მოპარული სიყვარული
14.95
ავტორი: თინათინ ბერიძე
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 14.95
- ნანახია
- 1671
მსგავსი პროდუქტები
შემოვალ ეტლით
ავტორი: შორენა ხუხუა
გამომცემლობა: პალიტრა L
სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი
ლაკონიური აბზაცები, აჩქარებულრიტმიანი, ზუსტი თხრობა, უჩვეულოდ მძაფრი ამბის საპირისპიროდ – ირონიული სტილი, სიმსუბუქითა და სისხარტით შეზავებული დრამატიზმი. მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმი კი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი კი არ თრგუნავს, პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვნებებს ქალისა, რომელიც „შემოდის ეტლით”, თუმცა არა - ზღაპრულით. უფრო ზუსტად, მკითხველი უგულშემატკივრებს გმირს, რომლის ყოველი ნაბიჯი არის შეუპოვარი ბრძოლა სიცოცხლისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის და რომელიც, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცდილობს სრულად შეიგრძნოს ცხოვრება... თუმცა, ბრძოლიდან გამოსული, ერთი შეხედვით, დამცირებული და უარყოფილი, უკვე სხვა თვალით შეხედავს რეალობას, თავისი გზით რომ მიედინება, მას კი ყოველდღიურობასთან ჭიდილში ბევრი რამ ასწავლა და ღირსებით აღავსო.
12.95
ცდუნება
ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი
სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი
ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის - საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას... „ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე... წიგნში სადავო და რთული საკითხებია წამოჭრილი - როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები? შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? რა უფრო ძლიერია - ვნება თუ სიყვარული?“ - თეა ინასარიძე.
12.95
აღიარება ხელისგულზე
ავტორი: თათული ღვინიანიძე
სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი
რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე. „აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...
14.95
შეცდომა
ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი
რომანი გვეყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. ჩვენც მივადევნოთ თვალი მათ თანაცხოვრებას, ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი თავგადასავალი. ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?
14.95
გადამწვარი ხიდები
ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი
"გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"
14.95
მეორე შანსი
ავტორი: თინათინ ბერიძე
სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს.
მაგრამ რა ხდება, როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ მსხვერპლს? ამაზე პასუხს ენჯი ახვლედიანისა და დემნა დადიანის დაუჯერებელი ამბიდან გაიგებთ.
ჩვენი ისტორია ზღაპრის მსგავსად არ დაწყებულა, მაგრამ ზღაპარივით გაგრძელდა და... სამწუხაროდ, ისეთი დასასრული არ ჰქონდა, როგორიც ზღაპრებს აქვთ. ზუსტად ვიცი, მას რომ ეცოცხლა, ეს ზღაპარი აუცილებლად ბედნიერად დასრულდებოდა“.
12.95