ოშო, სიცოცხლე,სიყვარული,სიცილი
18
ავტორი: ოშო
მთარგმნელიგია ბერიძე
ავტორი, თავის წიგნში - „სიცოცხლე, სიყვარული, სიცილი“ განიხილავს ადამიანის ეგზისტენციის ამ სამ გარდაუვალ ფაზას დაბადებიდან სიკვდილამდე. თითოეული საკითხი პასუხობს სიცოცხლის, სიყვარულისა და სიცილის მნიშვნელობასა და რაობას. ამ წიგნით, ოშო ასწავლის თუ როგორ უნდა შეიცნოს და განავითაროს ადამიანმა საკუთარი თავი; როგორ უნდა აყვავილდეს სული, რათა მიაღწიოს მისი ბუნების უმაღლეს გამოვლინებას - იყოს გამზიარებელი.
- გამომცემლობა
- memoria
- ფასი
- 18
- ნანახია
- 64
მსგავსი პროდუქტები
სიყვარულის ძალა
ავტორი: ოშო
მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე
ავტორი, თავის წიგნში – „სიყვარულის ძალა“ განიხილავს სიყვარულის მნიშვნელობას, მის სხვადასხვა გამოვლინებას. ის მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა არის შეყვარება, მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ ცოდნა არ აქვთ. სახელმწიფო, საზოგადოება, რელიგია ადამიანს იძულებულს ხდის ჩარჩოში მოაქციოს როგორც აზროვნება, ასევე გრძნობები, რის შედეგადაც, სიყვარული გახდა ინსტიტუციონალური.
ადამიანს სიყვარულის უნარი დაბადებიდან გააჩნია, მაგრამ ის სახელმწიფოსა და რელიგიური ჯგუფების უარყოფითი გავლენის მეშვეობით, თავის ნამდვილ არსს ჩამოშორდა, რის გამოც, ის არა სასიამოვნო გრძნობა, არამედ მტკივნეული და მტანჯველი გახდა.
ამ წიგნით, ოშო გვასწავლის თუ როგორ ვიპოვოთ სიყვარული და რა გზებს უნდა მივმართოთ ამისთვის; რა უნდა გააკეთონ ქორწინებაში მყოფმა ადამიანებმა იმისათვის, რომ გადალახონ ურთიერთობაში არსებული დაბრკოლებები; როგორ უნდა მივაღწიოთ ჰარმონიას და როგორ უნდა აყვავდეს ნამდვილი სიყვარული საკუთარ თავთან, ან სხვათა ურთიერთობებთან მიმართებაში.
26
საწყისთა საწყისი
ავტორი : ოშო
მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი
ადამიანი განუწყვეტლივ ძიების პროცესშია და ცდილობს გაიგოს რა არის ის ჭეშმარიტება, რამაც მისი და სამყაროს არსებობა განაპირობა. ხშირად, მავანი ყოველივე არსებულს ლოგიკურ ახსნას უძებნის, არგებს იმ რეალობას, რაშიც იმყოფება და შესაძლო დასკვნებს აკეთებს, თუმცა ძიების პროცესში ავიწყდება, რომ ძიება საკუთარი თავიდან და საკუთარ თავში უნდა დავიწყოთ, რამეთუ ,,ჭეშმარიტების ძიების პირველი წესი იმაში მდგომარეობს, რომ თამაშად მივიჩნიოთ ის, რასაც ცხოვრებაში რეალობად განვიხილავთ! მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს თავის თავს ჭეშმარიტება!“
ძალაუფლების სტრუქტურები, ნაციონალიზმი, იდენტობა, კულტურა თუ სხვა არის ის მახასიათებლები, რომლებიც კაცობრიობას ჯგუფებად ყოფს, რის შედეგადაც ყველა მათგანს განსხვავებულად ესმის ის უნივერსალური საკითხები, რამაც ეს სტრუქტურები და ჩვენი არსებობა ამ გარემოში განაპირობა.
თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ და რა მნიშვნელობას ატარებს ჩვენი ყოფიერება – ეს ის საკითხებია, რომელსაც ადამიანი თავისი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში კვლევის საგნად აქცევს და სწორედ ამის გამორკვევას ცდილობს ოშო წიგნში – „საწყისთა საწყისი“.
15
სექსიდან სუპერცნობიერებამდე
ავტორი : ოშო
წიგნში ავტორი აღწერს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შინაგანი ენერგიიდან სექსუალურ ენერგიამდე, სექსუალური ენერგიის საკვები და სუბლიმაცია, ფიტავს თუ არა სექსი ენერგიას? ძალადობა და სექსუალური სურვილი, ცოდნა და სექსუალური დაკმაყოფილება, სექსი, სიყვარულის გენეზისი, რა არის სიყვარული? რეპრესიიდან ემანსიპაციამდე, მედიტაციის მწვერვალი, სექსი – სუპერ-ატომი, ვნებიდან ღმერთამდე და ა.შ.
როგორც ავტორი აღნიშნავს, დასავლელი ფსიქოლოგები, ფროიდიდან იუნგამდე, წერდნენ სექსის მეორე დონის – ფსიქოლოგიური დონის შესახებ, მაგრამ სექსის მესამე დონე, რომელზედაც ოშო ამ წიგნში საუბრობს, არც დასავლეთში იცოდნენ და არც აღმოსავლეთში, ის სექსის მესამე ანუ სულიერი დონეა. ამავდროულად ავტორი აღნიშნავს, რომ ფროიდს არ შეუსწავლია ნორმალური ჯანმრთელი სექსი, ის სწავლული იყო და ავადმყოფობებს, გაუკუღმართებებს იკვლევდა, ოშოს მიზანი კი სექსის სულიერი მხარეების კვლევა და წარმოჩენაა.
28
ცნობიერების მზე
ავტორი: ოშო
მთარგმნელი : გია ბერაძე
წიგნი ეძღვნება იოგას, იოგსა და იოგა-სუტრებზე საუბარს, რაც შედგება ექვსი საუბრისგან, რომელშიც მიმოიხილება 9 იოგა-სუტრა.
ავტორის თქმით, იოგა – ეს არის ცხოველის ადამიანად გარდაქმნის ხელოვნება, ხოლო იოგი – არის ის, ვინც იცის, რომ სიამოვნება და ტკივილი ერთი მომენტის ორი მხარეა.
იოგა-სუტრების მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა წიაღსვლების მიღწევა და თითოეული სუტრა ღაღადებს შემდეგს: I – ცხოვრება არის ენერგია; II – არსებობს ენერგიის ორი განზომილება – არსებობა და არარსებობა; III – არსებობას ორი ფორმა აქვს – ცნობიერი და არაცნობიერი; IV – სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და ფარდობითია; V – რაც მიკროშია, ისაა მაკროში; VI – გამცემი და მიმღები, მათხოვარი და იმპერატორი ერთდროულად არიან ყველაფერში; VII – გონება არის ცნობიერის სახელწოდება და აღნიშნავს ცნობიერებას, რომელიც გაცნობიერებულობის შუქით არის სავსე; VIII – თვითგაცნობიერება და თვითობისგან განთავისუფლება; IX – ვინც სიკვდილს არ აღიარებს სიცოცხლეც აღკვეთილი ექნება, ხოლო ის ვინც სიკვდილს იღებს უზენაეს სიცოცხლეს შეიძენს.
21