აღსარება
18.95
სერია: Magnum Opus
„ჩვენ არ ვიცით, რა დაემართა ტოლსტოის სიკვდილის ჟამს. მის წინაშე, შესაძლოა, ბევრ ისეთ რამეს აეხადა ფარდა, რაც მანამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაფარული იყო. აი, რატომ არ უნდა განვსაჯოთ ის და რატომ უნდა შევუერთდეთ მას ჭეშმარიტებასთან ზიარების წყურვილში. ყველაზე ნაკლებად კი მისი განსჯა შეუძლიათ გარეგნულად ქრისტიანებს, ფარისეველ ქრისტიანებს, რომელთაც ტოლსტოი ამხელს“. (ნიკოლაი ბერდიაევი)
რუსულიდან თარგმნა გია ბერაძემ
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 18.95
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 508
მსგავსი პროდუქტები
ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი
ავტორი: მარკიზ დე სადი
სერია: Magnum Opus
მთრგმნელი: ვალერი ოთხოზორია
„ფილოსოფია ბუდუარში“ XVIII-XIX საუკუნის ყველაზე ეპატაჟური ფრანგი მწერლის, დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადის, იგივე მარკიზ დე სადის (1740-1814) პირველი წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა.
მარკიზ დე სადმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ კულტურაზე: რომანტიკოსებზე, დეკადენტებსა და ნიჰილისტებზე, უფრო მოგვიანებით კი სიურრეალისტებზე, რომლებიც მას „ღვთაებრივ მარკიზს“ უწოდებენ.
მარკიზ დე სადის სახელი გამოიყენა ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა, როცა სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებას სადიზმი უწოდა. დე სადი ქალებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო რამდენჯერმე იჯდა ციხეში და თავისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ გისოსებს მიღმა დაწერა.
„ფილოსოფია ბუდუარში“ 1795 წელს დაიწერა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ რომანში სადი თეორიის (ფილოსოფიის) პრაქტიკად (ეროტიკად), ხოლო პრაქტიკის ფილოსოფიად გარდაქმნას ცდილობს. ესაა, ერთი მხრივ, რომანი სხეულის ამბოხის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიური ტრაქტატი, სადაც ავტორის ხედვაა წარმოდგენილი პიროვნული თავისუფლების, იდენტობის, საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც „პოლიტიკური ცხოველის“, შესახებ. მკითხველისთვის საინტერესოა იმის გააზრება, რომ წიგნის დაწერიდან ორ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ, დიდი ნაწილი იმ ფასეულობებისა, რომლებსაც მარკიზ დე სადი ებრძვის, კვლავ შენარჩუნებულია და მარადიულ ღირებულებებად მიიჩნევა.
15.95
სნობების წიგნი
ავტორი: უილიამ თეკერეი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე; როსტომ ჩხეიძე
სერია: MAGNUM OPUS
არ იკმარებდა უილიამ თეკერეი სნობთა მრავალფეროვანი გალერეის წარმოსახვას თავის რომანებში, განსაკუთრებით მაინც განთქმული „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე; და საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და ჩაუღრმავდებოდა სნობიზმის არსსა და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას ინგლისელი სნობების მაგალითზე – განაზოგადებდა, გაასიმბოლოებდა და განაცხადებდა და მთელი სიგრძე-სიგანითაც გამოხატავდა ამ მოვლენას „სნობების წიგნში“. თან თავსაც რომ არ დაზოგავდა? იმთავითვე აუწყებდა მკითხველს, რომ ამ ყოველივეს ერთი სნობთაგანი ჰყვებოდა...
29.9
დოსტოევსკი და ნიცშე
მთარგმნელი: გია ბერაძე
სერია: Magnum Opus
„დოსტოევსკი და ნიცშე“ ლევ შესტოვის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია. ფილოსოფოსის ნაშრომებს შორის ის მკითხველების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. წიგნი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ბევრჯერაა გამოცემული. შესტოვი, ტრადიციული ფილოსოფიის გადაფასებით, მოითხოვს ყურადღება სამყაროდან სუბიექტზე იქნას გადატანილი. ის მუდმივად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და მისი აზრები ერთგვარად პარადოქსული ჩანს, მაგრამ მას სჯერა, რომ თვით ცხოვრებაა პარადოქსული და მისი ჩაწვდომა ლოგიკური და რაციონალური გზით შეუძლებელია.
15.95