თავისუფალი მონები
13
ავტორი: ნიკა ნოვალი
,,თავისუფალი მონები'' ფილოსოფიური ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია,რომლის პერსონაჟებიც,ძირითადად, ალეგორიულად არიან წარმოდგენილნი. წიგნში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სასიამოვნო ცოდვებს ემონებიან. სიუჟეტი ვითარდება თბილისსა და მიღმიერ სამყაროში, სადაც მთავარი გმირი, ბიზნესმენი იოანე, "კულისებიდან" აკვირდება, როგორ ერევიან ბოროტი სულიერი არსებები მისი ახლობელი ადამიანების ბედში, როგორ უნგრევენ და უშენებენ ხალხს ცხოვრებას;მათ ხშირად სიკეთეც მოაქვთ, მაგრამ მათი მიზანი უცვლელია-ადამიანის შეცდენა...
- გამომცემლობა
- წიგნი+ერი
- ფასი
- 13
- წონა
- 0.249
- ნანახია
- 826
მსგავსი პროდუქტები
ვა, სოფელო
ავტორი: ზაირა არსენიშვილი
მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…
“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს… მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ თამაზ ჭილაძე
19.9
ვარდის სურნელი
ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
სულაკაურის გამომცემლობა
„ვარდის სურნელი“ – ესაა სულისშემძვრელი რომანი სიტყვებზე. რომანი-ლაბირინთი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნიცშეს „ზარატუსტრა“ არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, „ვარდის სურნელი“ არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის. და ეს არ არის სიტყვების თამაში. სიტყვების თამაშია თვითონ რომანი – წიგნი-გამოწვევა, რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა.
ავტორი თხრობის დასაწყისშივე კისრულობს შეუსრულებელ მისიას, დაწეროს წიგნი უსიტყვებოდ და უფურცლებოდ, და, რაც მთავარია, იგი ამ მისიას ასრულებს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იგი მართლაც წერს ასეთ წიგნს…
ალუზიებით, პოეზიითა და სევდით გაჟღენთილ ამ ტექსტში გვაოცებს მოულოდნელი გადახვევები და ლაბირინთები. შეუძლებელია მიხვდე, რა გელოდება შემდეგ გვერდზე, და აქ ასეთი სამასამდე გვერდია. ეს ყველაფერი როდია: მკითხველს რომანში ელის კიდევ ერთი პატარა რომანი სახელად „სიტყვების გამოფენა“, რომელიც „ვარდის სურნელშია“ გახვეული.
ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რეალობა-ჯადოსნურობის მიჯნაზე მოარული მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ და ერთმანეთში არეული ათასი სურნელით თავბრუს დაგახვევთ.
22.9