თეთრი ეშვი
9.9
ავტორი: ჯეკ ლონდონი
მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა.
- გამომცემლობა
- სულაკური
- ფასი
- 9.9
- წონა
- 0.363
- ნანახია
- 1071
მსგავსი პროდუქტები
შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი
ავტორი: ართურ კონან დოილი
მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
კრებული „შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი“ აერთიანებს შვიდ მოთხრობას და მცირე რომანს „ოთხთა ნიშანი“. დოქტორი უოტსონი ისევ უყოყმანოდ მიჰყვება მეგობარს ნებისმიერ სახიფათო საქმეზე, რომლებსაც გამჭრიახი დეტექტივი მუდამ დიდი წარმატებით ხსნის.
ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი გვიამბობს, თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ განგვიმარტავს „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.
10.9
საიდუმლო ბაღი
ავტორი: ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
„საიდუმლო ბაღი“ საყმაწვილო კლასიკაა, რომელიც პირველად 1911 წელს გამოიცა. მიუხედავად ამისა, მას დღემდე დიდი სიამოვნებით კითხულობენ გოგონებიცა და ბიჭებიც.
წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორკშირში მდებარე უზარმაზარ სახლში გადადის. ბიძის სახლი იდუმალებითაა მოცული. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩაკეტილია და ღამით გრძელ დერეფნებში უჩვეულო ხმები ისმის. სახლს გარშემო თვალუწვდენელი ტრამალი აკრავს, მახლობლად კი სუროთი დაფარული მაღალი კედლები აღმართულა. სწორედ აქ აღმოაჩენს მერი ჩაკეტილ კარს, რომლის მიღმაც საიდუმლო ბაღი იმალება.
9.9