santaesperanza
რომანტიკული ეგოისტი
ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი ოსკარ დიუფრეზნი რომანტიკული ეგოისტი და მარტოსლია. ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, ირგვლივ უამრავი ხალხი ახვევია - ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, მწერლები, ულამაზესი ქალები...ერთმანეთს ენაცვლება კლუბები,სადაც პარიზის ლიტერატურული ბოჰემა ერთობა,მოდური კუნძულებისა და კურორტების პლაჟები თუ დისკოთეკები,მაგრამ მაინც მოწყენილია,სულიერად დაცარიელებული.მისტირის დაკარგულ სიყვარულს და ეძებს ახალს,განცდებსა და ფიქრებს კი დღიურს,უფრო სწორად,ანტიდღიურს ანდობს.
14.95
რომელი ხარ სარდაფსა შინა
ავტორი: ლუკა ბაქანიძე სერია: იკითხე ქართული XXI   ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. "რომელი ხარ სარდაფსა შინა" მისი მეორე პროზაული კრებულია. ბაქანიძე დეტალების ავტორის - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს . აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს _ ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში _ სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების _ საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად. თამთა მელაშვილი
12.95
რომეო და ჯულიეტა
ავტორი: უილიამ შექსპირი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: დავით ახალაძე მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს. „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სასკოლო აჩრდილებით გულშეღონებულ თინეიჯერებს (უპირველესად, სწორედ მათთვის განვიზრახეთ შექსპირის ახლიდან თარგმნა) საუკუნეების წინ დაწერილი სიყვარულის ამბის ხელში აღებას ისევ თინეიჯერული პატივმოყვარეობა (შექსპირთან გამკლავების სიამაყე!) თუ შეაძლებინებს. ეს საწყისი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება – მათ მიერ ამ წიგნის დაუზარლად ჩამთავრებაზე უკვე ავტორი იზრუნებს.    
16.95
რომეო იცინოდა
ავტორი: რატი რატიანი „რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება. განა რამდენ ტანჯვას გაუძლებს ადამიანი, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც სიცოცხლის გაგრძელება შეუძლებელია? მოთხრობების ორი კრებულის ავტორი, რატი რატიანი ამჯერად რომანით წარდგება მკითხველის წინაშე. „რომეო იცინოდა“ სასტიკი ტექსტია, რომელიც მკითხველს მზერას ისეთი რაღაცისკენ მიაპყრობინებს, რისი დავიწყება ან არდანახვა უნდა.
11.95
როსი
მთარგმნელი: შოთა ფუტკარაძე 12 წლის როსს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს – უბრალოდ, ნორმალური ბავშვი იყოს, მაგრამ უეცრად აღმოჩენილი იშვიათი დაავადება ამის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი იძულებულია, გაუმკლავდეს ერთბაშად თავსდატეხილ ყველა პრობლემას – უჩვეულო თერაპიას, მეგობრების დაკარგვასა და სკოლაში დაცინვასაც. როცა როსს თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლება, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ მუსიკასა და ნამდვილ მეგობრებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.
12.9
როცა მეტირება, არ ვტირი
ავტორი: მიგელ ოტერო სილვა სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თეა გვასალია გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
14.9
როცა ობლები ვიყავით
ავტორი:  კაზუო იშიგურო მთარგმნელი:ია ქვაჩახია სერია: ლიტერე ინვენტე მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, ცხრა წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული ადამიანები; მახეში მოქცეული კაცის არჩევანი და ვალის მოხდით მოგვრილი კმაყოფილება - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწარმოებში.
17.95
როცა ობლები ვიყავით
ავრორი: კაზუო იშიგურო თარგმანი: ია ქვაჩახიას სერია: ლიტერე ინვენტე მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, ცხრა წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული ადამიანები; მახეში მოქცეული კაცის არჩევანი და ვალის მოხდით მოგვრილი კმაყოფილება - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწარმოებში.
19.95
როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
17.9
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: მანანა კვესელავა ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის,მისის ფერარსის გვამს იპოვიან.სიკვდილის მიზეზი,როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს,საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა.რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს,როჯერ ეკროიდს,რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკნები კარგა ხანია განიხილავდნენ.პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი,ერკიულ პუარო..
