santaesperanza
ცნობილი ხუთეული: ხუთეული დროს შესანიშნავად ატარებს #11
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სახელგანთქმული ხუთეულის ახალი ისტორია სახალისოცაა და, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. თუმცა, როგორც უკვე იცით, ამ ბავშვებს გამჭრიახობა და გაბედულება არასდროს ღალატობთ. ხუთეული არდადეგებზე დასასვენებლად მიემგზავრება და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებს. ბავშვები უეცრად კოშკის ფანჯარაში სასოწარკვეთილ სახეს შენიშნავენ და სწორედ მაშინ იწყება თავგადასავალი, რომელშიც ცირკის მსახიობები, პითონი, სახელად „ლამაზო“ და ბოშა გოგონა ჯოც ერთვებიან. აბა, გაიგე, ვინ იმალება ციხესიმაგრის საიდუმლო ოთახში და რატომ?  
8.9
ცნობილი ხუთეული: ხუთეული იდუმალ კვალზე (წიგნი 3)
3 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცნობილი ხუთეული: ხუთეული კლდოვან სანაპიროზე (წიგნი 12)
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა აბა, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცნენ თავგადასავლების მოყვარული, გამომძიებელი ბავშვები, თუკი კლდოვან სანაპიროზე, უკაცრიელ კოშკში ყოველ ქარიშხლიან ღამეს იდუმალი სასიგნალო შუქი ინთება? არადა, ჯორჯმა, დიკმა, ჯულიენმა და ენიმ ერთმანეთს პირობა დაუდეს, რომ ამ არდადეგებზე მხოლოდ დაისვენებენ და შარში აღარ გაეხვევიან…   წაიკითხე ეს წიგნი და შეიტყობ, ხუთეული ისევ ძველებურ გამჭრიახობასა და გაბედულებას თუ გამოიჩენს. ალბათ დაგაინტერესებს, ვინ იყვნენ ძველი დროის მძარცველები, რომლებიც გემებს სანაპიროსკენ იტყუებდნენ, და არსებობს თუ არა მათი საიდუმლო ბილიკი; ბინადრობენ თუ არა კოშკში ცეცხლის დამნთები „აჩრდილები“ და რა საიდუმლოს მალავს ცხენი „კლოპერი“…
8.9
ცნობილი ხუთეული: ხუთეულის ახალი თავგადასავალი (წიგნი 2)
2 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ანი კოპალიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება
ავტორი: გრიგოლ აბაშიძე   “ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება” გრიგოლ აბაშიძემ 1975 წელს დაწერა.ეს არის ისტორიული რომანი ცოტნე დადიანისა და კოხტისთავის შეთქმულების შესახებ.ისტორია იწყება ცოტნეს ბავშვობიდან,საიდანაც კარგად ჩანს როგორ ჩამოყალიბდა მისი ხასიათი და რამ უბიძგა ასეთი თავდადებისკენ.”ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება” “ლაშარელას” და “დიდი ღამის” გაგრძელებაა.    
15
ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა
ავტორი: გრიგოლ აბაშიძე
25
ცოცხლად დამწვარი
ავტორი: სუადი * თარგმანი: ეკატერინე სუმბათაშვილი ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული ერთგვარი პროტესტია ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ. წიგნში აღწერილია თანამედროვე რეალობა, რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს.სუადი იმ სასტიკი ტრადიციის მსხვერპლია, რომლის გამოც უამრავი ქალი იღუპება, დღესაც კი.
