გურია -150 ამბავი #28
15
ავტორი: ირაკლი მახარაძე
სერია: თან საკითხავი
წიგნში მოთხრობილია ნაირგვარი ამბები გურულების ყოფასა და ზნე-ჩვეულებებზე. იმედია, მკითხველი ინტერესით გაეცნობა ბევრ ახალ და უცნობ ინფორმაციას საქართველოს ამ გამორჩეული კუთხისა და მისი მცხოვრებლების შესახებ.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 15
- წონა
- 0.251
- ნანახია
- 796
მსგავსი პროდუქტები
შრომა, გურია
ორი მოთხრობა
შრომა, გურია
გუგა არჩვაძეს რეპეტიცია
ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
11.9
ოპერა - 100 ამბავი #56
ავტორი: ბექა ხოჯავა
სერია: თან საკითხავი
გამომცემლობა: არტანუჯი
1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში.
ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
13.95
აკაკი - 180 ამბავი #46
ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე
სერია: თან საკითხავი
„საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას.
ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“
წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
15
ლუდი - 130 ამბავი #4
გამოსაცემად მოამზადა ვლადიმერ პერანიძემ
წიგნში გამოყენებულია აგრეთვე ლევან ტავლალიშვილის, ნიკა შონიასა და ნიკა ხოფერიას მიერ მომზადებული მასალები
სერია:თან საკითხავი
ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის საზოგადოებრივ განვითარებასა და მატერიალური კულტურის განვითარებას დაუდო სათავე.
11.7
ილია ჭავჭავაძე - 180 ამბავი #6
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა
სერია: თან საკითხავი
წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში.
მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.
11.9
ნობელიანტი ფიზიკოსები - 150 ამბავი #7
წიგნის ავტორ-შემდგენელი კახმეგ კუდავა
სერია: თან საკითხავი
ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს... ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.
12
ალექსანდრე ორბელიანი - 150 ამბავი #52
ავტორი: როსტომ ჩხეიძე
სერია: თან საკითხავი
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული.
150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს.
17.9
გალაკტიონი - 200 ამბავი #37
შემდგენელი: ნათია სიხარულიძე
სერია: თან საკითხავი
გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.
16.95
პავლე ინგოროყვა - 125 ამბავი #35
ავტორი: როსტომ ჩხეიძე
სერია: თან საკითხავი
„პავლე ინგოროყვა იმ რჩეულ პიროვნებათა შორის იგულისხმება, რომელთა ბიოგრაფიაც უშუალოდ გადაჯაჭვია ქვეყნის ცხოვრებას, მის ისტორიულ მდინარებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-კულტურულ მოვლენებს. იშვიათია ასეთი მღელვარე, ასეთი დრამატიზმით აღსავსე ბიოგრაფია მეცნიერისა და მწერლისა. და ეს იშვიათობა ძალდაუტანებლად აირეკლება აქაც – პატარ-პატარა ამბებად დალაგებულ კომპოზიციურ ქარგაში.
პავლე ინგოროყვას დაბადებიდან ახლახან 125 წელი გავიდა. წიგნშიც, ამ თარიღის აღსანიშნავად, სწორედ 125 ამბავია წარმოდგენილი“. – როსტომ ჩხეიძე
13.95
მუხრანი - 90 ამბავი #33
შემდგენელი: ნანა მაჭავარიანი
სერია: თან საკითხავი
ამ წიგნით მკითხველი გაეცნობა ნათესავებისა და მეგობრების თვალით დანახულ მუხრან მაჭავარიანს.
პოეტის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. თამამ და ნოვატორულ შემოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგე
ჰყავდა ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენიდან მოყოლებული... მუხრანს არ დაჰკლებია კრიტიკის ქარ-ცეცხლი და თვით უახლოეს მეგობართაგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამის შესახებ თავად პოეტი უბადლო იუმორით წერდა:
„საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები,
სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები...
P. S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, –
– ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“
13.9
ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი #32
სერია: თან საკითხავი
წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.
გამოცემაში შესული ამბების ავტორები:
ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე.
„მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო.
ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში.
ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება.
11.9
თამაზ ჭილაძე - 55 ამბავი #31
სერია: თან საკითხავი
ამ წიგნში თამაზ ჭილაძის თანამედროვეები – მწერლები, მსახიობები, ჟურნალისტები, მისი მეგობრები თუ მასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში მოხვედრილი ადამიანები ჰყვებიან მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული პიროვნების შესახებ.
თამაზ ჭილაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ კულტურაში როგორც მწერალმა, დრამატურგმა, არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ლიტერატურული მონოგრაფიისა და წერილის ავტორმა, თეატრის თეორეტიკოსმა, უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო და ლიტერატურული გამოცემების რედაქტორმა, მწერალთა/დრამატურგთა თაობების აღმზრდელმა და მასწავლებელმა.
თამაზ ჭილაძე ერიდებოდა საჯაროობას – თავისი ცხოვრებისა და პროფესიული ამბების გამოქვეყნებას. დღეიდან ეს ბიოგრაფიული დეტალები, ის ამბები, რაც კერძო საუბრებად რჩებოდა და ხშირად ადრესატამდე (მთავარ პერსონაჟამდე) ვერაღწევდა, უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
11.7
მუსიკა - 150 ამბავი #29
სერია: თან საკითხავი
მუსიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ განსაკუთრებული ადამიანები. მათ ის უნარი აქვთ, რომელიც ჩვეულებრივ ყოფით მდგომარეობებს, პირობებს, სიტუაციებსა და ავადმყოფობებსაც კი ბგერებად და ხმოვან თავგადასავლად გარდაქმნის ხოლმე. ჩვენი მიზანი არ ყოფილა დეტალური აღწერა მათი ცხოვრებისა, მით უმეტეს, მხოლოდ მცირე ნაწილს შევეხეთ მათი ცხოვრებიდან.
ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა, ძალზე მსუბუქად და მხიარულად, იმ ზღვრის შესახებ, რომელიც არსებობს ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის და ეს ზღვარი რეალურია. ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე დიდი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მიღწევები სწორედ ამ ზღვარზე იბადება, ზღვარზე ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის.
▪️ წიგნში გამოყენებულია გია ბუღაძის ნახატები.
▪️ გამოსაცემად მოამზადა მარიამ უგრეხელიძემ.
18.9