13.95
რუკა და ტერიტორია
ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: დავით კახაბერი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მიშელ უელბეკის წიგნი, გონკურის პრემიის მფლობელი რომანი “რუკა და ტერიტორია” თითქოს განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისგან, თითქოს უელბეკი თავის თავს არ ჰგავს, აღარ იტყუებს მკითხველს სექსუალური ტურიზმითა და სხვა მსგავსი თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რომანის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კვლავ ეუფლება უელბეკისეული დეპრესიული განწყობა. რომანში ავტორმა რამდენიმე სხვა ცნობილ ფრანგთან ერთად საკუთარი თავიც გამოიყვანა ერთ-ერთ პერსონაჟად, რომელსაც წარმოუდგენელი სისასტიკით კლავენ და ანაწევრებენ იმ ბანალური მიზეზით, რისთვისაც კაცობრიობის ისტორიის დასაბამიდან ხოცავდნენ ერთმანეთს ადამიანები. და რაკი ადამიანის არსებობას გამართლება აღარა აქვს, მისი ხელით შექმნილი ყოველგვარი ნივთი და ნაკეთობა ქრება, ნადგურდება და მის ადგილს მცენარეული საფარი იკავებს.
12.9
რუნები
ავტორი: იან ბუდკოვსკი სერია: ჰეკატე მთარგმნელი: ბექა სუხიტაშვილი პროექტი „ჰეკატე“ ერთგვარი გზამკვლევია თვითგანვითარების, საკუთარი ხასიათისა და თვისებების ობიექტურად შეფასების გზაზე. პასუხები, რომლებსაც ცხოვრებისეულ კითხვებზე გარე სამყაროში ვეძებთ, ხშირად ჩვენშივეა. მთავარია, მათი მიგნება და ამოცნობა შევძლოთ. „ჰეკატე“ დაგეხმარებათ თქვენი ქცევისა და სამომავლო ნაბიჯების უკეთ გააზრებაში. ის გაგაცნობთ გონების, სულისა და სხეულის სრულყოფის მიზნით შემუშავებულ თანამედროვე მეთოდოლოგიას; გთავაზობთ ეფექტურ სავარჯიშოებს როგორც ქვეცნობიერთან დაკავშირების, ისე პიროვნული განვითარებისთვის. წიგნებში მდიდარი ვიზუალური მასალაა წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა იმ თანამედროვე ავტორთა წიგნები, რომელთაც აერთიანებთ დაუცხრომელი ინტერესი მედიტაციებისა და გონების სავარჯიშოების მიმართ.
19.95
რუსეთ საქართველოს ომი - 100 ამბავი #55
ავტორი: დიმიტრი სილაქაძე სერია: თან საკითხავი 100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ბოლომდე ჯერაც არ გათავისუფლებულა. საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ. ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ. ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.
16.9
რუსეთ-საქართველოს ომი 1812-1813 წლებში
ავტორი: აკაკი გელაშვილი   ნაშრომი ეძღვნება 1812-1813 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც, ისე როგორც ზოგადად, XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლები, აჯანყების სახელით იყო ცნობილი. წიგნში განვითარებული და დაასაბუთებულია აზრი, რომ ეს იყო არა აჯანყება, არამედ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე კარგად გათვლილი, ორგანიზებული ომი, შემადგენელი ნაწილი და გაგრძელება იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, რომელსაც ქართველი ხალხი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ეწეოდა მრავალრიცხოვანი დამპყრობლის წინააღმდეგ და რომლის შედეგად „კავკასიის ტერიტორია მთლიანად ეკარგებოდა რუსეთს“.     ნაშრომი ეძღვნება 1812-1813 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც, ისე როგორც ზოგადად, XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლები, აჯანყების სახელით იყო ცნობილი. წიგნში განვითარებული და დაასაბუთებულია აზრი, რომ ეს იყო არა აჯანყება, არამედ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე კარგად გათვლილი, ორგანიზებული ომი, შემადგენელი ნაწილი და გაგრძელება იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, რომელსაც ქართველი ხალხი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ეწეოდა მრავალრიცხოვანი დამპყრობლის წინააღმდეგ და რომლის შედეგად „კავკასიის ტერიტორია მთლიანად ეკარგებოდა რუსეთს“.
29.95
რუხ ჩრდილებს შორის
ავტორი: რუტა სეპეტისი მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: ლიბერთინს ლინა ლიტველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და... სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში... ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა. იწყება შიმშილსა და სიცივესთან გამკლავების, მონური და დამამცირებელი შრომის, ღირსების შემლახველი ყოფის ატანისა და გაძლების მწარე ეპოპეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა! ბრძოლა სასტიკია... ბრძოლა საბჭოთა ძლევამოსილ მანქანასთან შიშველი, გაყინული ხელებითა და ცარიელი ენთუზიაზმით. და მაინც, იმ უკუნეთში ჩამოწოლილ რუხ ჩრდილებს შორის, ადრე თუ გვიან, პაწია ოქროსფერი ზოლი გამოკრთება − მზე დაბრუნდება! მზე − სიცოცხლისა და იმედის ნიშნად! მზე − გაყინული, ჩაკლული სულების ნუგეშად!
