santaesperanza

მინი წიგნების კოლექცია

მარია სტიუარტი
ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: მინი წიგნების კოლექცია ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
13
დიდი სახლის პატარა დიასახლისი ( საკოლექციო)
ავტორი: ჯეკ ლონდონი რომანის სიუჟეტი ეყრდნობა “სასიყვარულო სამკუთხედს’’ - პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.
14.9
წითელი და შავი
ავტორი: სტენდალი მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე სერია: მინი წიგნების კოლექცია ერთი მხრივ,დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და,მეორე მხრივ,რომანტიკული ჟულიენ სორელი თვდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ.უნიჭიერესი,საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული,ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს,თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში.ჭაობს კი ეშაფოტი სჯობს,თავის დახრას-თავის მოკვეთა.რომანში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი რესტავრაციის პერიოდი საფრანგეთის არისტოკრატია,ბურჟუაზია,საუსლიერო პირები.აღწერილია კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა საქმიანობა.
14.95
აღდგომა
ავტორი: ლევ ტოლსტოი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: მინი წიგნების კოლექცია ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია,ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი,ახლა კი,ჭირვარამგამოვლილს,ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის.რადაც უნდა დაუჯდეს,ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.
14.95
ამპარტავნობა და ამოჩემება - საკოლექციო
ავტორი: ჯეინ ოსტინი თარგმანი: ხათუნა ბასილაშვილი
14.95
ქარიშხლიანი უღელტეხილი საკოლექციო
  ავტორი: ემილი ბრონტე "ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის." - ვირჯინია ვულფი. ინგლისური ტელეარხის UK TV Drama-ის გამოკითხვით, ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი" ყველა დროის ყველაზე რომანტიკულ რომანად აღიარეს, ხოლო BBC-ის 2003 წლის გამოკითხვაში - ,,ყველა დროის 200 საუკეთესო წიგნი" - ის მე-12 ადგილზეა.
14.95
დავითიანი (საკოლექციო)
ავტორი: დავით გურამიშვილი ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა სამშობლოს წინაშე.
14.95
დანაშაული და სასჯელი (საკოლექციო)
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი   რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“
14.95
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (საკოლექციო)
  ავტორი: ვიქტორ ჰიუგო ცნობილია, რომ ვიდრე ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს’’ დაწერდა, ჰიუგომ კარგად შეისწავლა ფრანგული გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში და ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ძეგლი. რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. მწერალი ამ პრობლემების გათავისებაში რომ დაგვეხმაროს, რომანში სამი მთავარი გმირი შემოჰყავს: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს, რადგანაც ჰიუგოს მეტმა ჯერ ვერავინ შეძლო მშვენიერების ამხელა სიმაღლემდე აეყვანა სიმახინჯე და სიკეთის ზეიმი ამ გზით ეჩვენებინა.
14.95
შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (საკოლექციო)
ავტორი: ართურ კონან დოილი "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ აერთიანებს 11 მოთხრობას, რომლებში აღწერილი ამბებიც მაშინ მოხდა, როცა დოქტორი უოტსონი შერლოკ ჰოლმსთან ერთად ბეიკერ-სტრიტზე ცხოვრობდა. ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი გვიამბობს, თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ განგვიმარტავს „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს"
14.95
ტრიუმფალური თაღი საკოლექციო
ავტორი: ერიხ მარია რემარკი ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.
14.95
უთავო მხედარი (საკოლექციო)
ავტორი: მაინ რიდი სერია: მინი წიგნების კოლექცია
14.95
ვეფხისტყაოსანი (საკოლექციო)
შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემის გამორჩეული საკოლექციო გამოცემა პალიტრა L- ის საკოლექციო გამოცემების სერიის ფარგლებში გამოიცა. ტექსტი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
14.95