რწყილების სასახლე
16.95
ავტორი: ელიფ შაფაქი
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
სერია: წლის ბესტსელერი
,რწყილების სასახლე" ელიფ შაფაქის ბესტსელერია. ესაა წიგნი ათი განსხვავებული ადამიანის შესახებ. ისინი რუსეთიდან ემიგრირებული არისტოკრატების მიერ საკუთარი ცოლისთვის აგებულ სასახლეში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ავტორი ამ ადამიანების პორტრეტებს გვიხატავს და მკითხველიც სრული სიცხადით ხედავს მათ ტრაგიკულ და, ამავდროულად, კომიკურ ცხოვრებას.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.439
- ნანახია
- 1201
მსგავსი პროდუქტები
ქალი ისახავს მიზანს
ავტორი: მეი მასკი
მთარგმნელი: გიორგი არონია
ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის.
აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად.
20
იისფერი ჰიბისკუსი
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი
ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„იისფერი ჰიბისკუსი“ ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერლის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Women's Prize for Fiction-ის „გამარჯვებულთა-გამარჯვებულის“ რომანია.
წიგნში მოქმედება დასავლეთ ნიგერიაში მიმდინარეობს. მთხრობელი, თხუთმეტი წლის კამბილი, ტკივილით სავსე პირქუშ ცხოვრებას აღწერს. ქვეყანაში გამეფებული სამხედრო ტირანია, ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები, უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, ოჯახური ძალადობა, რელიგიური პირფერობა და მორჩილების იძულება ანგრევს თხუთმეტი წლის კამბილის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის ცდილობს ცხოვრებას თავი გაართვას და შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც დაინახოს...
29.95
დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი
ავტორი: ელიფ შაფაქი
მთარგმნელი: გვანცა გარმელია
სერია: ქალების კალმით
,,დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი'' ბედნიერების ძიებაზე მოგვითხრობს. ავტორი, რომელიც ორ კულტურას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მსოფლაღქმას აერთიანებს, გამორჩეული თხრობის სტილით ახერხებს ერთმანეთისგან განსხვავებულ მკითხველებს საყოველთაო ადამიანურ პრობლემებსა და განცდებზე, ბედნიერების ძიებაზე მოუყვეს. წიგნში მკითხველი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდა იმიგრანტებისა და მათი გარემოცვის პრობლემებს, თვითდამკვიდრების სურვილსა და სასიყვარულო თავგადასავლებს გაეცნობა.
14.95
მშფოთვარე ადამიანები
ავტორი: ფრედერიკ ბაკმანი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "
16.95
სიმღერა აქილევსზე
ავტორი: მადელინ მილერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
"პატროკლოსი, არაფრით გამორჩეული განდევნილი უფლისწული, ბერძე- ნთა შორის საუკეთესო გმირის, უბადლო აქილევსის თავმდაბალი მეგო- ბარი, გვიამბობს თავისი მეგობრობისა და სიყვარულის ამბავს. აქილევსისა და პატროკლოსის ურთიერთობა ავ წინასწარმეტყველებაზე, სასტიკი მო- ქიშპე ღმერთების ნება-სურვილსა და პატივმოყვარე მეფეთა ახირებებზე იყო დამოკიდებული. ისინი ებრძოდნენ მათ ინტრიგებს, აქილევსის ქალ- ღმერთი დედის პატროკლოსისადმი სიძულვილს და ცდილობდნენ ღმერ- თებსაც არ დამორჩილებოდნენ. მადელინ მილერმა სადებიუტო რომანში ”სიმღერა აქილევსზე“ სრულიად ახლებურად წარმოგვიდგინა ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონა- ჟები, ჰომეროსის უკვდავი ”ილიადის“ გმირები, სწორედ ამიტომ დაიმსა- ხურა მკითხველთა დიდი მოწონება და ინტერესი. ეს არის ეპიკური რომანი, მაგრამ, ამასთანავე, მეტად ცოცხალი და ადამიანური."
16.95
წყალზე მროკავი
ავტორი: თა-ნაჰასი ქოუთსი
მთარგმნელი: გიორგი ხარაიშვილი
სერია: წლის ბესტსელერი
რა ელოდება ჰაირამ უოკერს - დედით შავკანიან მონას, მამით კი თეთრკანიანსა და ვირჯიინის უმდიდრესი არისტოკრატული გვარის წარმომადგენელს? როცა ჰაირამი მონობას ვეღარ უძლებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება გადარჩენის გზა - ფანტასტიკური, სახიფათო, დაუჯერებელიც კი, მაგრამ თავისუფლების ბოლო შანსი სხვანაირი ვერც იქნება! მონობიდან გაქცევის აუცილებელი პირობაა წყალი, ხიდი, ნისლი და... როკვა, სწორედაც ზანგური როკვა! და ჰაირამიც იწყებს... გინდათ, იხილოთ, როგორ როკავს შავკანიანი ამერიკა თავისუფლებისთვის? მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი.
16.95