santaesperanza
როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს
ავტორი: ალექს ოსტერვარდელი მთარგმნელიხათუნა ბასილაშვილი   გქონია ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურს ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული იდეის სიწორეში? ვერ განსაზღვრავ ზუსტად, რა სურთ შენს მომხმარებლებს? გინდა, თავიდან აიცილო დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა? მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, ამ წიგნის წაკითხვა შენი პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. იგი დაგეხმარება შექმნა ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო, შენთვის კი - მომგებიანი იქნება.
29.95
საკუთარი თავის მართვა
საკუთარი თავის მართვის შესახებ თუ სხვა არაფერს წაიკითხავთ, გაეცანით ამ 10 ნაშრომს ექსპერტებისგან. თქვენთვის ჰარვარდ ბიზნეს რევიუს არქივის ასეულობით სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ რესურსების მაქსიმალურად გამოსაყენებლად. "HBR-ის 10 აუცილებელი საკითხავი საკუთარი თავის მართვის შესახებ" დაგეხმარებათ: გაითვალისწინოთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები მიიღოთ გულწრფელი უკუკავშირი აღიდგინოთ ფიზიკური და გონებრივი ენერგია შეინარჩუნოთ წონასწორობა საკუთარ თავს, სამუშაოს, პირად ცხოვრებასა და სოციუმს შორის გასცეთ დადებთი ენერგია თქვენს ორგანიზაციაში დაძლიოთ სირთულეები მოახდინოთ დელეგირება და განავითაროთ თანამშომლების ინიციატივები
19.9
სამუშაოს ძებნა მარტივად
ავტორი: მესმერი მაქს სერია: სერია მარტივად ეს არის ადვილად გასაგები, პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! „სამუშაოს ძებნა მარტივად“, თქვენი საქმიანობის სფეროს განურჩევლად, დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამსახურის ძებნის პროცესი ისე, თითქოს საქმეში განსწავლულ პარტნიორთან ერთად ეძებთ. სამუშაოს პოვნა და მასთან შეგუება ყოველთვის ადვილი როდია. თქვენ აუცილებლად მოხვდებით ვაკანსიისთვის შესაფერის უამრავ კანდიდატს შორის. როგორ უნდა გამოგარჩიონ? „სამუშაოს ძებნა მარტივად“ გაჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ უნდა გამოირჩეოდეთ კონკურსის დროს და როგორ იპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც ნამდვილად გინდათ. მთარგმნელი: გვანცა ირემაშვილი
15
სიყვარულის ხუთი ენა
ავტორი:  გერი ჩეპმენი სერია:  ლურჯი ოკეანე როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული? გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტსელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები, რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში - მათ იციან, თუ როგორ აგრძნობინონ ერთმანეთს ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული. გაყიდულია 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი!
14.95
უსასრულო თამაში
ავტორი:სიმონ სინეკი სერია: ლურჯი ოკეანე "როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება თამაშში, რომელსაც დასასრული არ აქვს? სასრულ თამაშებს გაცხადებული მოთამაშეები ჰყავს, გაწერილი წესები და განსაზღვრული დასასრული აქვს. ადვილია გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლენა, როგორც, მაგალითად, ფეხბურთსა და ჭადრაკში. უსასრულო თამაშებში, როგორიცაა ბიზნესი, პოლიტიკა ან ცხოვრება, გამუდმებით იცვლებიან მოთამაშეები, იცვლება წესები და არ არსებობს კონკრეტული დასასრული. უსასრულო თამაშებს გამარჯვებულები და დამარცხებულები არ ჰყავს. მაგალითად, არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ""ბიზნესის მოგება"" ან ""ცხოვრებაში გამარჯვება""- არსებობს მხოლოდ წინ ან უკან ყოფნა. ლიდერები, რომლებიც მართავენ უსასრულო აზროვნებით, უფრო ძლიერ, ინოვაციურ და ყველასთვის შთამაგონებელ ორგანიზაციებს ქმნიან. ასეთი ორგანიზაციები გამოირჩევიან საჭირო მედეგობით მარად ცვალებად გარემოში წარმატების მისაღწევად. წიგნში ""პირველად იყო რატომ"" საიმონ სინეკმა გვაჩვენა მკაფიო მიზნის მნიშვნელობა ნებისმიერი საქმის წამოწყებისას. „უსასრულო თამაშში"" კი ავტორი წარმოგვიდგენს მოდელს იმ თამაშის არსში უკეთ გასარკვევად, რომელშიც ყველანი მოთამაშეები ვართ, რადგან ეს უსასრულო თამაშია."
