ბოროტი მოდის აქ, კაცის მტერი
13
ავტორი: რეი ბრედბერი
სერია: ლიბერთინსი
ოქტომბრის გრილ საღამოს, ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე, როცა შუაღამეს სამი საათი გადასცდება, ილინოისის შტატის ქალაქ გრინთაუნს მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ტრიალებს უცნაური და საშიში კარუსელი! სარკეების ლაბირინთი ცნობისმოყვარეებს იზიდავს და კარნავალიც პირველ მსხვერპლს იქცევს თავის კლანჭებში. ბოროტი და სასტიკი ძალა ცდილობს, აქაურობას დაეპატრონოს, სინათლე განდევნოს, კეთილი ადამიანები ზომბებად აქციოს... მხოლოდ წმინდა სულის ადამიანებს შესწევთ ბოროტებასთან დაპირისპირების ძალა. ქალაქი ორი მოზარდისა და შუახნის მამაკაცის იმედად რჩება. მათ უნდა შეძლონ შემოდგომის ადამიანებთან გამკლავება, თორემ ყველაფერს წყვდიადი შთანთქავს.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 13
- წონა
- 0.331
- ნანახია
- 139
მსგავსი პროდუქტები
ნახევარ მეფე
ავტორი: ჯო აბერკრომბი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინსი
სწავლულობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბედისწერამ მეფობა არგუნა; ცოდნა მიაჩნდა საკუთარ სიძლიერედ, მაგრამ ხელში - ერთადერთ ჯანმრთელ ხელში - ფარი და ხმალი მიაჩეჩეს... მერე კი უღალატეს... „დავიფიცე, რომ მამაჩემის სიკვდილის გამო შურს ვიძიებდი. შესაძლოა ნახევარკაცი ვიყო, მაგრამ ფიცი სრულად უნდა შევასრულო!“ შურისძიებამ საზარელ შეთქმულებას ფარდა უნდა ახადოს; შურისძიებამ მოღალატე(ებ)ს უნდა შეახვედროს...
14.95
მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება
ავტორი: მაქსინ პაეტრო, ჯეიმზ პეტერსონი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: ლიბერთინს
ყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს დაიწყო და დამთავრდა ცოლ-ქმრის იდუმალებით მოცული სიკვდილით. ეჭვმიტანილები კი შვილები არიან. ტენდი ენჯელისთვია ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება, თუმცა ამ ამბის მთელი ტრაგიზმი ყველასა და ყველაფრისადმი, საკუთარი თავისადმიც კი, გაჩენილი ეჭვი და უნდობლობაა. ტენდის მიზანი ოჯახის შებღალული სახელის აღდგენაა! მცდელობა კეთილშობილურია, თუმცა სარისკო და სახიფათო, რადგან სწორედ ეს მონდომება ახდის ბევრ საიდუმლოს ფარდას.
12.95
რუხ ჩრდილებს შორის
ავტორი: რუტა სეპეტისი
მთარგმნელი: დათო აკრიანი
სერია: ლიბერთინს
ლინა ლიტველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და... სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში... ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა. იწყება შიმშილსა და სიცივესთან გამკლავების, მონური და დამამცირებელი შრომის, ღირსების შემლახველი ყოფის ატანისა და გაძლების მწარე ეპოპეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა! ბრძოლა სასტიკია... ბრძოლა საბჭოთა ძლევამოსილ მანქანასთან შიშველი, გაყინული ხელებითა და ცარიელი ენთუზიაზმით. და მაინც, იმ უკუნეთში ჩამოწოლილ რუხ ჩრდილებს შორის, ადრე თუ გვიან, პაწია ოქროსფერი ზოლი გამოკრთება − მზე დაბრუნდება! მზე − სიცოცხლისა და იმედის ნიშნად! მზე − გაყინული, ჩაკლული სულების ნუგეშად!
12
ჩრდილი და ძვალი
ავტორი: ლი ბარდუგო
სერია: ლიბერთინსი
მარადიული სიბნელის ბარიერით ორად გაყოფილი სამყაროს შესახებ, სადაც ზებუნებრივი არსებები ადამიანის ხორცით იკვებებიან. მთავარი გმირი ახალგაზრდა ჯარისკაცი-გოგონა – ალინა სტარკოვი ერთხელ საკუთრ თავში წარმოუდგენელ ჯადოსნურ ძალას აღმოაჩენს, რომელსაც ახლა ორად გაყოფილი მისი ოდესღაც ძლიერი ქვეყანის გაერთიანება შეუძლია, რომელშიც ადრე უძველესი მაგიის მატარებელი ჯადოქრები ცხოვრობდნენ. მაგრამ გოგონას წინააღმდეგ საშიში ძალები შეთქმულებას აწყობენ…
18.95