მახინჯი სიყვარული
16.95
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მტარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება. "
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.329
- ნანახია
- 1257
მსგავსი პროდუქტები
მშფოთვარე ადამიანები
ავტორი: ფრედერიკ ბაკმანი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "
16.95
სიმღერა აქილევსზე
ავტორი: მადელინ მილერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
"პატროკლოსი, არაფრით გამორჩეული განდევნილი უფლისწული, ბერძე- ნთა შორის საუკეთესო გმირის, უბადლო აქილევსის თავმდაბალი მეგო- ბარი, გვიამბობს თავისი მეგობრობისა და სიყვარულის ამბავს. აქილევსისა და პატროკლოსის ურთიერთობა ავ წინასწარმეტყველებაზე, სასტიკი მო- ქიშპე ღმერთების ნება-სურვილსა და პატივმოყვარე მეფეთა ახირებებზე იყო დამოკიდებული. ისინი ებრძოდნენ მათ ინტრიგებს, აქილევსის ქალ- ღმერთი დედის პატროკლოსისადმი სიძულვილს და ცდილობდნენ ღმერ- თებსაც არ დამორჩილებოდნენ. მადელინ მილერმა სადებიუტო რომანში ”სიმღერა აქილევსზე“ სრულიად ახლებურად წარმოგვიდგინა ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონა- ჟები, ჰომეროსის უკვდავი ”ილიადის“ გმირები, სწორედ ამიტომ დაიმსა- ხურა მკითხველთა დიდი მოწონება და ინტერესი. ეს არის ეპიკური რომანი, მაგრამ, ამასთანავე, მეტად ცოცხალი და ადამიანური."
16.95
წყალზე მროკავი
ავტორი: თა-ნაჰასი ქოუთსი
მთარგმნელი: გიორგი ხარაიშვილი
სერია: წლის ბესტსელერი
რა ელოდება ჰაირამ უოკერს - დედით შავკანიან მონას, მამით კი თეთრკანიანსა და ვირჯიინის უმდიდრესი არისტოკრატული გვარის წარმომადგენელს? როცა ჰაირამი მონობას ვეღარ უძლებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება გადარჩენის გზა - ფანტასტიკური, სახიფათო, დაუჯერებელიც კი, მაგრამ თავისუფლების ბოლო შანსი სხვანაირი ვერც იქნება! მონობიდან გაქცევის აუცილებელი პირობაა წყალი, ხიდი, ნისლი და... როკვა, სწორედაც ზანგური როკვა! და ჰაირამიც იწყებს... გინდათ, იხილოთ, როგორ როკავს შავკანიანი ამერიკა თავისუფლებისთვის? მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი.
16.95
ყველაფერი მთავრდება ჩვენით
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი! "
16.95
დაკარგული ნახევარი
ავტორი: ბრიტ ბენეტი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
16.95
ხანძარი სახლში
ავტორი: კამილა შამზი
სერია: წლის ბესტსელერი
"ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში... მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს.... უწევდა... ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!"
14.95
ვერიტი
ავტორი: კოლინ ჰუვერი
სერია: Top თრილერი
როცა სიყვარული მოდის სული გინათდება, გული გიმღერის და, თუ მას ნაყოფიც გამოაქვს, უდიდესი საჩუქარი — შვილი, ხანდახან ტყუპიც, სიკეთეს აფრქვევ, დედაშვილური სიყვარულის ბედნი ერებას გამოცდი. მაგრამ თურმე სხვაგვარი სიყვარულიც არსებობს — სიძულვილიანი, ბრძა, მათ მიმართ, ვინც საყვარელმა ადამიანმა გაჩუქა. სასტიკი დანაშაული სიყვარულის სახელით, რომელსაც გამარ– თლება არა აქვს, და მას ახალგაზრდა მწერალი ქალი ამხელს, რათა დამნაშავის ოჯახიც დაიცვას და საკუთარ თავიც.
16.95