აგნეს გრეი
14.95
ავტორი: ენ ბრონტე
სერია: ქალების კალმით
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„აგნეს გრეი“ ინგლისელი პროზაიკოსისა და პოეტის, ენ ბრონტეს, პირველი რომანია. ავტორი ახალგაზრდა აგნესის ცხოვრებაზე გვიყვება - გოგონაზე, რომელიც კარჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი ოჯახი გაღარიბდება. აქედან იწყება მისი საინტერესო და ამაღელვებელი თავგადასავალიც.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.359
- ნანახია
- 840
მსგავსი პროდუქტები
დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი
ავტორი: ელიფ შაფაქი
მთარგმნელი: გვანცა გარმელია
სერია: ქალების კალმით
,,დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი'' ბედნიერების ძიებაზე მოგვითხრობს. ავტორი, რომელიც ორ კულტურას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მსოფლაღქმას აერთიანებს, გამორჩეული თხრობის სტილით ახერხებს ერთმანეთისგან განსხვავებულ მკითხველებს საყოველთაო ადამიანურ პრობლემებსა და განცდებზე, ბედნიერების ძიებაზე მოუყვეს. წიგნში მკითხველი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდა იმიგრანტებისა და მათი გარემოცვის პრობლემებს, თვითდამკვიდრების სურვილსა და სასიყვარულო თავგადასავლებს გაეცნობა.
14.95
ჯეინ ეარი (13-14)
ავტორი: შარლოტ ბრონტე
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
პატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც. თუმცა ფრინველივით თავისუფალი ბუნების ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი.
„ჯეინ ეარი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს.
14.9
ჯეინ ეარი

სანდიტონი
ავტორი: ჯეინ ოსტინი
სერია: ქალების კალმით
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
"ჯეინ ოსტინს თუ დავუჯერებთ, ყოველ სოფელს თითო დიდებული ქალბატონი ჰყავს. ამ ნათქვამში გარკვეულ ორაზროვნებას, ირონიასა და ქვეტექსტებსაც ამოვიკითხავთ და დავრწმუნდებით, რომ ლიტერატურული „მანევრების“ ოსტატ ავტორს ვეცნობით. ჯეინ ოსტინის დაუსრულებელი რომანი „სანდიტონი“ გვაცნობს ინგლისის არაჩვეულებრივ ქალებს, რომელთაც სქესის, ტრადიციის, წესჩვეულებების ჩარჩოებს მიღმა გაიხედეს და აღმოაჩინეს, რომ თვალს, გულსა და გონებას იმაზე მეტის აღქმა შეუძლია, ვიდრე ამაზე დამკვიდრებული წარმოდგენებით იცოდნენ.
14.95