სკანდარა და სხვა მოთხრობები
12.9
ავტორი: ბექა ქურხული
მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“. ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია...
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 736
მსგავსი პროდუქტები
ვა, სოფელო
ავტორი: ზაირა არსენიშვილი
მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…
“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს… მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ თამაზ ჭილაძე
18.9
4 რომანი
ავტორი: თამაზ ჭილაძე
გამომცემლობა: ინტელექტი
ეს წიგნი, რომელშიც ოთხმა რომანმა მოიყარა თავი, თამაზ ჭილაძის შემოქმედებით ბიოგრაფიადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. მასში სრულიად თვითმყოფადი, ღრმა და საინტერესო მხატვრული სამყაროა გაცხადებული.
ამ სამყაროში, როგორც ღია სცენაზე, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შლეიფივით მოყვებათ თავიანთი წილი დრო, ეპოქა, ტკივილი და მარტოობა, მარადისობის წინაშე კრძალვაც და შიშიც... თამაზ ჭილაძის მხატვრული დრო კონკრეტულიცაა და აბსტრაქტულიც. ეპოქა საცნაურდება კონკრეტული მოვლენებითაც და იმ მიღმიერი შინაარსითაც, რომელსაც მწერალი ქრონიკის, ინფორმაციის, ისტორიის მიღმა ხედავს. სწორედ აქ შემოდის მთავარი აქტორი – სევდა, თამაზ ჭილაძის შემოქმედებისთვის ასეთი ბუნებრივი და ასეთი ქმედითი – ეგზისტენციური სევდა, ადამიანსა და ბუნებას (კოსმიურ წესრიგს) შორის გაწყვეტილი კავშირით, დაკარგული სამოთხის მონატრებით და მოლოდინით დამუხტული.
ამ წიგნებში შეხვდებით შეშლილებს, რომელთაც სიყვარულის საძებნელად გაუწევიათ და ხეტიალში ჩაკარგულან, დაუბადებლად წიაღშივე ჩამპალი სიცოცხლის ნაყოფით; აქ ადამიანური ბუნების, ურთიერთობების სირთულე ხანდახან დანაშაულამდე მიდის, დანაშაული კი სამართალს ითხოვს... კონფლიქტის ტემპორიტმი საგულისხმო აქცენტია თამაზ ჭილაძის რომანებში – ის არაა ხმაურიანი, ქარცეცხლიანი, არამედ საგანგებოდ, ოსტატურად შერჩეული ნახევარტონებით, უჩვეულო სიმშვიდით და მძიმე ინტიმით ვითარდება, თითქოს ავტორის სურვილია, ჯერ მიიჩვიოს მკითხველი, დაატყვევოს და სრულყოფილად ჩართოს ტექსტის ატმოსფეროში, გახადოს მისი თანამონაწილე და დაასწროს საბედისწერო რიტუალს.
18.95