santaesperanza

იკითხე კლასიკა

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი
ავტორი: ართურ კონან დოილი სერია: იკითხე კლასიკა   "მსოფლიოს უყვარს ის! 1887 წელს, პირველად რომ ახსენეს, იმ დროიდან მოყოლებული უყვარს! მკითხველები დღემდე სწერენ წერილებს, მწერლები მისი თავგადასავლის გაგრძელებას ცდილობენ, კინორეჟისორები დღემდე ახალ-ახალი სახით აცოცხლებენ ეკრანზე, არტისტები კი ისევ ხატავენ და აქანდაკებენ! მის სახელზე მუზეუმები, ”საზოგადოებები“ და ”კლუბები“ იქმნება, გინესის რეკორდების წიგნში კი წერია, რომ ერთადერთი ლიტერატურული პერსონაჟია, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე უცვლელად მკვიდრობს მსოფლიოს ხალხთა ცხოვრებასა და ენაში. ასე რომ, შერლოკი ცოცხალია! მიჰყევით დანაშაულის კვალს მასთან ერთად და გახსენით გაუხსნელი საქმეები! თავგადასავალი გრძელდება! "
13.95
მოთხრობები
ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი მთარგმნელი: ნანა ნოზაძე-ჯუღაშვილი, მზია გელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     როგორი არსება დაიბადება, თუკი უნიკალური ქირურგიული ოპერაციით ძაღლს ადამიანად გარდაქმნიან? გამოჩენილმა რუსმა მწერალმა, უკვდავი ,,ოსტატი და მარგარიტას" ავტორმა, მიხაილ ბულგაკოვმა ამ შეკითხვას ვრცელ მოთხრობაში ,,ძაღლის გული" უპასუხა. მის გმირს, პროფესორ პრეობრაჯენსკის, ზედმიწევნით მეცნიერული და ,ამასთანავე, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ რა გამოვიდა?.. წიგნში შესულია მოთხრობები: ,,ძაღლის გული:, ,,ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები", ,,მორფი", ,,ერთი ექიმის უჩვეულო თავგადასავლები".
13.95
უთავო მხედარი
ავტორი: მაინ რიდი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: იკითხე კლასიკა     მორის მუსტანგერი, ლუიზა პოინდექსტერი და კასიუს კოლჰაუნი ლეგენდარული სასიყვარულო სამკუთხედია! ვინ არიან ისინი? მორისი ტეხასში სახელგანთქმული ცხენოსანი და მეჯინიბე, ველური ფაშატების საუკეთესო გამხედნავია, ლუიზა – მდიდარი პლანტატორის, ვუდლი პოინდექსტერის მშვენიერი ქალიშვილი, კასიუსი კი, ყოფილი კავალერისტი კაპიტანი, ღვარძლიანი და მშიშარა სამხედროა. ყველაფერი იმ საღამოს იწყება, როცა პოინდექსტერები დიდ წვეულებას მართავენ, რათა ღირსეულად წარდგნენ მაღალი საზოგადოების წინაშე. ტეხასი ხომ მათი ახალი სახლია – ისინი ლუიზიანადან სულ ახლახან გადმოვიდნენ. სწორედ იქ შეიკვრება სასიყვარულო სამკუთხედი და დაიგეგმება დიდი შურისძიება სიყვარულზე! ... მაგრამ, ვინ არის მეოთხე? ვინ არის ის შიშის მომგვრელი არსება – უთავო მხედარი?
13.95
ლისაბონის ღამე
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერიაი: კითხე კლასიკა   ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს და მთელ ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელ - პატივს და ღირსებას - აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ. რომანის გმირების სულიერი სამყარო და დატირალებული უბედურება საბედისწროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამობობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე,რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე,არამედ ადამიანური სახე.
13.95
წითელი და შავი
ავტორი; სტენდალი მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე სერია: იკითხე კლასიკა   ერთი მხრივ,დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და,მეორე მხრივ,რომანტიკული ჟულიენ სორელი თვდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ.უნიჭიერესი,საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული,ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს,თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში.ჭაობს კი ეშაფოტი სჯობს,თავის დახრას-თავის მოკვეთა.რომანში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი რესტავრაციის პერიოდი საფრანგეთის არისტოკრატია,ბურჟუაზია,საუსლიერო პირები.აღწერილია კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა საქმიანობა.
13.95
შაგრენის ტყავი
ავტორი: ონორე დე ბალზაკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: გერონტი ქიქოძე   „შაგრენის ტყავის" იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც - დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ დე ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის, მთელ კაცობრიობაზე იძიოსს შური. რაფაელი სიღარიბემ, გამდიდრების დაუოკებელმა ჟინმა, ლამაზ ქალებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებამ მიიყვანა ეშმაკის საკურთხეველთან
14.95
მოთხრობები- ფიოდორ დოსტოევსკი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: ზურაბ კიკნაძე; თენგიზ ჩხაიძე; პაატა ჩხეიძე   "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.  
