santaesperanza

გაცოცხლებული ძველი ტფილისი (ორი წყარო დედაქალაქის ისტორიისთვის)


16.95

ავტორი: ალექსანდრე ქიშმიშევი, სტეფანე ქიშმიშევი

მთარგმნელი: მიხეილ შალვაშვილი

სერია: არტანუჯის წყაროები

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აღბეჭდილ ფოტოებზე ჩვენი დედაქალაქი თუ „ძველი თბილისია“, მაშინ წინამდებარე წიგნში აღწერილი მოვლენები, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ძველთაძველ თბილისს“ განეკუთვნება, რადგან მისი მშენებლობა, რაც ფოტოებმა დამთავრებული სახით შემოგვინახა, გაცილებით ადრე დაიწყო.

წიგნი მოიცავს რუსულ ენაზე დაწერილ ორ ბიოგრაფიულ ნაშრომს – სტეფანე ქიშმიშევის ”40-იანი წლების თბილისსა“ და ალექსანდრე ქიშმიშევის  ”პირად მოგონებებს“. ორივე მათგანი თბილისის ისტორიის მ. ვორონცოვის მეფისნაცვლობის პერიოდს (1845-1853 წწ.) ასახავს. მთარგმნელმა მიხეილ შალვაშვილმა, წიგნში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად, ძირითად წყაროდ აღნიშნული პერიოდის გაზეთი ”Кавказ“-ი გამოიყენა.

აღნიშნული წყაროები ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს თბილისის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.


გაზიარება:

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
16.95
წონა
0.295
ნანახია
740

მსგავსი პროდუქტები