16.95
ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში
სერია: ლურჯი ოკეანე   ატერიალური სიმდიდრე ფულით იზომება. ფული უამრავი სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა. ფული იმას აქვს, ვინც მისი დაგროვების წესი იცის. ფული დღესაც იმავე კანონებს ექვემდებარება, რომლებიც ექვსი ათასი წლის წინ ბაბილონში მოქმედებდა. რისი თქმა შეუძლია 1920-იან წლებში დაწერილ წიგნს თანამედროვე ინვესტორებისთვის მათი ფინანსების შესახებ? როგორც მიზიდულობის კანონი, „ფულის კანონებიც“ უნივერსალური და უცვლელია. ჯორჯ სამუელ ქლეისონის მსოფლიო ბესტსელერი „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში“ არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს როგორც მოზარდმა, რათა მომავალში არ დაუშვას ფინანსური შეცდომები, ისე ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს განვითარებაზე და კაპიტალის დაგროვებაზე.
14.95
ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ
ავტორი: ნატა ასათიანი სერია: ლურჯი ოკეანე   ეს არის წიგნი ყველასთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს საჯაროდ საუბრის უნარები და იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ჩვენ ხშირად გვესმის ისტორიები გამორჩეული საჯარო ფიგურების შესახებ, ვუსმენთ მათ გამოსვლებს და ხშირად ვფიქრობთ, რომ ისინი რაღაც განსაკუთრებული უნარებით არიან დაჯილდოებულნი. თუმცა, რეალურად, სწორედ ეს წიგნი გვაჩვენებს, რომ ცნობილი პოლიტიკოსებიც, მსახიობებიც, ნობელის პრემიის ლაურეატებიც ისევე ღელავენ საჯაროდ საუბრის წინ, როგორც მე და თქვენ გვინერვიულია და აგვჩარებია გული. წიგნი ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ გვაჩვენებს, რომ სწორი მიდგომით და ვარჯიშით შესაძლებელია საზოგადოების წინაშე საუბარი ვაქციოთ არა ნერვიულობის, არამედ სიამოვნების წინაპირობად. წიგნი განსაკუთრებით დაეხმარება სტუდენტებს, სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულ პირებს, მომავალ პოლიტიკოსებს, გაყიდვების აგენტებს, ყველას, ვინც აცნობიერებს, რომ საჯაროდ საუბარი, კარგი პრეზენტაცია წარმატების მთავარი ფაქტორია. ნატა ასათიანი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
14.95
ყველაფრის წესები
ავტორი: რიჩარდ ტემპლარი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: მაია ვასაძე   რიჩარდ ტემპლარმა უამრავი დრო მოანდომა იმ წესების შესწავლას, რომლებსაც წარმატებული და ბედნიერი ადამიანები მისდევენ. შედეგად, მისი წიგნები სხვადასხვა სფეროში სასარგებლო წესების დაცვის შესახებ მრავალ ენაზე გამოცემული მილიონობით ტირაჟებით იყიდება. განურჩევლად იმისა, საქმე ეხება ადამიანის საქმიანობას, პირად ცხოვრებას, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებსა თუ ფულთან მოპყრობას, ავტორის წიგნები წესების შესახებ წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვების 25-წლიან პერიოდს მოიცავს. წინამდებარე გამოცემა - სრულიად ახალი ნაკრები - ყველაფრის წესები - შექმნილია ავტორის ყველა ბესტსელერიდან ამოკრებილი საუკეთესო წესების აღწერით, რომლებიც თავად მკითხველების გამოკითხვის შედეგად იქნა შერჩეული. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, მრავალი ადამიანის გონივრული გადაწყვეტილების შესაბამისად აირჩიოთ გზა, რომელიც წარმატებასა და ბედნიერებას მოგიტანთ.    
