santaesperanza
აიას გზა
აიას გზა

აიას გზა


19.9

ავტორი: ნატო დავითაშვილი

 

„ყველაზე ფერადი თევზებიც კი მარტო წყალშია ლამაზი. არის ტექსტები, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში განსაკუთრებულად აღიქმება. ნატო დავითაშვილის წიგნებს არც ნათურა უხდება, არც ქალაქის ხმაური, ღამე, სანთლის შუქზე უნდა იკითხო, არსად უნდა გეჩქარებოდეს – წინ დიდი გზაა, საუკუნეებს, ათასწლეულებს უნდა გადაახტე და იმ ადამიანებამდე მიხვიდე, რომლებიც პირველყოფილ მისტიკასთან ერთად ცხოვრობდნენ.

 

„აიას გზა“ ასეთი წიგნია, უკან დაბრუნების წიგნი. ძალიან ძნელია აღწერო თაობა, რომელსაც არათუ შენ, არამედ შენამდე ათი საუკუნით ადრე დაბადებული ხალხიც კი არ მოსწრებია. რანაირები იყვნენ ისინი? რას ამბობდნენ? როგორ ამბობდნენ? ზუსტად ეს არასდროს გვეცოდინება, დაახლოებით კი მხოლოდ ფენტეზის მწერალმა შეიძლება წარმოიდგინოს.

 

„აიას გზა“ იმ ეპოქაზეა, როდესაც ადამიანების გარშემო სამყარო ჩვეულებრივ კანონებს აღარ ემორჩილება. მოწამლული მიწის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები სტიქიას და საკუთარ ბედისწერას ებრძვიან (რა თქმა უნდა, იმარჯვებენ! რომ არ გაემარჯვათ, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით). ცეცხლოვანი ზღვა; მდინარე-მოჩვენება; ოჩოკოჩი, რომელიც ნისლებს მწყემსავს და მთიდან მთაზე მიერეკება; შებოჭილი ტყე, სადაც მონადირეებს რაღაც ძალა მშვილდის მოზიდვის საშუალებას არ აძლევს... ეს ყველაფერი დღეს არის ფენტეზი, თორემ პირველყოფილ ეპოქაში ადამიანებს არათუ სჯეროდათ მათ მიღმა არსებული სამყაროსი, არამედ მასთან ერთად თანაარსებობასაც ახერხებდნენ.

 

ეს წიგნი, მთელი ამ ძველი ამბებით, გულადი და კეთილი ადამიანებით ძალიან ჰგავს სულების გამოძახებას, როდესაც გინდა, რამე აკრძალულიც კი ჩაიდინო, ოღონდ ხელშესახებად იგრძნო, რომ სადღაც სხვა სამყაროც არის და იქ ის ადამიანები არიან, რომლებიც გიცნობენ.“


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
19.9
წონა
0.489
ნანახია
182
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები