santaesperanza
ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ
ავტორი: ჯორჯ ბერკლი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ჯორჯ ბერკლი (1685-1753) ინგლისელი (ირლანდიელი) ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: „ესსე მხედველობის ახალ თეორიაში“ (1709) და „ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ“ (1710). თავის ამ მთავარ ნაშრომში (ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ) ირლანდიელი ფილოსოფოსი ჯორჯ ბერკლი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ „მე“ არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები – იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.
20
ტრეისი ბიკერი - ჩემი თავგადასავალი
ავტორი: ჟაკლინ  უილსონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ტრიუმფალური თაღი
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: აკაკი გელოვანი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
17.95
ტრიუმფალური თაღი
ავტორი: ერიხ მარია რემარკი გამომცემლობა: პალიტრა L  
12
ტრიუმფალური თაღი
მთარგმნელი: აკაკი გელოვანი სერია: იკითხე კლასიკა   ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! - ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს - გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს.
16.95
ტუვა გლიმერდალიდან
ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გლიმერდალს, სადაც ტუვა ცხოვრობს, გარშემო დაბურული, წიწვოვანი ტყე აკრავს და იქაურობა თოვლითაა დაფარული. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არაა, მხოლოდ სათხილამურო ბილიკის თავზე, ყორღანის წვერს რომ ეძახიან, პატარა შავ წერტილს შენიშნავ. სწორედ ეს შავი წერტილი გახლავს ტუვა, რომელიც ახლა თხილამურებით მთის წვერიდან დაშვებასა და შთამბეჭდავი, სუნთქვის შემკვრელი სალტოს გაკეთებას აპირებს. წითურთმიან, ონავარსა და საოცრად გამბედავ ტუვას ციგა ჯადოსნური მარხილივით ფრენა-ფრენით დაჰყავს. იგი ერთადერთი ბავშვია მთელ გლიმერდალში, ამიტომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი, არც მეტი და არც ნაკლები, 74 წლის გუნვალდია. ტუვას დაბადების დღე წელს აღდგომას ემთხვევა. ის ათი წლისა ხდება, ჰოდა, გადაწყვეტილი აქვს, დაბადების დღე ისე აღნიშნოს, რომ მთები შეაზანზაროს. თუმცა მანამდეც ისეთ ამბებს დაატრიალებს, დარწმუნდები, რომ ტყუილად არ შეურქმევიათ იქაურებს მისთვის „გლიმერდალის პატარა ჭექა-ქუხილი“.
9.9
ტურისტის საუზმე
ავტორი: ზაზა ბურჭულაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
17.9
ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე)
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
ტყეში- მოძრავი ნახატებით
ჟანრი: შემეცნებითი ლიტერატურა ბავშვებისთვის ასაკი: 3-6 წლამდე
27.95
ტყის ჩეხა
ავტორი: თომას ბერნჰარდი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
უბედობა
ავტორი: იმრე კერტესი მთარგმნელი: ანი აბულაშვილი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა   „უბედობა“ ებრაულ ოჯახში დაბადებული უნგრელი ნობელიანტი მწერლის, იმრე კერტესის ავტობიოგრაფიული რომანია, დაწერილი 1973-1975 წლებში. რომანის მთავარი გმირი, 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში, წარმოუდგენელი სიზუსტით და ობიექტურობით აღწერს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს, თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზე გადადის და წინ მისი ფიქრები, განცდები, დამოკიდებულებები, გადარჩენის მისეული გზა ინაცვლებს.
13.9
ამოწურულია
უბედური ქორბუდა და სხვა მოთხრობები (7-8)
ავტორი: იროდიონ ევდოშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
6.9
უბრალო ფანქარი 2B Sakura blacklead pencil
2B ADEL მითითებულია ერთი ცალის ფასი. გამოწერის შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს.
