ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან
26
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე
მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი
წიგნი თემატურად ეძღვნება ძველი ბერძნული ტრაგედიის პრობლემატიკის განხილვას. ეს არის არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის ახალგაზრდა პროფესორის ნაშრომი, არამედ ფართო ფილოსოფიური, კულტურული და ესთეტიკური კვლევა, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ძველბერძნულ, არამედ თანამედროვე ევროპული საზოგადოების მსოფლმხედველობით პარადიგმებსაც. ამასთან, ავტორი წიგნში განიხილავს ბერძნულიდან ევროპული მსოფლმხედველობის მემკვიდრეობითობას და ამ მსოფლმხედველობის შეცვლის გზებს.
- გამომცემლობა
- აქტი
- ფასი
- 26
- წონა
- 0.269
- ნანახია
- 866
მსგავსი პროდუქტები
ესე იტყოდა ზარატუსტრა
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე
მთარგმნელი: ერეკლე ტატიშვილი
გამომცემლობა: კარპე დიემ
დიდი გერმანელი მოაზროვნის ფრიდრიხ ნიცშეს თხზულება „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, ტრაგიკული ეპოქის გულისშემძვრელი დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ღრმა საკაცობრიო იდეები. ამ ფილოსოფიური რომანის ქართული თარგმანი გერმანული ენიდან ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ ლიტერატორს ერეკლე ტატიშვილს, გასაიდუმლოებულად, რადგანაც კომუნისტური დიქტატურა კრძალავდა ნიცშეს სახელსაც კი, არამცთუ მისი უმთავრესი ქმნილების თარგმნასა თუ შესწავლა-გააზრებას. თუმც მთარგმნელი დაპატიმრებას მაინც ვერ გადაურჩა. მის მიერ შესრულებული ეს ბრწყინვალე თარგმანი კი რაღაც სასწაულით გადაურჩა სუკის ბრჭყალებს.
ეს წიგნი ყველასთვისაა, ვისაც ასხია თვალნი ხედვად და ყურნი სმენად.
და არავისთვისაა, ვისთვისაც დახშულია სახედველნი და სასმენელნი სულისანი.
წიგნი გახლავთ მესამე შესწორებული გამოცემა
39
კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე
მთარგმნელი: გიორგი თავაძე
„ეს თხზულება ჩემი ფილოსოფიის შემოკლებული ვერსიაა: თვით დანაშაულამდე რადიკალური“, – ასე ახასიათებდა ერთ-ერთ წერილში ნიცშე „კერპების მწუხრს“. ამ ნაწარმოებში გერმანელი ფილოსოფოსი მთელ თავის სტილისტიკურ არსენალს იყენებს: აქ ვხვდებით ეპიგრამებს, სენტენციებს, აფორიზმებს, ესეებს, ავტობიოგრაფიულ პასაჟებს, ფილოსოფიურ-კულტუროლოგიურ ანალიზს... „კერპების მწუხრის“ სტრუქტურა, შესაძლოა ლაბირინთს შევადაროთ. აქ, რა თქმა უნდა, არის შესასვლელი, მაგრამ შესვლისთანავე ანუ კითხვის დაწყების შემდეგ მკითხველი უკვე ახალ გზაგასაყარზე დგას. ავტორს მიხვეულ-მოხვეული გზებით მივყავართ და ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ ისევ ლაბირინთის შესასვლელთან დავბრუნდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მკითხველმა შესაძლოა, ლაბირინთის შუაგულში ამოყოს თავი, საიდანაც უკვე სრულიად გაურკვეველია, თუ სად არის ბოლო და სად – დასაწყისი. ამ დაბნეულობის ეფექტს ნიცშე სტილის სწრაფი მონაცვლეობითა და მკვეთრი განცხადებებით ახდენს. ნიცშე ცდილობს, განუწყვეტლივ გადაანაცვლოს პერსპექტივები და ამით მოცემული საკითხი უფრო ფართო ჭრილში განიხილოს. იგი არ ერიდება ალტერნატიული გზების ძიებას, იმის ეჭვქვეშ დაყენებას, რაც ცოტა ხნის წინ თავად თქვა. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მეთოდითაა შესაძლებელი „გაქვავებული“ ჭეშმარიტებების თავიდან აცილება და საკითხის მრავალგანზომილებიან ჭრილში გააზრება. ყოველივე ეს „კერპების მწუხრს“ აქცევს უაღრესად საიტერესო ფილოსოფიურ ნაშრომად, რომელსაც ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად უნდა გაეცნოს.
28