ამერიკელი ღმერთები
15.9
ავტორი: ნილ გეიმანი
ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სხვადასხვა ერის მითიური არსებები და ღმერთები დგანან, მეორე მხარეს კი მედიის, ტექნოლოგიის, ნარკოტიკების ღმერთები არიან. წიგნის – „ამერიკელი ღმერთები” – ავტორი ნილ გეიმანი გვარწმუნებს, რომ ღმერთები არსებობენ იმიტომ, რომ ხალხს მათი არსებობის სჯერა, ისინი ჩვენი რწმენით იკვებებიან. თანამედროვე ადამიანს კი ტექნოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე ოდინის ან ანუბისის არსებობის. სისხლიან ბრძოლაში ძველი ღმერთები ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან ნელ-ნელა მარცხდებიან.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 15.9
- წონა
- 0.699
- ნანახია
- 631
მსგავსი პროდუქტები
არსადროს
ავტორი: ნილ გეიმანი
მთარგმნელ: ნიკა სამუშია
ლონდონის ქუჩების ქვეშ არსებობს სამყარო, რომლის შესახებ ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს. ადგილი, რომელზეც ბევრი ვერც კი იოცნებებდა. იქ სიტყვა ნამდვილ ძალას იძენს. იქ მხოლოდ კარის შეღების შემდეგ შეიძლება მოხვდე. ეს არის ქალაქი იმ ადამიანებისა, რომლებიც ნაპრალებში გაუჩინარდნენ. სამყარო სავსეა ხიფათით, დასახლებულია წმინდანებითა და ურჩხულებით, მკვლელებითა და ანგელოზებით.
რიჩარდ მეიჰიუ, ახალგაზრდა ბიზნესმენი, საიდუმლოებებით მოცული სხვა ლონდონის შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს. სიკეთის მცირე გამოვლინება რიჩარდს ყოველდღიურობიდან გადაისვრის სამყაროში, რომელიც ძალიან ნაცნობი და ამავე დროს უცნაურია. ბედისწერა კი საოცარ ამბებს უმზადებს.
20.9
კორალაინი
ავტორი: ნილ გეიმანი
მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი
ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.
ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.
12.9
კარგი ნიშნები
ავტორი: ნილ გეიმანი
„თხუთმეტი საათი გავიდა ანტიქრისტეს დედამიწაზე მოვლინებიდან; აქედან ბოლო სამი საათი ერთმა ანგელოზმა და ერთმა დემონმა სმაში გაატარეს.“ როგორ უნდა მოიქცნენ ზეცისა და ჯოჯოხეთის წარმომადგენლები დედამიწაზე, თუ ადამიანებს შორის ცხოვრებას ისე მიეჩვივნენ, რომ ქვეყნიერება დასაღუპად არ ემეტებათ? გამოსავალი მხოლოდ ერთია: ყმაწვილ ანტიქრისტეს ქვეყნიერების განადგურებაზე როგორმე ხელი უნდა ააღებინონ და კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის გარდაუვალი ომი შეაჩერონ. მაგრამ ანტიქრისტეზე ზემოქმედებისთვის ჯერ მისი ამოცნობა და პოვნაა საჭირო. ამაში დემონ კროულისა და ანგელოზ აზირაფელს ალქაჯ აგნეს ნატერის „წრფელი და ზედმიწევნითი წინასწარმეტყველებების“ წიგნი, მისი პროფესიონალი შთამომავალი ანათემა დივაისი და ალქაჯთმდევნელების არმიის რიგითი ჯარისკაცი ნიუტ პულსიფერი დაეხმარებიან. ცნობილი ბრიტანელი მწერლების, ტერი პრეჩეტის და ნილ გეიმანის „კარგი ნიშნები“ იუმორისტული ფენტეზია, რომელშიც გონებამახვილური და სატირული ხერხებითაა აღწერილი აპოკალიფსის სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც აღკვეთის მსურველთა მხიარული თავგადასავლები
15.9
ოკეანე ქუჩის ბოლოს
ავტორი: ნილ გეიმანი
თქვენ წინაშეა ინგლისური ლიტერატურული ტრადიციების შესანიშნავი გამგრძელებლისა და, იმავდროულად, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის, ნილ გეიმანის ახალი რომანი „ოკეანე ქუჩის ბოლოს“. წიგნის გმირი შვიდი წლის ბიჭუნაა, რომელსაც სახელიც კი არა აქვს. კითხულობ და ფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს ის: ალბათ ეს თავად გეიმანია, მის ცნობიერებაში ღრმად ჩაძირული ბავშვური შიში და ტკივილი, მისი სამყაროს ორი მთვარე, ჯადოქრის მომზადებული მსხლის უგემრიელესი დესერტი, იმ მიწის მაგია, რომელზეც ბიჭობაში ცხოვრობდა; მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ეს შენა ხარ, თავად შენ, მაშინდელიც და ახლანდელიც, რომ იმ ბავშვს არასოდეს მიუტოვებიხარ, შენ ის, უბრალოდ, დაივიწყე. თუმცა, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ ერთ დღესაც მანქანის საჭეს მიუჯდები და შეუმჩნევლად მიადგები შენი ბავშვობის შარაგზას, ბოლომდე გაივლი მას და მიხვდები, ადამიანი კუნძული არ არის, ის ნაწილია ხმელეთის, რომელიც ყოველი მხრიდან ოკეანეს გარემოუცავს, შენ ხარ ოკეანეში და ოკეანე შენშია, და ამ ოკეანეში არის ყველაფერი, ყველა ფერი.
11.9