სტატიამდე წაეკითხა მკითხველს, გინდ მერე, არცრა დარღვეულიყო. საკითხავიც სწორედ აქ გაჩნდა: სად არის რომანის თავი და სად არის ბოლო?
ეს წიგნი 1984 წელს გამოჩნდა როგორც მამრული, ისე მდედრული ვერსიის სახით, და მკითხველს თავად შეეძლო არჩევა, რომელი ვარიანტი უნდა წაეკითხა. მკითხველები ხშირად მეკითხებოდნენ, მამრულ და მდედრულ ცალეულებს რა განასხვავებს ერთმანეთისგანო. საქმე ის არის, რომ მამრი სოფელ-ქვეყანას თავისი თავის გარეთ გრძნობს, სამყაროშია თვითონ, მდედრს კი თავის თავში დააქვს სამყარო. სწორედ ეს სხვაობა გახდა რომანის მამრული და მდედრული ვარიანტების შექმნის მიზეზი.
კითხვის ახალი, ინტერაქტიული ორგანიზაციის საჭიროება რომ ვიგრძენი, ბუნებრივია, შესატყვისი ნაწარმოებების შექმნის მოთხოვნილებაც გამიჩნდა და როგორც ხაზარულ სიტყვისკონაზე მუშაობისას, ისე მომდევნო ჩემი რომანების წერის დროს სულ იმის ცდაში ვიყავი, რომ ლიტერატურული მერმისის შესახვედრად მევლო“. (ავტორის შესავლიდან).
29.95