პადინგტონი
12.9
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: თეა ბაკურაძე
სულაკაურის გამომცემლობა
ასაკი: 3+
დათვი პადინგტონი ინგლისში შორეული პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები არაჩვეულებრივ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათთან ოჯახის ახალი წევრი, პადინგტონი დასახლდა.
- ფასდაკლება
- 20
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.285
- ნანახია
- 1025
მსგავსი პროდუქტები
მეც მინდა დაიკო ან ძამიკო
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
გამომცემლობა:
მთარგმნელი: თამარ მაისურაძე
პეტერი დაიკოს ან ძამიკოს ინატრებს და სულ მალე პატარა ლენას მოუყვანს დედა. ერთი ციცქნა არსება სულ ჩხავის, დედას და მამას კი მაინც ძალიან უყვართ. პეტერს გული სწყდება, ნეტავ, და-ძმის ნაცვლად სამთვლიანი ველოსიპედი მესურვაო.
თუმცა, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე…
12.9
მეც მინდა სკოლაში
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: თამარ მაისურაძე
სულაკაურის გამომცემლობა
საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.
„მეც მინდა სკოლაში“, – გაიძახის ხუთი წლის ლენა და ხშირად წარმოიდგენს ხოლმე, ვითომ მართლაც ჰყავს მასწავლებელი. თუმცა, სკოლობანას თამაში გაცილებით უკეთ გამოუვიდოდა, რომ იცოდეს, სინამდვილეში როგორია სკოლა. ერთ მშვენიერ დილას ლენას უფროსი ძმა პეტერი ეუბნება: – ჩქარა ჩაიცვი, თუ გინდა, წამომყვე და ნახო, როგორია ჩემი სკოლა…
12.9
პოპი და სემი: ძილისპირული ამბები
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ასაკი: 2+
● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია.
● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას.
● სასაჩუქრე გამოცემა.
პატარა კოხტა ფერმაში ისევ დიდი მხიარულებაა – პოპი, სემი და მათი ოთხფეხა მეგობრები ახალ თავგადასავლებში ეხვევიან.
19.9
დათვი, სახელად პადინგტონი (წიგნი 1)
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: თეა ბაკურაძე
დათვი პადინგტონი შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები დაუვიწყარ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათ ოჯახს ახალი წევრი პადინგტონი შეემატა.
8.9
პადინგტონი საზღვარგარეთ (წიგნი 4)
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი
პადინგტონი ბრაუნებთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრება. სწორედ მისი დამსახურებით იქცევა საფრანგეთში მოგზაურობა მორიგ თავგადასავლად. პადინგტონთან ერთად ყველგან სახალისო, ზოგჯერ ხიფათით სავსე ამბები გელით. რაც მთავარია, დათვი ყველა ხიფათს დააღწევს თავს და ახალ მეგობრებს შეიძენს. ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მეგობრული დათვია.
8.9