12
რჩევები და ხერხები - როგორ ვმართოთ "შეშლილ-ობა"?
ავტორი: BPE   რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«? ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაცია »მეგზური« განკუთვნილია ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე ადამიანებისა და მათი ახლობლებისათვის, რომლებიც კრიზისის დროს და მის შემდეგ მხარში უდგანან ამ პიროვნებებს. აქ მოცემული რჩევები საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალურად მოვეკიდოთ ამ მდგომარეობას; გვეხმარება, შეძლებისდაგვარად ფსიქოტროპული წამლების გარეშე, ორგანიზმისადმი ზიანის მიყენების გვერდის ავლით, მოვლენების მართვასა და მყუდროებისა და სტაბილურობის მოპოვებაში. ტექსტს ახლავს ფსიქიატრ თემურ იოსებაძის ბოლოსიტყვაობა და დამხმარე ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია.
8.5
რჩეული მოთხრობები
ავტორი: მიხაილ ბულგაკოვი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
20.9
რჩეული საბავშვო მოთხრობები
ავტორი: რევაზ ინანიშვილი ილუსტრატორი: სალომე სხირტლაძე კრებულში “რჩეული საბავშვო მოთხრობები” რევაზ ინანიშვილის ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მოთხრობებს ახალი, ფერადი ილუსტრაციებით გთავაზობთ. თითქოს არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ამ მოთხრობებში ასახული ამბები მოხდა, მაგრამ სამყარო, რომელშიც ბავშვები ახლა იზრდებიან და სამყარო, რომელშიც მოთხრობების გმირები ცხოვრობდნენ, აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან. სწორედ ამის გამოც უნდა იყოს თანამედროვე მკითხველისთვის ძალიან საინტერესო ამბები ბავშვებისა, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ გასართობად და არც ათასნაირი სათამაშო; ბავშვებისა, რომლებიც ფეხით სიარულისას ბალახებში გაყუჩებულ კალიებსა და მოჭიდავე თაგუნიებს აკვირდებიან; გოგონასი, ღამე და ტყე რომ შეუყვარდა; პატარა მელასი, რომელიც როგორღაც ძალიან დიდ ქალაქში მოხვდა და მისადმი საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანები აღმოაჩინა… სწორედ ასეთია რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში ასახული სამყარო და ის თანამედროვე მკითხველს ელის.
22.9
ფასდაკლება
რჩეული შრომები
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენე NONFICTION ზიგმუნდ ფროიდი (1856 – 1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის სფეროში გადააქვს და ავითარებს აზრს, რომ კულტურაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ინდივიდის ფსიქიკაში. „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომია, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ფსიქოსოციალურ თავისებურებებს ეხება. „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ და „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“ ამ ორი დიდი შემოქმედის ფსიქოლოგიური ბიოგრაფიების შექმნის მცდელობაა, რომელიც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს.
14.92 22.95
რძე და თაფლი
ავტორი: რუპი კაური მთარგმნელი: სალომე ბენიძე "რძე და თაფლი" პოეტური კრებულია სიყვარულის, დანაკარგის, ტრამვის, დამცირების, განკურნების და ქალურობის შესახებ. ის ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ ნაწილს განსხვავებული მისია აქვს. თითოეული ნაწილი სხვადასხვა სენს კურნავს, სხვადასხვაგვარ გულისტკივილს წამლობს."რძე და თაფლი" მკითხველს ცხოვრების ყველაზე მწარე მომენტებში ამოგზაურებს და მათ შორის სითბოს პოვნაში ეხმარება, რადგან სიტკბო ყველგანაა, მთავარია მისი აღმოჩენა გინდოდეს.
17.95
რწყილების სასახლე
ავტორი: ელიფ შაფაქი მთარგმნელი: ია ქვაჩახია სერია: წლის ბესტსელერი ,რწყილების სასახლე" ელიფ შაფაქის ბესტსელერია. ესაა წიგნი ათი განსხვავებული ადამიანის შესახებ. ისინი რუსეთიდან ემიგრირებული არისტოკრატების მიერ საკუთარი ცოლისთვის აგებულ სასახლეში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ავტორი ამ ადამიანების პორტრეტებს გვიხატავს და მკითხველიც სრული სიცხადით ხედავს მათ ტრაგიკულ და, ამავდროულად, კომიკურ ცხოვრებას.
16.95
რწყილი და ჭიანჭველა
მე და ჭიანჭველა დავძმობილდით და გზას გავუდექით. რა მოხდა შემდეგ? – ხიფათიანი თავგადასავალი გადაგვხდა. გადავწყვიტე, ჭიანჭველა გადამერჩინა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი, თუკი მსუნაგი ღორი, ხელგაშლილი მუხა, მჩხავანა ყვავი, ბრაზიანი კრუხი, დიდი ორმო, ცელქი თაგვი, მოდარაჯე კატა და ზმუილა ძროხა არ დამეხმარებოდნენ.   როგორ გგონია დამეხმარნენ? თუ ზღაპარს წაიკითხავ, გაიგებ, მორიგდნენ თუ არა კატა და თაგვი, ყვავი და კრუხი, დამეხმარა თუ არა ყველა და რა ბედი ეწია ჭიანჭველას. დამატებითი ინფორმაცია
26.95
სააღდგომო ჩვენება
ავტორი:  რიჩარდ იეიტსი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება ამერიკელები   XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საუკეთესო პროზაიკოსად აღიარებული ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის (1926-1992) რომანი „სააღდგომო ჩვენება“ მკითხველთა და კრიტიკოსთა სამართლიან გაოცებას იწვევს - თავისი უჩვეულოდ ძუნწი, ლაკონიური და, ამავე დროს, საოცრად ტევადი თხრობის სტილის წყალობით ამ არცთუ სქელტანიან წიგნში მწერალი ერთი ოჯახის თითქმის სამი თაობის ბედ-იღბლის თანაზიარად გვაქცევს. ეს სევდიანი საგა მოგვითხრობს იმაზე, რომ ამ ცხოვრებაში არცერთი გზის არჩევა ბედნიერების უპირობო საწინდარი არ არის და არც შეიძლება იყოს...
19.95
საბავშვო ბიბლია
ცნობილია, რომ ბიბლია 1600 წლის განმავლობაში იწერებოდა სამ, ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენაზე. მას სხვადასხვა ადგილასა და სხვადასხვა დროში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ფენიდან გამოსული ორმოცზე მეტი ავტორი ჰყავს. ბიბლია ქრისტიანების წმინდა წიგნია, მას წმინდა წერილსაც უწოდებენ. შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ძველ აღთქმაში მოთხრობილია სამყაროს შექმნა და ადამიანთა ცხოვრება მაცხოვრის დაბადებამდე, ხოლო ახალი აღთქმა მოგვითხრობს მაცხოვრის – იესო ქრისტეს ცხოვრებას, ჯვარ­ცმასა და ამაღლებას. ძველი აღთქმა 65, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნისაგან შედგება. ცნობილია, რომ წიგნებს შორის ბიბლიას ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს და ყველაზე მეტ ენაზეა თარგმნილი. საუკუნეების განმავლობაში, სანამ ადამიანი საბეჭდ მანქანას გამოიგონებდა, ბიბლიის ტექსტს ხელით წერდნენ. ყველა გადამწერი დიდ დაკვირვებასა და გულმოდგინებას იჩენდა, რათა ტექსტი, მისი ყოველი აბზაცი და ყოველი ასოც კი ზუსტად ყოფილიყო გადაწერილი. ამისათვის საგანგებო წესებიც კი იყო დადგენილი… მას შემდეგ, რაც პირველი სტამბა დაარსდ­ა, პირველი წიგნი, რომელიც იქ დაიბეჭდა, სწო­რედ ბიბლია იყო. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა… პირველ დღეს უფალმა ბრძანა: იქმნას ნათელი! და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი… უფალმა ბრძანა: გაჩნდეს ცა! და თვალის დახამხამებაში დედამიწას მოლურჯო გუმბათივით გადაეკრა ცა… უფალმა გააჩინა ცის მნათობები: მზე, მთვარე და ვარსკვლავები… ყველა სხვა ქმნილება ღმერთმა გააჩინა სიტყვით, ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა კი სხვაგვარად ინება… ამ წიგნში მოთხრობილი ძველი და ახალი აღთქმის მოკლე ისტორია შედგენილია იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიისა“ და არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის „ძველი აღთქმის საღვთო ისტორიისა“ და „ახალი აღთქმის მოკლე
29.9