ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
16.95
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
- გამომცემლობა
- პალიტრა ლ
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.271
- ნანახია
- 982
მსგავსი პროდუქტები
საკუთარი თავის მართვა
საკუთარი თავის მართვის შესახებ თუ სხვა არაფერს წაიკითხავთ, გაეცანით ამ 10 ნაშრომს ექსპერტებისგან. თქვენთვის ჰარვარდ ბიზნეს რევიუს არქივის ასეულობით სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ რესურსების მაქსიმალურად გამოსაყენებლად.
"HBR-ის 10 აუცილებელი საკითხავი საკუთარი თავის მართვის შესახებ" დაგეხმარებათ:
გაითვალისწინოთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები
მიიღოთ გულწრფელი უკუკავშირი
აღიდგინოთ ფიზიკური და გონებრივი ენერგია
შეინარჩუნოთ წონასწორობა საკუთარ თავს, სამუშაოს, პირად ცხოვრებასა და სოციუმს შორის
გასცეთ დადებთი ენერგია თქვენს ორგანიზაციაში
დაძლიოთ სირთულეები
მოახდინოთ დელეგირება და განავითაროთ თანამშომლების ინიციატივები
19.9
HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში
მსგავსი შემთხვევა, ალბათ, თქვენც გქონიათ - შეხვედრას ესწრებით და საკუთარ თავს ეწუწუნებით: "ამ გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად მთელი საუკუნე რატომ სჭირდება?" თუმცა, როგორც ლიდერს, არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერად იმუშავებენ გუნდის წევრები და როგორ შედეგს მიაღწევენ.
გუნდურობის ექსპერტ მერი შაპიროს "HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში" დაგეხმარებათ კონცეტრირდეთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალებსა და ადამიანებზე და აირიდოთ ის საფრთხეები, რომლებიც წარსულში გამოგიცდიათ. პრაქტიკული სავარჯიშოებით, გუნდური დისკუსიის კონკრეტული სტრუქტურითა და თანმიმდევრული რჩევებით, სახელმძღვანელო დაგეხმარებათ:
სწორად შეარჩიოთ გუნდის წევრები
დაისახოთ მკაფიო და გონივრული მიზნები
იყოთ გახსნილი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის
ხელი შეუწყოთ ადამიანებს, იგრძნონ პასუხისმგებლობა
ამოიცნოთ და გამოასწოროთ არასწორი ქმედება
გუნდში შეინარჩუნოთ მოტივაცია და მიზანი
მერი შაპირო 20 წელზე მეტია, კონსულტანტად და პრაქტიკოს ტრენერად მუშაობს. იგი სიმონსის კოლეჯის კეიგენ თრასთის სახელობის პროფესორი ლიდერობის განვითარებაში და სიმონსის მენეჯმენტის სკოლის პრაქტიკის პროფესორია.
გაგზავნა
22.95
HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში
გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის ამაღლების წახალისება შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის გასახორციელებლად? როგორ და ისეთი ბიზნესკეისი უნდა შეადგინო, რომელიც შენი იდეის ღირებულებას სრულად წარმოაჩენს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები. ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს.
პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინის „HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად“ გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს. ისწავლი, როგორ:
ახსნა, როგორ წაადგება შენი იდეა ბიზნესს
მოარგო შენი კეისი სტრატეგიულ მიზნებს
შექმნა გუნდი, რომელიც წარმატებით შეძლებს შენი იდეის ფორმირებასა და გამოცდას
გამოითვალო უკუგება ინვესტიციაზე
გააანალიზო რისკები და პერსპექტივები
წარუდგინო შენი კეისი დაინტერესებულ მხარეებს
პროექტის მართვის პროფესიონალი რეიმონდ შინი საკონსულტაციო კომპანია „პროდაქტ ენდ პროცეს ინოვეიშენის“ პრეზიდენიტია, რომლის საქმიანობაც პროექტის მართვას, პროდუქტის განვითარებასა და პროცესის გაუმჯობესებას მოიცავს. ემი გალო „ჰარვარდის ბიზნეს რევიუს“ მოწვეული რედაქტორი და „HBR-ის გზამკვლევი სამუშაო სივრცეში კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ავტორია.
22.95
ყველაფერი ტრა*შია
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
ჩვენ ვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ გაუგებრობაში გაგვარკვიოს, მარკ მენსონია. წიგნში „ყველაფერი ტრა შია“ მენსონი უამრავ ფსიქოლოგიურ კვლევასა და ფილოსოფოსთა (პლატონით დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული) მარადიულ სიბრძნეზე დაყრდნობით, კრიტიკულად აანალიზებს რელიგიებს, პოლიტიკას, ფულს, გართობასა და ინტერნეტს. მენსონი ერუდიციისა და იუმორის ჩვეული ნაზავით მოგვიწოდებს, უფრო გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას რწმენის, ბედნიერების, თავისუფლებისა და თვით იმედის მიმართ.
16.95