გაიცანი ტიმი
19.9
მთარგმნელი: ნინო ილაშვილი
რა უნდა ქნა, როცა ისედაც ბევრი და-ძმა გყავს, რომლებსაც ყველაფერი უნდა გაუყო, და გატყობინებენ, რომ მალე კიდევ ერთი შემოგემატებათ? ან, როცა შენს ყველაზე საყვარელ სათამაშოს კარგავ, რომლის გარეშე დაძინებაც კი არ შეგიძლია? როცა საუკეთესო მეგობარს ებუტები და მის გარეშე ვერავისთან თამაშობ ხალისით?
ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს და გულითად მადლობასაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან. მის ხალისიან ამბებს ამ ფერად წიგნში წაიკითხავ.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 19.9
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 618
მსგავსი პროდუქტები
პოპი, სემი და ცხოველები
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ასაკი: 2+
● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია.
● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას.
● სასაჩუქრე გამოცემა.
პოპი და სემი პატარა, კოხტა ფერმაში ცხოვრობენ. წაიკითხეთ აქ მოთხრობილი მხიარული ამბები და თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ პატარა გოჭუნები, თხები, ძაღლები და სხვა შინაური ცხოველები.
19.9
გაიცანი ტოპო-ტიპი
ილუტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ჭირვეულობს, იტყუება, თავის ნივთებს არ ალაგებს, არ ჭამს ან არ იძინებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
19.9
ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – იბუტება, ბუზღუნებს, წუწუნებს ან ეჭვიანობს თავის და-ძმებზე, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
პოპი და სემი: ძილისპირული ამბები
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ასაკი: 2+
● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია.
● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას.
● სასაჩუქრე გამოცემა.
პატარა კოხტა ფერმაში ისევ დიდი მხიარულებაა – პოპი, სემი და მათი ოთხფეხა მეგობრები ახალ თავგადასავლებში ეხვევიან.
19.9
ტოპო-ტიპი და მეგობრები
სერია: პატარა ამბები
ასაკი: 3+
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ძუნწობს, ბრაზობს ან ებუტება თავის მეგობრებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მეგობრები“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
პოპის და სემის საყვარელი ზღაპრები
სერია: პატარა ამბები
ამ ფერად წიგნში პოპის და სემის საყვარელი ზღაპრებია თავმოყრილი. გადაშალე და შენც ნამდვილად მოგეწონება პრინცესებისა და უფლისწულების, დათვებისა და გოჭების, ფერიებისა და ჯადოსანი ქონდრისკაცების ჯადოსნური ამბები, რომლებიც აქამდე არასდროს წაგიკითხავს. არ გჯერა? მაშ, გამოიცანი, ვის დაარქვეს დებმა მტვრიანა; ვისი სახელია წითელჰუდა ან სინამდვილეში ვინაა ფართალ-ფურთალა?!
19.9
ტოპო-ტიპი ურჩობს
ასაკი: 3+
მთარგმნელი: თინა მამულაშვილი, ნინო გოგალაძე
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ჯიუტობს, ბრაზობს, ზარმაცობს ან სულსწრაფობს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი ურჩობს“ ოთხ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
გაიცანი პადინგტონი
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 3+
დათვი, სახელად პადინგტონი, შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა ლონდონში და მას მერე ბრაუნებთან ცხოვრობს უინძორების ბაღების 32 ნომერში.
პადინგტონის მხიარული თავგადასავლები და ფათერაკები საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა, ამ წიგნში მხოლოდ სამ ძალიან სასაცილო ამბავს შეიტყობთ:
როგორ გახდება საკუთარი ბაღის მფლობელი;
როგორ მოიგებს ერთ ძალიან სახალისო კონკურსს;
როგორ აღმოჩნდება ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაში საუკეთესო მეგობართან, მისტერ გრუბერთან ერთად.
19.9
გრუფალო და სხვა ამბები
ავტორი: ჯულია დონალდსონი, აქსელ შეფლერი
„ – რა გრუფალო, რის გრუფალო?
– რა არ გაგიგონია?“
ჰკითხეთ თქვენს პატარებს, მათ თუ გაუგონიათ. გააცანით გრუფალო და ეს ძალიან გულუბრყვილო, სასაცილო არსება უთუოდ შეუყვარდებათ. გრუფალოს მხიარულ ამბებთან ამ ფერად წიგნში პატარა გრუფალიკოს, „წიგნისჭია“ ჩარლი ბინის, კოპწია, კეთილი ახმახისა და სხვების საინტერესო ამბებსაც წაიკითხავთ
19.9
პოპის და სემის საკითხავი ამბები
ასაკი: 4+
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ამ წიგნში პოპის და სემის საყვარელი 17 საკითხავი ამბავია თავმოყრილი. წაიკითხე ეს ფერადი წიგნი და კეთილი ჯადოქრების, ჭკვიანი ფერიების, ონავარი ჭინკებისა და სხვა ზღაპრული არსებების მხიარული თავგადასავლები შენც ძალიან შეგიყვარდება.
19.9