1.4
უბრალოდ, ბავშვები
ავტორი: პატი სმითი მთარგმნელი: ბიძინა და ანა მაყაშვილები „პატი სმითმა პოეტური შედევრით დაგვაჯილდოვა. ეს წიგნი იშვიათი მოსაწვევია, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი განძის აღმოსაჩენად გვეპატიჟება“. – ჯონი დეპი კ ოლტრეინის გარდაცვალების ზაფხული იდგა; სიყვარულისა და ამბოხებების ზაფხული; ზაფხული, როდესაც ორი ახალგაზრდა ბრუკლინში ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარა. ამის შემდეგ დაადგნენ ორივენი ხელოვნების, თავდადებისა და ძიების გზას. პატი სმითი პოეტად და არტისტად იქცა, რობეტ მეპლთორპი კი, თავისი უკიდურესად პროვოკაციული სტილით, ფოტოგრაფად ჩამოყალიბდა. მათი, ამ უცოდველი ენთუზიასტების სამოქმედო არეალი კონი-აილენდიდან 42-ე ქუჩამდე ვრცელდებოდა. 1969 წელს წყვილი სასტუმრო „ჩელსიში“ დაბინავდა. ისეთი გაფაქიზებული ცნობიერების ეპოქა დამდგარიყო, როდესაც პოეზიის, როკ-ენროლის, ხელოვნებისა და სექსუალობის პოლიტიკის სამყაროები ერთიმეორეს ეჯახებოდნენ და იმსხვრეოდნენ. ამ ყველაფრით გარემოცულნი, პატი და რობერტი ერთმანეთის ოცნებებითა და მიზნებით სულდგმულობდნენ, სულიერი შიმშილის წლებში კი ერთმანეთს აგულიანებდნენ და ასაზრდოებდნენ. „უბრალოდ, ბავშვები“ სასიყვარულო ამბად იწყება და ელეგიად სრულდება. წიგნი 60-70-იანი წლების ნიუ-იორკსა და იქაურ მდიდრებსა და ღარიბებს, თაღლითებსა და ხულიგნებს ეძღვნება. ესაა ნამდვილი ზღაპარი, რომელიც ასახავს ორი ახალგაზრდა ხელოვანის აღმასვლას დიდებისკენ.
19.9
უდანაშაულობის გამოცდა
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე „უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი იყო. „ჩემს ყველა დეტექტივს შორის,-წერდა „დეტექტივების დედოფალი“ თავის „ავტობიოგრაფიაში“,-ყველაზე დამაკმაყოფილებლად „მრუდე სახლი“ და „უდანაშაულობის განცდა“ მიმაჩნია“. ორივე დეტექტივი მწერალის სხვა რომანებისგან იმითაც არის გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარ - მესიე პუაროს ან მისის მარპლს. წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ...
15.95
უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო
ავტორი: არუნდატი როი მთარგმნელი:თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკაურის გამომცემლობა ცნობილი ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ეს ახალი რომანი, რომლის გამოქვეყნებასაც მკითხველი და კრიტიკოსები სულმოუთქმელად ელოდნენ, ეპიზოდური ამბებისაგან მოქსოვილი ეპიკური ტილოა, ისეთივე ჭრელი, მრავალწახნაგოვანი და კომპლექსური, როგორიც თავად ინდოეთი, მისი მოსახლეობა თუ ბობოქარი ისტორია. სწორედ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების, ტრადიციებისა თუ ადამიანური ურთიერთობების არდავიწყებას ეძღვნება რომანი „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“, რომელიც ერთდროულად სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა თუ ურთიერთდაპირისპირებაზე, ადამიანურ სიკეთესა თუ ბოროტებაზე მოგვითხრობს. თხრობა ძველ სასაფლაოზე დასახლებული ჰიჯრის, ჰერმაფროდიტი ანჯუმის ისტორიით იწყება და ძველ სასაფლაოზევე სრულდება, რომელიც წიგნის ყველა, ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულით განმსჭვალულ მთავარ გმირს აერთიანებს და მივიწყებული ადგილიდან მიუსაფართა „ჯანატად“ (სამოთხედ), ანუ „უზეშთაესი ნეტარების“ ადგილად იქცევა. „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“ მთელი ქვეყნის ბედზე მოგვითხრობს და მასში უფრო მძაფრად იგრძნობა ცნობილი პუბლიცისტისა და პოლიტიკური აქტივისტის, არუნდატი როის პირადი კრიტიკული დამოკიდებულება მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. უთუოდ ამითაც აიხსნება ფართო მკითხველის უდიდესი ინტერესი ამ რომანის მიმართ, რომელიც უკვე 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
24.9
უთავო მხედარი
ავტორი: მაინ რიდი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: იკითხე კლასიკა     მორის მუსტანგერი, ლუიზა პოინდექსტერი და კასიუს კოლჰაუნი ლეგენდარული სასიყვარულო სამკუთხედია! ვინ არიან ისინი? მორისი ტეხასში სახელგანთქმული ცხენოსანი და მეჯინიბე, ველური ფაშატების საუკეთესო გამხედნავია, ლუიზა – მდიდარი პლანტატორის, ვუდლი პოინდექსტერის მშვენიერი ქალიშვილი, კასიუსი კი, ყოფილი კავალერისტი კაპიტანი, ღვარძლიანი და მშიშარა სამხედროა. ყველაფერი იმ საღამოს იწყება, როცა პოინდექსტერები დიდ წვეულებას მართავენ, რათა ღირსეულად წარდგნენ მაღალი საზოგადოების წინაშე. ტეხასი ხომ მათი ახალი სახლია – ისინი ლუიზიანადან სულ ახლახან გადმოვიდნენ. სწორედ იქ შეიკვრება სასიყვარულო სამკუთხედი და დაიგეგმება დიდი შურისძიება სიყვარულზე! ... მაგრამ, ვინ არის მეოთხე? ვინ არის ის შიშის მომგვრელი არსება – უთავო მხედარი?