11.95
ცრემლიანი სათვალე
  ავტორი; გოგი გვახარია „ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, „პირად ისტორიაზე“, ე. ი. ბიოგრაფიაზე, იმოქმედა… ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა. ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და „ოტტეპელის“ დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და „პერე­სტროიკის“ ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით. კინოს მოყვარულები ცნობილი „ვუაიერისტები“ რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით… და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!“
13.9
ცუდი ბიჭები (1)
ავტორი: აარონ ბლაბი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერკიდსი   მისტერ მგელო, მისტერ ზვიგენი, მისტერ გველო, მისტერ პირანია. ისინი ცუდი ბიჭები არიან, ეს ყველამ იცის: საშიშები, სახიფათოები და...უბრალოდ, ცუდები მაგრამ ამ ბიჭებს გმირობა უნდათ და ამას კარგი საქციელით დაამტკიცებენ გინდა ეს შენ თუ არა. მოკალათდი, მოემზადე ყველაზე სასაცილო წიგნის წასაკითხად.
7.95
ცუდი ბიჭები მისია გაუპუტავი 2
ავტორი: აარონ ბლაბი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერკიდსი     ცუდი ბიჭები დაბრუნდნენ! 10 000 წიწილა მაღალტექნოლოგიურ ფერმაში გამოუკეტავთ. ნეტავ, ვინ გადაარჩენს მათ? რას იტვით მგელზე, ზვიგენზე, პირანიასა და გველზე, რომელთაც წიწილაყლაპიად იცნობენ? ცუდი რა უნდა მოხდეს? მოემზადე ცუდი ბიჭების კიდევ ერთი სასაცილო ამბის წასაკითხად.
7.95
ცუდი ბიჭები: ბეწვგორგალა ბრუნდება (3)
ავტორი: აარონ ბლაბი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერკიდსი     ცუდ ბიჭებს ძალიან, ძალიან ცუდი დღე ელით. მისტერ მგელომ და მისმა ძალიან, ძალიან ცუდმა ძმაკაცებმა ძალიან, ძალიან ცუდი ზღვის გოჭი გადაიკიდეს. და ამ პატარა, საზიზღარ ბეწვგორგალას შურისძიება სწყურია. გადარჩებიან ცუდი ბიჭები? გახდებიან გმირები?
7.95
ცუდი გოგოს ოინები
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია გამომცემლობა: ინტელექტი
24.9
ცუდი დრო პოეზიისთვის
ავტორი: ბერტოლდ ბრეხტი მთარგმნელი: ზვიად რატიანი გამომცემლობა: მელანი     ბერტოლტ ბრეხტის (1898-1956) რჩეული ლექსების კრებულით XX საუკუნის ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ხელოვნების ფუნქციის ძირეულად გარდამქმნელი გერმანელი მწერალი და დრამატურგი ქართველ მკითხველს შედარებით სისტემური სახით პირველად წარუდგება, როგორც პოეტი. ბრეხტის სახელი რამდენადაც მჭიდროდ დაუკავშირდა გვიანსაბჭოთა ქართული თეატრის რამდენიმე ლეგენდარულ დადგმას, იმდენადვე მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი და უსაშველო მოცულობის პოეტური შემოქმედება შემოიფარგლა თითო-ოროლა ლექსის გადმოთარგმნით. შესაძლოა, ცივი წყლის გადასხმასავით გამომაფხიზლებელი იყოს წინამდებარე კრებულისთვის შერჩეული ლექსები, რადგან ისინი დაშორებულია რიტმისა და რითმის კლასიკურ სტანდარტებს და ერთგვარი უსამკაულობა და, საერთოდაც, არალირიკულობა ახასიათებთ. ეს ლექსები შეიქმნა დროში, რომელიც – ბრეხტის მშრალი ფორმულირებით – „ცუდია პოეზიისათვის“.
17
ცუდი მამა
ავტორი: დევიდ უოლიამსი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: Liberkids   "არსებობენ სხვადასხვანაირი მამები: მსუქნები და გამხდრები, მაღლები და დაბლები, ახალგაზრდები და მოხუცები, დინჯები და მხიარულები, არასერიოზულები და სერიოზულები, ხმაურიანები და ჩუმები... ეს არის ამბავი მამასა და შვილზე. ფრენკი შვილია. მამა მამაა და მას გილბერტი ჰქვია. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგ-ალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამა-შვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენ. ფრენკისა და მამამისის თავგადასავალი უსამართლობასა და ბოროტებასთან ბრძოლაა."
12.95
ცხოველები (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სახალისო თავსატეხებს აერთიანებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკეთ გააცნობს ცხოველთა სამყაროს, გაუვარჯიშებს გონებას და განუვითარებს კალმის სწორად ჭერის უნარ-ჩვევას. წიგნს მოყვება კალამი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.
9.9
ცხოველები და მათი შვილები
ავტორი: ნათია ჯანაშია მხატვარი: ნანა მელქაძე ყუთში  65 ბარათია  იცოდი, რომ სპილოს, ცხვრის, ციყვის და ნებისმიერი სხვა ცხოველისა თუ ფრინველის შვილს თავისი სახელი ჰქვია? ამ ბარათებით გაიცნობ ცხოველთა სამყაროს და ბევრ საინტერესოსაც გაიგებ მასზე, დაათვალიერებ ლამაზ ილუსტრაციებს, პატარა სახალისო ლექსებსაც ისწავლი და დააწყვილებ ბარათებს - ყველა დედას თავის შვილს აპოვნინებ. ამასობაში მათ სახელებსაც დაიმახსოვრებ. წაიკითხე, ისწავლე და ითამაშე!
13.95
ცხოველების კარ-მიდამო
ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე გამომცემლობა: ინტელექტი ყდა:რბილი
15.95
ცხოველების ფერმა
ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: დათო აკრიანი  
9.95
ცხოველთა თავგადასავალი, ბონის თავგადასავალი ბაღში
კატა ბონი ბაღში გავიდა და საინტერესო თავგადასავლის გმირი გახდა. ვის ან რას შეხვდება გზად? ამას ამ საყვარელი წიგნიდან შეიტყობთ.
16.95
ცხოველთა სამყარო - 100 უცნაური ამბავი #22
სერია: თან საკითხავი იცოდით, რომ ლურჯი ვეშაპის ენაც კი აფრიკულ სპილოზე მძიმეა? რომ პეპლებს გემოს რეცეპტორები ფეხებზე ჰქონიათ, თევზებს კი – ტანზე და ამის გამო მთელი ტანით შეიგრძნობენ გემოს? ჟირაფს რომ ნახევარმეტრიანი ენა აქვს? და ბუებს თავის 360 გრადუსით დატრიალება შეუძლიათ, მაგრამ თვალებს რომ ვერ ამოძრავებენ? და თუ წარმოგედგინათ, რომ აქლემის ხერხემალი სწორია? ან ის, რომ თეთრი დათვის კანი შავია? მგლებს რომ 13 კმ-ის გაცურვა შეუძლიათ, იცოდით? და ძაღლის დრუნჩის ანაბეჭდი რომ ისევე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითისა? ეს რა არის, კიდევ იმდენ საინტერესოსა და უცნაურს ამოიკითხავთ ამ წიგნში, რომ...
9.9
ცხოვრება ორმოცის შემდეგ
ავტორი: ალექსანდრე ჯეჯელავა     როგორ აღვიქვამთ და ვაფასებთ საკუთარ თავს, როგორია ჩვენი სოციალური როლები, როგორ გვეხმარება პიროვნული კრიზისები განვითარებაში, როგორ იღებს და გადაამუშავებს სხეული სამყაროსგან მიღებულ ინფორმაციას?  რომელი ბაზისური ემოციები გვაქვს ყველა ცოცხალ არსებას?  წიგნში ავტორის პრაქტიკული გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად დაგროვილი ცოდნაა თავმოყრილი,  რომელიც ამ კითხვების დასმასა და მათზე პასუხების ძიებაში დაგვეხმარება. ტექსტი მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული და ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესის მქონე მკითხველს. განხილული თემები ყველასთვის ახლო და ხელშესახებია, რადგან წიგნი ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობას ეხმიანება.
