მსგავსი პროდუქტები
საძაგელი მამიდა
ავტორი: დევიდ უოლიამსი
სერია: ლიბერქიდსი
სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?
12
ახალი ბრძოლა
ავტორი: ბერთ ნიქსი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია:ლიბერქიდსი
ერდასის სამეფოში მხოლოდ რჩეულებს ჰყავთ საკუთარი მეომარი ცხოველი. აბეკე, კონორი, მეილინი და როლანი, სწორედ ასეთები არიან. თუმცა ოთხფეხა მეგობრების დამორჩილების უნარი დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს მათ - მეგობრებმა თავიანთი ნიჭი სამეფოსა და, მთლიანად, დედამიწის გადასარჩენად უნდა გამოიყენონ.და აი, ისინი გზაში არიან! მტრის ტერიტორიაზე შეღწევა, ბოროტ ძალებთან შერკინება ადვილი არ იქნება. დიდი თავგადასავალი გრძელდება!
12
ქალთევზას ამბავი
ავტორი; ლუიზ ო'ნილი
მთარგმნელი: ლეილა ბერიშვილი
სერია: ლიბერკიდსი
მიურჯინი ზღვის მეფის ქალიშვილია, მშვენიერი, ლურჯთვალა ქალთევზა, რომელსაც ძალიან აინტერესებს ადამიანთა სამყარო. ზღვის სამეფოში კი ასეთი წესია: გოგონას უფლება აქვს ავიდეს მაღლა, ნახოს ხმელეთი და ცა, ადამიანებსაც მოჰკრას თვალი, მაგრამ უკან უნდა დაბრუნდეს. ბებია სულ შთააგონებს, რომ ქალს არ შეჰფერის ბევრი შეკითხვის დასმა. აბა, ცნობისმოყვარეობა რა გოგონას საქმეა? ამან ხომ მიურჯინის დედა დაღუპა?
11.95
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს
ავტორი: სტიუარტ ფოსტერი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
სერია: ლიბერკიდსი
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი უფროსი ძმა შინიდან წავიდა... თუ წაიყვანეს?.. დენი გაღიზიანებულია, ჯავრს კი ყველაზე სუსტსა და დაუცველზე იყრის. მას ალექსი ჰქვია. ალექსიც რთულ მდგომარეობაშია. მწვავე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, რის გამოც სახლიდან გასვლის ეშინია. მით უმეტეს, როცა სკოლაში დენი და მისი აგრესიული ბანდა ელოდება... ერთ დღესაც დედები ბიჭებს სკოლის გარეთ დაუგეგმავენ შეხვედრას ალექსი დენს უნდა დაეხმაროს ტივის აგებაში. ეს სამყაროს დასასრულის ტოლფასია ორივესთვის! მაგრამ ხომ შეიძლება ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდეს?
12.95