santaesperanza
რენუარის,სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები
რენუარის,სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები

რენუარის,სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები


35

 ფრანგულიდან მთარგმნელი: ლელა ჯაფარიძე

 

 

წიგნი გვთავაზობს სამი ფრანგი მხატვრის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის, პიერ ოგიუსტ რენუარის და პოლ სეზანის საოჯახო, კულინარიული ჩანაწერების, რეცეპტების თარგმანს.

ფრანგული წესით ცხოვრების ხელოვნება" - ეს ცნობილი გამოთქმა მრავალფეროვან შინაარსს ატარებს. ის მოიცავს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური, კერძოდ - საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისი ღირებულებებით ცხოვრების ფორმას. ცხოვრების ამ წესში ყოველთვის შერწყმული იყო სულიერი სიმდიდრე, მთელი თავისი წახნაგებით, სიცოცხლის ხალისთან, ზრდილობასთან, განათლებასთან, სტუმართმოყვარეობასთან, მეგობრული თავშეყრის ტრადიციასთან, მათთვის გემრიელი კერძების რუდუნებით მომზადებასთან, პროდუქტების მონდომებით შერჩევასთან და სხვა მრავალ სიკეთესთან... ასეთი გასტრონომიული და სოციალური წესით ცხოვრობდნენ ჩვენ მიერ შერჩეული მხატვრებიც. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის სუფრის არომატებსა და კერძებზეა საუბარი, დღესაც იმავე მასალით, იმავე პოპულარობით ამზადებენ ამ კულინარიულ "შედევრებს" თანამედროვე დიასახლისებიც და ცნობილი მზარეულებიც.

 წიგნში 130- მდე რეცეპტია, როგორც საუზმეულის, ისე ძირითადი კერძებისა და დესერტების.
სრულად ილუსტრირებულ გამოცემაში თავმოყრილია კერძების ფოტოები და ამ სამი გენიალური მხატვრის რეპროდუქციები.

 რეცეპტების ათვისება და განხორციელება დაგაინტერესებთ, გაგახალისებთ და ახლობლებისთვის კარგი პურმარილის გაშლის სურვილსაც აღგიძრავთ.


გამომცემლობა
სეზან ფაბლიშინგი
ფასი
35
წონა
0.699
ნანახია
308
გაზიარება: