santaesperanza
თავისუფლება ცნობილისგან
ავტორი: ჯიდუ კრიშნამურტი მთაგმნელი:
18
თავისუფლება-პროცესი სამართლიანობისთვის
ავტორი: ლევან იზორია ლევან იზორიას წიგნში „თავისუფლება – პროცესი სამართლიანობისთვის” საფუძვლიანადაა გაანალიზებული თავისუფლების – ამ რთული და კომპლექსური ფენომენის შინაარსი და მნიშვნელობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში. ავტორი თავისუფლების საყოველთაო პრინციპის აღქმის ორიგინალურ რაკურსს გვთავაზობს. აღნიშნული პრინციპის რეალური მოქმედება სამართლიანობასთან დაახლოების პერმანენტულ პროცესშია დანახული. ამ უკანასკნელის უზრუნველყოფა ღია საზოგადოების პოლიტიკური სისტემის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ გამოწვევაზე ადეკვატური პასუხია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ძლიერ ინსტიტუტებთან ერთად თითოეულის მიერ თავისუფლების პასუხისმგებლობით გააზრება (თავისუფლების შეგნება). ავტორის აზრით, პროცესის არსებითი ელემენტების კონსოლიდაცია არის თავისუფლების განხორციელების წინაპირობა, რომელიც ადამიანის აღიარებით იწყება.
15.9
თავისუფლების გზები I
ავტორი: ჟან-პოლ სარტრი ფრანგულიდან თარგმნა: თინათინ ღარიბაშვილმა   რომანების ციკლი „თავისუფლების გზები“ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ჟან-პოლ სარტრის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს ციკლი სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ თემას - თავისუფლებას - მოიცავს. „გონიერების ასაკი“ ამ დაუსრულებელი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია. რომანში მოქმედება მიმდინარეობს 1930-ანი წლების ბოლოს პარიზში. მასში აღწერილია ფილოსოფიის პროფესორ მატიეს ცხოვრების 3 დღე. „გონიერების ასაკი“ არის სარტრის მხატვრული გამოკვლევა იმის შესახებ, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თავისუფლება, ის დაბადებიდანვე დამახასიათებელია ადამიანისთვის. ეს რომანი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ესმის სარტრს აბსოლუტური თავისუფლება.
30
თავისუფლების ექვსი ხარისხი
ავტორი: ნიკოლა დიკნერი მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი ნიკოლა დიკნერი თანამედროვე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტია. იგი დაიბადა 1972 წელს რივიერ - დე - ლუში, კვებეკში. დამთავრებული აქვს ლიტერატურის ფაკულტეტი ლავალის უნივერსიტეტში. დაწერილი აქვს რომანები, ნოველების კრებულები, საბავშვო ნაწარმოებები და სხ ვ., რომლებმაც მათ ავტორს ცხრა ლიტერატურული პრემია მოუტანა კანადაშიც და უცხოეთშიც, რადგან ისინი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ნიკოლა დიკნერის ნაწარმოებების პერსონაჟები გამოირჩევიან ორიგინალობით, უცნაურობით, აკვიატებული იდეით, უყვართ კითხვა და მრავალგვარ ინფორმაც იას ფლობენ. რომანი " თავისუფლების ექვსი ხარისხი " 2015 წელს გამოიცა და იმავე წელს მიიღო გენერალური გუბერნატორის ლიტერატურული პრემია. იგი მოგვითხრობს ცნობისმოყვარე ახალგაზრდებზე, რომლებიც არა მარტო ამა თუ იმ საკითხში ღრმა ცოდნის მიღებით იღებენ სიამოვნებას, არ ამედ ახერხებენ ეს ცოდნა გამოცდილებად აქციონ და კაცობრიობას გამოწვევით მიმართონ. "ტექნოლოგიის მიზანი ადამიანური გამოცდილების გაზრდა უნდა იყოს", - თვლის ერთ - ერთი პროტაგონისტი და ინფორმატიკოსი მეგობრის დახმარებით აქამდე არნახულ მოგზაურობაში მიდის.
10
თავისუფლების მომენტი
ავტორი: ბიორნებუ იენს "თავისუფლების მომენტი" - იენს ბიორნებუს ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომელიც ეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა ადამაინებში ბოროტების არსებობა. მისი აპოკალიფსური ხედვით ადამიანთა მოდგმაზე, მათი განხილვით და ამავედროს, სამართლიანობის გამანადგურებელ საკითხებზე შეხებით, "თავისუფლების მომენტი" ემსგავსება კაფკას "პროცესს". მთხრობელი, "სამართლიანობის მსახური" ინდივიდია, რომელიც ყოველდღიურად ხდება თვითმხილვველი სასამართლოებში მომხდარი უსამართლოებებისა.
9.8
თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი
ავტორი:ე.ლ. ჯეიმზი   ბრიტანელი მწერალი ქალის ე.ლ. ჯეიმზის რომანი 2011 წელს გამოვიდა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდერ კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტასია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნებასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს. თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი ტრილოგიის დაკსვნითი ნაწილია.
24.9
თავისუფლების შესახებ
ავტორი:  ჯონ სტიუარტ მილი მთარგმნელი:  გია ბერაძე ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, ინდივიდუალური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მჭევრმეტყველური დაცვაა მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიაში და დღესდღეობით, შესაძლოა, ყველაზე მეტად კითხვად ლიბერალურ არგუმენტს წარმოადგენს თავისუფლების მხარდასაჭერად. მილის მიერ თავისუფალი ნების, ინდივიდუალობისა და მრავალფეროვნების მგზნებარე დაცვა იძულებითი ერთფეროვნებისა და გავრცელებული მოსაზრების დესპოტურობის სიძულვილთან ერთად იწვევდა, როგორც აღტაცებას, ისე გაკიცხვას.
25
თავისუფლებისგან გაქცევა
აბტორი: ბაჩანა ბრეგვაძე ინგლისურიდან თარგმნა მედეა რუსიშვილმა. სერია:  MAGNUM OPUS ერიხ ფრომი (1900-1980) – ფსიქოანალიტიკოსი, სოციოლოგი, ჰუმანისტი ფილოსოფოსი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა. ფრომი, საუკუნის გარიჟრაჟზე, ფრანკფურტში, გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1934 წელს, ნაცისტური რეჟიმის აღზევებით განპირობებული საფრთხეების გამო, ფრომმა გერმანია დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო მოღვაწეობა.   „თავისუფლებისგან გაქცევა“ პირველად 1941 წელს, სწორედ ამერიკაში გამოიცა. ეს ფრომის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომლის ძირითადი საკითხიც „თანამედროვე ადამიანისათვის თავისუფლების მნიშვნელობას“ შეეხება. ავტორი თავისუფლების შესახებ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ექსკურსს გვთავაზობს – ისტორიულად საიდან იწყება ადამიანის თავისუფლება და არის კი თანამედროვე ადამიანი უფრო თავისუფალი, ვიდრე გლეხი, რომელიც ფეოდალურ წყობილებაში ცხოვრობდა? ამ და სხვა უაღრესად საინტერესო  კითხვებზე პასუხისას ავტორი გამორჩეული ოსტატობით იყენებს ფსიქოანალიტიკური თეორიის მიგნებებს როგორც ინდივიდის შინაგანი, აგრეთვე ფართო სოციალური პროცესების ასახსნელად, გვაჩვენებს რა ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პირობები შეიძლება უსწრებდეს წინ თავისუფალი საზოგადოების ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნას, რა განაპირობებს ამა თუ იმ რელიგიური დოქტრინისა თუ იდეოლოგიის, ან თუნდაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის მიმართ ადამიანების მორჩილებას.   ახლა, როდესაც საფრთხეები, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას ემუქრება, კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ხოლო ახალი და მეტად გამოცდილი დემოკრატიული სისტემები თანაბრად დგანან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
19.95
თავსატეხები (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ წიგნი + კალამი   ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი თავსატეხებს და სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაივარჯიშებენ გონებას, ისწავლიან ლოგიკურ აზროვნებას და კალმის სწორად ჭერას.  
9.9
თავშესაფარი
ავტორი: ჰარლან ქობენი მთარგმნელი: გიორგი გომართელი სერია: ლიბერთინს მიკი ბოლიტარის ცხოვრებაში დასასრული არ უჩანს სიახლეებს... ოღონდ, თითქოს ჯიბრზე, ყველა ერთიმეორეზე უარესია - მამა ავტოკატასტროფაში მის თვალწინ დაიღუპა, დედა ნარკომანია და სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს, თავად იძულებულია გაუცხოებულ ბიძასთან იცხოვროს და ახალ ქალაქსა და სკოლას შეეგუოს... მისი შეყვარებულიც უკვალოდ გაქრა.
12.95
თამაზ ჭილაძე - 55 ამბავი #31
სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თამაზ ჭილაძის თანამედროვეები – მწერლები, მსახიობები, ჟურნალისტები, მისი მეგობრები თუ მასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში მოხვედრილი ადამიანები ჰყვებიან მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული პიროვნების შესახებ. თამაზ ჭილაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ კულტურაში როგორც მწერალმა, დრამატურგმა, არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ლიტერატურული მონოგრაფიისა და წერილის ავტორმა, თეატრის თეორეტიკოსმა, უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო და ლიტერატურული გამოცემების რედაქტორმა, მწერალთა/დრამატურგთა თაობების აღმზრდელმა და მასწავლებელმა. თამაზ ჭილაძე ერიდებოდა საჯაროობას – თავისი ცხოვრებისა და პროფესიული ამბების გამოქვეყნებას. დღეიდან ეს ბიოგრაფიული დეტალები, ის ამბები, რაც კერძო საუბრებად რჩებოდა და ხშირად ადრესატამდე (მთავარ პერსონაჟამდე) ვერაღწევდა, უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
11.7
თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ
ავტორი: ერიკ ბერნი მთარგმნელი: გიორგი დოლიძე სერია: ძალიან მაგარი წიგნები 1964 წელს გამოიცა "თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ" – ერიკ ბერნის ყველაზე ცნობილი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ "თამაშები" პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის დაიწერა, ის უზარმაზარი ბესტსელერი გახდა, ხოლო ბერნის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დღემდე 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. დარწმუნებული ხართ, რომ ბევრი იცით საკუთარი თავისა და იმ ნაცნობ-უცნობი ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გიწევთ? იქნებ გაიგოთ, ვინ რა თამაშს თამაშობთ...
14.9
თამაში რიოში მარგალიტებით
ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: დიდი ოდისეა
22.9
თამაში ჭვავის ყანაში
ავტორი: ჯერომ სელინჯერი წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ. ჰოლდენი ამბობს: „წიგნი ისეთი უნდა იყოს რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას…“ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა.
13.95
თანაგრძნობით სავსე ცხოვრება
ავტორი: დალაი ლამა XIV თარგმანი: ნინო გოცირიძე ტიბეტელთა სულიერი ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურეატის დალაი ლამა XIV-ის ეს წიგნი - მარტივი და ამავე დროს ღრმა აზრების ნაკრებია, რომლებიც ავტორმა განიცადა თავის ბერ-მონაზვნულ ცხოვრებაში. მისი უწმინდესობა ამტკიცებს , რომ ცხოვრებისთვის ყველაფერი აუცილებელი - თვითონ ჩვენშივეა, ჩვენ მხოლოდ გვჭირდება ჩვენი საკუთარი სილამაზის და სხვა ადამიანების სილამაზის გაგება, ჭეშმარიტი ბედნიერების და სიმშვიდის შესაძლებლობები აქ და ამჟამად გვაქვს.
5.5
თანამედროვე მოდა
ავტორი :მარნი ფოგი   თანამედროვე მოდის სამყარო _ დიზაინერები და ბენდები, რომლებმაც შექმნეეს თანამედდროვე სტილი და განსაზღვრეს მოდის ტენდენციები. მოკლე, მაგრამ ინფორმაციული ტექსტები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დიუზაინერთა როგორც ბიოგრაფიაზე, ისე მათ მიერ განვლილ გზასა და მოდის სამყაროში დატოვებულ შემოქმედებით ანაბეჭდებზე. 125 ბრენდის ევოლუციასა და მათ მიერ უმნიშვნელოვანეს მოდელებს შთამბეჭდავი ფოტოებიც გაგაცნობთ. ეს ყოველივე კი ერთგვარი ქრონოლოგიით _ ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ქსოვილების კატალოგით გაეცნობით 40 დიზაინერის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ქსოვილებს გამორჩეული ორნამენტებით. წიგნში 800-ზე მეტი ილუსტრაციაა.
50
თანამედროვე სიყვარული
ავტორი:დანიელ ჯონსი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი     სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობელობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობელობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად და რაც უფრო მნიშვნელოვანია! - გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც, ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია, ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა.  
14.95
თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია
ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი   წიგნში განხილულია თანამედროვე ქართული პროცესები, ქართული მედიის მუშაობის სპეციფიკა, ასევე განხილულია მედიის გავლენა საზოგადოებაზე. წიგნში შეხვდებით საინტერესო კვლევებსაც, რომლებიც ეხება სოციალურ პრობლემებს მთელ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიანეთში.