13.95
უთავო მხედარი
ავტორი: მაინ რიდი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუვალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირისპალიტრის" ამ პროექტს მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორად მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების ნუსხა, რომელიც "პალიტრამედიამ" რეალურ ბიბლიოთეკად აქცია. ეს წიგნებიც მსოფლიო ლიტერატურის იმ უნიკალური ბიბლიოთეკის ნაწილია.
16.95
უთავო მხედარი (საკოლექციო)
ავტორი: მაინ რიდი სერია: მინი წიგნების კოლექცია
14.95
სიახლე
უთვისებო კაცი (I)
ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა „უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება ვენაში, 1913 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იწყება. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბოლო დღეებს ითვლის – პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი. სწორედ ამ დროს უცხოეთიდან იმპერიის დედაქალაქში ბრუნდება უთვისებო კაცი, 32 წლის მათემატიკოსი, სახელად ულრიხი...
34.95
სიახლე
უთვისებო კაცი (II)
ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   „უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება ვენაში, 1913 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იწყება. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბოლო დღეებს ითვლის – პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი. სწორედ ამ დროს უცხოეთიდან იმპერიის დედაქალაქში ბრუნდება უთვისებო კაცი, 32 წლის მათემატიკოსი, სახელად ულრიხი...
29.95
უილიამ შექსპირი - პოემები
ავტორი: უილიამ შექსპირი „თუკი დღეს უილიამ შექსპირის მნიშვნელობა პირველ რიგში მისი უდიდესი დრამატურგიული მიღწევებით განისაზღვრება, თანამედროვეთა თვალში იგი პირველ რიგში პოეტი იყო, თანაც საოცრად ჰარმონიული და თავისუფლად მოაზროვნე. მისი პოეტური ტექსტები აზრისა და გრძნობების ნამდვილი გამოხატულებაა, რომელშიც ადამიანური ვნებები ღვივის, ხოლო სამყარო მთავარი გმირების ბედისწერას ატრიალებს. საშუალება გვაქვს ქართულ ენაზე გავეცნოთ დიდი ინგლისელი პოეტის ყველა პოემის ტექსტს, რომელიც არაჩვეულებრივად და დიდი პროფესიონალიზმით თარგმნეს: მედეა ზაალიშვილმა, ჯემალ აჯიაშვილმა და გიორგი ნიშნიანიძემ." - გიორგი კაკაბაძე  
23.9
უილიამ შექსპირი - სონეტები
ინგლისურიდან თარგმნა რეზო თაბუკაშვილმა
50
უკანასკნელი ვარკსვლავი
ავტორი: რიკ იანსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   ისინი დედამწიაზე არიან! ისინი ცაში არიან! ისინი არსად არიან! ისინი ჩვენს გასანადგურებლად მოვიდნენ! ისინი ჩვენს გადასარჩენად მოვიდნენ! ამ წინააღმდეგობასა და ბუნდოვნებაში ერთი სიმართლეა: კესი, ბენი, რინჯერი, ზომბი... მათ უღალატეს...უღალატეს დედამიწაზე მცხოვრებ 7,5 მილიარდ ადამიანსაც
13