16.95
წარმატების 365 გასაღები
ავტორი: რამაზ გიგაური    ამ წიგნს შემთხვევით არ გადაყრიხართ. ინდური ანდაზის მიხედვით ხომ "შემთხვევა შემთხვევით არ ხდება". ამ წიგნს თქვენი პიროვნებისა და, აქედან გამომდინარე, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. წიგნში გამოყენებული ყველა ნამდვილი ამბავი, იგავი, მითი, ანდაზა თუ ციტატა თვითგანვითარების შესახებ მოგვითხრობს, ამიტომ ამ წიგნს შეგვიძლია თვითგანვითარების სახელმძღვანელოც ვუწოდოთ.
16.95
წარმატებული სტარტაპი
ავტორი:  ერიკ რისი   რიკ რისი(დაიბადა 1978წ.) - ამერიკელი მწერალი,ბლოგერი,ავტორი ბესტსელერებისა: "წარმატებული სტარტაპი" და "სტარტაპის გზა".არის არაერთი სტარტაპისა და დიდი კომპანიის დამფუძნებელი და მრჩეველი.ამჟამად Long-Term Stock Exchange-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.სტარტაპი ბევრია თუმცა შედეგიანი - ცოტა.ერიკ რისის "წარმატებული სტარტაპი", განსაკუთრებულად წარმატებული კომპანიების შესაქმენლად,მუდმივი სიახლის მეთოდს გვთავაზობს.ბიზნესის კეთების ამ ინოვაციურმა მიდგომამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
15
წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი
ავტორი: ჯორდან ბ.პეტერსონი სერია:ლურჯი ოკეანე     " „ცხოვრების 12 წესში“ მსოფლიოში სახელგანთქმული მოაზროვნე და კლინიკური ფსიქოლოგიის აღიარებული ექსპერტი, ჯორდან პეტერსონი, ცხოვრებისეული ქაოსის ერთგვარ ანტიდოტს გვთავაზობს - შფოთთან და ღელვასთან გასამკლავებლად მარადიულ ჭეშმარიტებებს გვიზიარებს. „წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი“ მისი წინამორბედის ერთგვარი გაგრძელებაა. ავტორი ასაბუთებს, რომ ადამიანის ცხოვრების დანიშნულების ნაწილი არსებული ცოდნის მიღმიერი სივრციდან და მუდმივად ცვალებად სამყაროში ადაპტაციის უნარიდან გამომდინარეობს. მაშინ, როცა ჭარბი ქაოსი ბუნდოვანების საფრთხეს გვიქმნის, წესრიგის სიჭარბეს ცნობისმოყვარეობისა და შემოქმედებითობის ნაკლებობისკენ მივყავართ. შესაბამისად, „წესრიგს მიღმა“ მოგვიწოდებს, დავიცვათ ბალანსი რეალობის ორ ფუნდამენტურ პრინციპს - წესრიგსა და ქაოსს შორის - ამ ორის გზაგასაყარზე მნიშვნელობის საპოვნელად. კაცობრიობის უძველეს მიგნებებსა და დაგროვილ სიბრძნეზე დაყრდნობით, ისევე როგორც ზედმიწევნით პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და პაციენტების მაგალითებზე დაკვირვებით, პეტერსონი გვთავაზობს თორმეტ ახალ პრინციპს უფრო ღირებული ცხოვრების შესაქმნელად. "
19.95
ჰეგარტი რეკლამის შესახებ
ავტორი:ჯონ ჰეგარტი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: ლურჯი ოკეანე „ჰეგარტი რეკლამის შესახებ" მოიცავს წლების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და აზრს იმ ადამიანისგან, რომელიც დგას უაღრესად ეფექტური და გავლენიანი კამპანიების უკან ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Levi Strauss, Audi და Unilever. ეს არის ქართულ ენაზე ნათარგმნი პირველი წიგნი კრეატივის და სარეკ- ლამო სააგენტოს ფუნქციონირების შესახებ, სადაც ავტორი, როგორც თვითმ- ხილველი და თანამონაწილე, არაჩვეულებრივი ენითა და იუმორით აღწერს თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ფორმირებისა და განვითარების გზას.
24.95