ორესტეა
12.9
ავტორი: ესქილე
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი
…რას იტყოდა სახლი, ხმა რომ ამოეღო, რა დააშავა აგამემნონმა, რით იმართლებს თავს კლიტემნესტრა, როგორ შეიძლება დედა მოკლა და ჭკუაზე არ შეიშალო, როგორ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და უდანაშაულოდ გამოგაცხადონ, რითია ქმარი დედაზე ძვირფასი… ყველაფერ ამაზეა „ორესტეა“, ანტიკურობის ეს გენიალური გზავნილი ჩვენდამი.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.259
- ნანახია
- 791
მსგავსი პროდუქტები
ილიადა
ავტორი: ჰომეროსი
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი
„თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ დასავლურ კულტურაზე… როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“, ვინც უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს ამ სიის ინიციატორი, რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს, რომელ უნივერსიტეტშიც უნდა შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ ვერ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელს და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია.
ჰომეროსმა შექმნა გალერეა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირებისა, რომლებიც მოულოდნელი და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემენ, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას ქმნიან.“
15.9
ორესტეა
ავტორი: ესქილე
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი
…რას იტყოდა სახლი, ხმა რომ ამოეღო, რა დააშავა აგამემნონმა, რით იმართლებს თავს კლიტემნესტრა, როგორ შეიძლება დედა მოკლა და ჭკუაზე არ შეიშალო, როგორ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და უდანაშაულოდ გამოგაცხადონ, რითია ქმარი დედაზე ძვირფასი… ყველაფერ ამაზეა „ორესტეა“, ანტიკურობის ეს გენიალური გზავნილი ჩვენდამი.
12.9
ესქილე-ტრაგედიები
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი
სულაკაურის გამომცემლობა
ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია.
ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.
18.9