17
თანამედროვე უკრაინელი პოეტები
კრებული მომზადდა და გამოიცა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისა და გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. თითოეულ წიგნში გადახდილი თანხა სრულად ირიცხება უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში. წიგნში შესულია შემდეგი ავტორები: სერჰი ჟადანი; ლიუზა იაკიმჩუკი; ბორის ხერსონსკი; ჰალინა კრუკი; მარიანა კიანოვსკა; ვასილ მახნო; ანდრი ლიუბკა; ანასტასია აფანასიევა;
20
თანამედროვე ქართული პროზა მე-2 ტომი
სერია: ცხოვრება ქალების კალმით     სერია "ქალების კალმით" აერთიანებს გამორჩეული ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს,საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ამ ანთოლოგიაში შესულ ტექსტებს, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ერთი რამ აერთიანებს: ისინი ქალების გადმოსახედიდანაა დაწერილი. ქალებს კი ჯერ ისევ ხვდებათ ხილული თუ უხილავი ბარიერები ლიტერატურაში. ზუსტად ამ ბარიერების გამოა, რომ მათ ნაკლებად ვიცნობთ და ნაკლებად ვაღიარებთ. ცალკე ანთოლოგიებიც იმიტომ იქმნება, რომ ქალები მეტად გამოჩნდნენ საერთო ლიტერატურულ სურათზე და მეტად ხილვადი და შესაგრძნობი გახადონ ყველაფერი ის, რაც დომინანტური თვალთახედვიდან არ ჩანს.
16.95
თანამედროვე ქართული პროზა ტომი 1
სერია: ცხოვრება ქალების კალმით სერია ქალების კალმით აერთიანებს გამორჩეულ ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ორტომეული "თანამედროვე ქართული პროზა- ქალების კალმით" XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მწერლობაში მკვეთრად გაძლიერებული ქალი ავტორების ხაზის ამსახველი კრებულია, რომელშიც 30-ზე მეტი თანამედროვე მწერლის მოთხრობაა თავმოყრილი. კრებული მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას ქმნის იმაზე რამდენად მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი და ძლიერია ეს ლიტერატურა. თითოეული ავტორი გამოირჩევა მკაფიო ხელწერით, გულრწფელობით, სიფაქიზითა და გაბედულებით. ისინი ჰყვებიან ხშირად უჩვეულო პირდაპირობით, განსხვავებული პერსპექტივითა და სიტყვების ახლებური შეფერილობით.
14.95
თანხმობა
ავტორი: ვანესა სპრინგორა მთარგმნელი: თამარ ლომიძე ვანესა სპრინგორა 14 წლის იყო, როცა 50 წლის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მაცნეფმა მასთან რომანი გააბა. 30 წლის შემდეგ სპრინგორა აქვეყნებს ავტობიოგრაფიულ რომანს სახელწოდებით „თანხმობა“, რომელიც მაცნეფის მტაცებლობის სამ - „სექსუალურ, ლიტერატურულ და ფსიქიკურ“ - განზომილებაზე მოგვითხრობს. ეს რომანი, რომელმაც შეძრა საფრანგეთის ლიტერატურული წრეები, „me-too“ მოძრაობას ეხმიანება და შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს სვამს: რამდენად ნებაყოფლობითია ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობები? როგორ აგრძელებ ცხოვრებას, როცა ლოლიტას როლში მოგიწია ყოფნა? როგორ აღწევ თავს იმ წარმოდგენებს, რომლებიც შენზე, როგორც ლიტერატურულ პერსონაჟზე, არსებობს? ეს წიგნი ჩვენებაც არის და ნამდვილი ლიტერატურული მცდელობაც, გავაანალიზოთ სექსუალური ჩაგვრის დრამატურგია, განსაკუთრებით, სახელოვნებო და ინტელექტუალურ წრეებში, სადაც მას ხშირად უსიტყვოდ და დუმილით ხვდებოდნენ. საფრანგეთში წიგნის 200,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე 25-ზე მეტ ენაზე ითარგმნება. ვანესა მწერალი, რედაქტორი და კინორეჟისორია. დაიბადა და გაიზარდა პარიზში, დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. ამჟამად ის ერთ-ერთი დიდი ფრანგული გამომცემლობის, „ჯულიარდის“ ხელმძღვანელია.  
18
თანხმობის წარმოება
მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა ავტორი: ნოამ ჩომსკი; ედვარდ ს. ჰერმანი სერია: აკადემია მთარგმნელი თ. ხომერიკი; ე. ფანცხავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
19.9
თარგმანები
მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი წიგნში შესულია ბრიტანელი პოეტების: ტომას ვაიეტი; ჰენრი ჰოვარდი; უილიამ შექსპირი; ჯონ დონი; ჯეიმს ტომსონი; უილიამ ბლეიკი; რობერტ ბერნსი; უილიამ უორდსბორთი; სემუელ ტეილორ კოლრიჯი; ჯორჯ გოდრონ ბაირონი; პერსი შელი; ჯონ კიდსი; ჰართლი კოლრიჯი; ტომად ვუდი; ტომას ჰარდი; უილიამ იეიტსი; ჯეიმზ ჯოისი; რობერტ ბრუკი; ტომას ელიოტი; და ამერიკელი პოეტების: ედგარ ალან პო; უოლტ უილტმენი; ემილი დიკენსონი - ლექსების თარგმანები.
14.95