14.95
ამპარტავნობა და ამოჩემება
ავტორი: ჯეინ ოსტინი სერია: იკითხე ქართულად   ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...
14.95
დორიან გრეის პორტრეტი
მთარგმნელი: თამარ მაღრაძე     თუ ხართ ახალგაზრდა და ლამაზი, საყოველთაო აღფრთოვანება თავბრუს ნუ დაგახვევთ და,როცა ცნობილი მხატვარი თქვენს პორტრეტს შექმნის,ნახატით ტკბობისას ნუ ინატრებთ მარადიულ ახალგაზრდობას.საბედისწერო სურვილმა - მხოლოდ მისი პორტრეტი დაბერებულიყო და არ ათვითონ - შთანთქა ახალგაზრდა დორიან გრეი და მთელი მისი სიცოცხლე.ღირს თუ არა ან რამდენად ძვირი ღირს წარმავალის გამარადიულება, ,,დორიან გრეის პორტრეტიდან" შეიტყობთ.
14.95
აღდგომა
ავტორი: ლევ ტოლსტოი სერია: იკითხე კლასიკა   ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია,ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი,ახლა კი,ჭირვარამგამოვლილს,ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის.რადაც უნდა დაუჯდეს,ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.
16.95
ლოტე ვაიმარში
ავტორი: თომას მანი მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი სერია: იკითხე კლასიკა რა რჩებათ სათქმელი მოხუცებულ მწერალსა და მის მუზას? სიყვარული მხოლოდ წიგნის ფურცლებზეა მარადიული თუ ცხოვრებაშიც? რას შეიძლება გრძნობდეს უკვე ასაკში შესული ქვრივი ქალი, რომელიც მწერლის უდიდესი სიყვარულის ობიექტი იყო და მარადიულობა მის რომანში მოიპოვა? თომას მანის „ლოტე ვაიმარში“ ლიტერატურული მოგზაურობაა ცნობილი მწერლისა და მისი მუზის ცხოვრების, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მონაკვეთში....
16.95
აჩრდილები სამოთხეში
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: იკითხე კლასიკა "მკითხველის წინაშეა რამდენიმე თაობის საყვარელი მწერლის, ე.წ. „დაკარგული თაობის“ წარმომადგენლის – ერიხ მარია რემარკის შესანიშნავი რომანი. ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესმენი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი „ამერიკულ სამოთხეში“ მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ, ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოეულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო... და, მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით – ოდესმე შინ დაბრუნდებიან. რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე."
16.95
ტრიუმფალური თაღი
მთარგმნელი: აკაკი გელოვანი სერია: იკითხე კლასიკა   ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! - ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს - გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს.
16.95
ქალთა ბედნიერება
ავტორი: ემილ ზოლა მთარგმნელი: ნუნუ ქადაგიშვილი სერია: იკითხე კლასიკა     პროვინციელი ქალიშვილი ორ უმცროს ძმასთან ერთად,ბედის საძებნელად,უფრო სწორად,თავისა და ბიჭების გადასარჩენად,პარიზში ჩადის.ბიძის ოჯახში თავშესაფრის პოვნის იმედი უცრუვდება და ცხოვრებასთან დამოუკიდებლად შეჭიდება უწევს.დენიზ ბოდიუ დიდ უნივერსალურ მაღაზია "ქალთა ბედნიერებაში" იწყებს მუშაობას.ღარიბი,მაგრამ ღირსებით სავსე დენიზი უკიდურეს გაჭირვებას,ათასგვარ დაბრკოლებას,მოქიშპეკოლეგების ვერაგობას,ინტრიგებს,აბეზარი მამაკაცების ქედმაღლობას ებრძვის და მრავალჯერ დგება ზნეობრივი არჩევანის წინაშე...
16.95
ვილეტი
ავტორი: შარლოტ ბრონტე სერია: იკითხე კლასიკა   "ლიუსი სნოუ ობოლი ქალიშვილია, რომელსაც არც ფული აქვს და არც ნათესავები ჰყავს. სამაგიეროდ მიღებული აქვს კარგი განათლება, ძლიერი ხასიათი და სხარტი აზროვნება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მარტო გაემგზავროს ევროპაში და იპოვოს სამუშაო როგორც ინგლისურის მასწავლებელი გოგონათა სკოლა-პანსიონში. სწორედ იქ, მძიმე ყოველდღიურ შრომასა და ინტრიგების ატმოსფეროში გადაეყრება სრულიად განსხვავებულ ორ მამაკაცს _ ინგლისელ ჯონსა და ბელგიელ პოლს. პირველი ლიუსიში თბილ სიმპათიას იწვევს, მეორე _ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების მთელ კონას. გახდება თუ არა რომელიმე მათგანი მისი სიყვარული და ბედისწერა?.."
16.95
მოუთმენლობა გულისა
ავტორი: ანტონ ჩეხოვი მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე სერია: იკითხე კლასიკა   ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ...
13