28
ცხოვრება ჩოგბურთის წესებით
ავტორი: თინათინ ბერიძე   როგორც ჩოგბურთში, ცხოვრებაშიც ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, თუმცა მიზანი, ოცნება და სიყვა- რული ის „წესებია~, რომლებიც ორივეს უხდება და სჭირდება. „ცხოვრება ჩოგბურთის წესებით~ მოულოდენე- ლი, იდუმალი შეხვედრით დაწყებული ამბის გა- გრძელებაა: ცამეტწლიანი გაურკვეველი მოლო- დინის შემდეგ ერეკლე „ჩაწოდების უფლებას~ იღებს და... ჩოგბურთის კორტზე არიან თეკლა და ლალე _ გოგონები დიდი მიზნებით, ოცნებებით... ცხოვრების კორტზე არიან ერეკლე, დემეტრე, ელენე და მაკა... აქვეა სიყვარული, შიში, ეჭვი, ტკივილი, განსაცდელი, იმედი... აქ სურვილებს შორის ბრძოლა და დაპირისპირებაა... აქ აღმოჩენაცაა: ყოველი დღე სიცოცხლის გაგრძელების შანსია, რომ ცხოვრების მთავარი ბრძოლა სწორედ ამ შანსის მოპოვება და... წასაგებად განწირული მატჩის შემოტრიალებაა!
12.95
ცხოვრება წინაა
ავტორი: რომენ გარი მთარგმნელი: თინა ღარიბაშვილი გამომცემლობა: აგორა ყდა: რბილი
10
ცხოვრების ამაოება და სიმწარენი
ავტორი : არტურ შოპენჰაუერი მთარგმნელი : ზურაბ ხასაია     წიგნი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – არტურ შოპენჰაუერის ე.წ. მცირე თხზულებათა კრებულია, მისი მთარგმნელის – ზურაბ ხასაიას კომენტარებითურთ. ზურაბ ხასაიამ 2012 წელს გამოსცა შოპენჰაუერის რამდენიმე თხზულების კრებული, რომლის სათაურად გამოტანილი იყო წიგნში მოთავსებული ერთერთი თხზულების სათაური – „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები“. იმ კრებულში შოპენჰაუერის ხსენებული სახელგანთქმული ქმნილების მხოლოდ ნახევარი იყო წარმოდგენილი. ამ წიგნში კი ეს თხზულება სრულადაა თარგმნილი და, შესაბამისად, დამატებულია სათანადო კომენტარები. აგრეთვე დამატებულია შოპენჰაუერის ორი სხვა თხზულება მთარგმნელის კომენტარებითურთ. მათ შორის ერთი („ქალებისთვის“) დამატებულია იმ მოტივით, რომ იგი მთარგმნელს განსაკუთრებით აქტუალურად მოეჩვენა ჩვენი დროისთვის. ამ წიგნში ერთმანეთს ერწყმის სამი სიკეთე. პირველი: თარგმნილია მსოფლიოს ფილოსოფიური საგანძურის ნამდვილი მარგალიტი – გენიალური ფილოსოფოსის და კალმოსანის წიგნი-შედევრი, რომელშიც აზრის სიღრმე და სინათლე თანაბრად ანცვიფრებს ადამიანს. მეორეა თარგმნის უაღრესად დახვეწილი ხელოვნება, რასაც გვთავაზობს ზურაბ ხასაია – ცნობილი ფილოსოფოსი და პოეტი. მკითხველი ამ წიგნის ნებისმიერი ადგილის კითხვისას დარწმუნდება, რომ კითხულობს დედანს და არა თარგმანს. ეს არის შოპენჰაუერის ამეტყველება ქართულად. და ბოლოს: მთარგმნელისეული კომენტარები აზროვნების სიღრმითა და სინათლით სრულიად შეეფერება გერმანელი ფილოსოფოსის დიდებულ ტექსტს და ამშვენებს მას. ეს ყოველივე გვაძლევს საფუძველს გვწამდეს: წიგნი „ცხოვრების ამაოება და სიმწარენი“ ძვირფასი საჩუქარია ჭეშმარიტი ქართველი მკითხველისთვის.
23.3